მთვარის 28-ე დღე

მთვარის 28-ე დღე

სიმბოლო: ლოტოსი

დადებითი დღეა. უმაღლესი ჭეშმარიტების წვდომის, სულიერი ცნობიერების შეძენის, სულისა და სულიერი ალქიმიის დღეა.

იყავით ამაღლებულ განწყობაზე, აკონტროლეთ ემოციები, საკუთარი თავი.

სასიკეთო დღეა, სულიერი გამოღვიძების, სიბრძნის შეცნობის დროა.
ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და ნათელი მთვარის დღე, რომლის არსიც კარგადაა გამოხატული მის სიმბოლოში (ლოტოსი ადამიანის სულიერ ზრდას გამოხატავს).

იწურება მთვარის თვე, ყველამ თითქოს რაღაც შეცვალა, ის ვინც მთვარის რიტმებს აღიქვავდა და ითვალისწინებდა, ღამის დედოფის კეთილგანწყობას მოიპოვებს. მისტიური დღეა, ელოდეთ სასწაულებს (იმის მიხედვით, თუ როგორ გაიარეთ მთვარის დღეები). შეეცადეც მიიღოთ ნებისმიერი სამყაროს გზავნილი, ცუდიც და კარგიც (დამსახურებისამებრ).

გაუგზავნეთ თქვენი აზრები ზეცას, შეეცადეთ რაც შეიძლება ხატოვნად წარმოიდგინოთ თქვენი კავშირი კოსმოსთან, იფიქრეთ ერთიანობაზე. დაიჭირეთ სამყაროს ჰარმონიული ტალღა და შეყოვნდით…. დამანგრეველი, ნეგატიური ქმედება და აზროვნება მომენტალურ ბუმერანგს დაემსგავსება.

ბუნებაშიც კი თავი შეიკავეთ რაიმეს გათხრისგან, მოწყვეტისგან, მოტეხვისგან. მონადირეებისთვისა და მეთევზეებისთვის განსაკუთრებით არაა სასურველია ამ დღეს თავის სფეროში საქმიანობა.

ზოგადად სასიკეთო დღეა, ადამიანი მედიტირებისას ან ძილის დროს შეიცნობს თავის წინა განსხეულების ცხოვრების არსს. მუშაობა შესაძლებელია: ასტრალურ სხეულზე, ნათელმხილველობის უნარზე, ჩაკრებზე, სიზმრებზე, ამ უკანასკნელის მეშვეობით საკუთარი წინა ცხოვრებების (წინა ინკარნაციები) შეცნობაზე.

მთვარის ამ დღის პირველი ნახევარი არაკეთილგანწყობილია, საშიშროება არის: ტრამვების ალბათობის, მსხვილი პრობლემების წარმოშობის, უბედური შემთხვევების, უთანხმოებების, ჯანმრთელობის შესუსტების, ასევე, არსებობს ბედისგან სხვადასხვა არასასიამოვნო დარტყმების ან/და სიცოცხლისუნარიანობის მკვეთრი ვარდნის ალბათობაც. პირველ ნახევარში გადატვირთვა არასასურველი და არამიზანშეწონილია.

მეორე ნახევარი მეტად კეთილგანწყობილია და შესაძლებლობას იძლევა გაიაზროთ წარსული, ასევე გრძნობებში ნერვიული შეტევები აკონტროლოთ და ქმედებებში დაუფიქრებლობა შეამციროთ. პარტნიორების მხრიდან ბრძნულ რჩევებს შეუძლიათ წინასწარ მოგამზადოთ მოსალოდნელი უსიამოვნებებისთვის, ასევე დაგიცვათ არაკეთილმოსურნეებისგან.

ბიზნესი: ამ დღეს შესაძლოა ძველმა დადებულმა ხელშეკრულებებმა გამოიღოს პირველი ნაყოფი.

ქორწინება: მთვარის დღეებიდან ბოლოა, რომლის დროსაც ქორწინება რეკომენდებულია. თუმცა უმჯობესია წყნარ, მშვიდ გარემოში ქორწინება და არა ახალგაზრდებისთვის, რადგან ამ უკანასკნელთა შემთხვევაში შესაძლოა მშობლები მათ ოჯახურ ცხოვრებაში ძლიერად ჩაერიონ.

სოციალური გავლენა: სასიკეთო დღეა, განსაკუთრებით თუ კარგ ხასიათზე ხართ.

საყოფაცხოვრებო გავლენა: დიდი საქმეებისთვის, საყიდლებისთვის, წამოწყებებისთვის დადებითი დღეა, ჩაიხედეთ შინაგან სამყაროში, იყავით ამაღლებულ განწყობაზე და აკონტროლეთ ემოციები. დარგეთ მცენარეები, „დათესეთ“ სასარგებლო იდეები და აზრები.

ჯანმრთელობა: ორგანიზმი დადებითადაა დამუხტული, სასარგებლოა მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიშები და სხვა . (ნაკლებად ფიზიკური დატვირთვა)

მისტიური გავლენა: საჩუქრების მიღებისა და რაიმეს პოვნის დღეა, შეეცადეთ იმუშაოთ ლოგიკისა და ცნობიერების იდუმალ სამყაროსთან.

ეზოთერიკა:  კარგია ლოცვა, მანტრები.

სიზმრები: მიუთითებს გულისა და ქვეცნობიერის მდგომარეობაზე, რომლებიც გრძნობებისა და ემოციების გამოცდილებაზე პასუხობენ, სიზმრების ახსნის დროს გახსოვდეთ, რომ ადამიანი ყველაზე მეტად სიყვარულს საჭიროებს და სწორედ ამ მთავრის დღეს სიზმარში მიიღებთ მინიშნებას.

მინერალები: ქრიზოპრაზი, რძისფერი ოპალი, ჟადეიტი, აკვამარინი, ამეთვისტო.

28-ე დღეს დაბადებული: ჰარმონიული და მშვიდია. ხშირად სხვებს ეხმარება. სიცოცხლის ბოლომდე ყველაფრით უზრუნველყოფილი იქნება, თუმცა შესაძლოა გამოუსწორებელი ზარმაცი იყოს. მისთვის აუცილებელია სულიერ განვითარებას ყურადღება მიაქციოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰარმონიის, მეგობრებისა და სიყვარულის ძიება რთული იქნება. რჩევა: უარყოფით აზრებს ნუ აყვებით. კვების მხრივ შეზღუდეთ ხორცის მიღება (ზედმეტი რაოდენობით).

არასასურველია: ხეების მოჭრა, ყვავილების მოწყვეტა და მათი ჩუქება.

რეკომენდებულია: ტკბობა, სიამოვნება, მეგობრობის დაწყება. მოგზაურობის შემდეგ სახლში დაბრუნება; ახალი სამოსის ჩაცმა და ახალი სამკაულის ტარება; ბრძოლა; პირობის შესრულება. დღე წარმატებულია ახალი და მნიშვნელოვანი საქმეებისა და ქმედებების დასაწყებად. შესაძლებელია დაკავდეთ მიწიერი საქმეებითაც: იყიდოთ სახლი, გააკეთოთ რემონტი, სასარგებლო მცენარეები დარგოთ.

ავტორი: ნინო, ქეთი

 


About Kate

Scroll To Top