მინერალოგია – მალაქიტი

მინერალოგია – მალაქიტი

მინერალი მწვანე ფერს სპილენძის შერევით იძენს. ფერი მერყეობს ფირუზისფერიდან  მუქ მწვანემდე. სახელწოდება სავარაუდოდ ადვილად დამუშავებას უკავშირდება. ძველ ბერძნულ ენაზე მალაქიტი „რბილს“ ნიშნავს.

მალაქიტი ძველი დროიდან გამოიყენება სამკაულების, თილისმის დასამზადებლად, სამკურნალოდ; მისგან მზადდება სხვადასხვა ნივთები, იყენებენ გასალამაზებლად, დეკორაციული ფუნქციით. მალაქიტის დარბაზია პეტერბურგის ერმიტრაჟშიც.

მომპოვებელი ქვეყნებია: ურალის ტერიტორია (რუსეთი), ყაზახეთი, გერმანია, რუმინეთი, ჩინეთი, ავსტრალია… მალაქიტის დიდი რაოდენობა მოიპოვება აფრიკის ტერიოტორიებზე.

სამკურნალო თვისებები

აიუვერდას მიხედვით, მალაქიტის დადება რეკომენდებულია სხეულის „დაბლოკილ“ ნაწილზე, რადგან ქვა ენერგეტიკულ არხებს ხსნის და მისი ხელშეწყობით ბიოენერგიის სწორად განაწილება ხდება.

მალაქიტი ენერგეტიკულად ძლიერი ქვაა, თუმცა სასურველია ფრთხილად მოვეპყრათ. მინერალი დამცველად გამოგვადგება, უარყოფით ენერგიას საკუთარ თავზე იღებს, თუმცა მისი რეგულარული წმენდა აუცილებელია.

მას შეუძლია ნებისმიერ დონეზე (ფიზიკური, ეთერული…) გაწმინდოს და დააბალანსოს ენერგეტიკული არხები, ჩაკრები, აუმჯობესებს ვიზუალიზაციას, ფსიქიკურ მდგომარეობას, მოაქვს ჰარმონია, გულს უპირობო სიყვარულით ავსებს.

თანამედროვე ლითოთერაპევტები მალაქიტს იყენებენ გულის, პანკრეასის და ელენთის დაავადების, ასთმის, კბილის ტკივილის დროს. მინერალი დადებითად მოქმედებს ჰიპოფიზისა და ეპიფიზის მუშაობაზე. ზოგიერთი ამერიკელი მკურნალის მტკიცებით, რადიაციის საწინააღმდეგო გავლენაც აქვს.

მაგიური თვისებები

მალაქიტი ძლიერმოქმედი ქვაა, თუმცა „მატყუარაც“. ის დაკავშირებულია ვენერისა და პლუტონის ენერგიებთან. მალაქიტის მუდმივი კეთება მფლობელის მიმართ ინტერესს აძლიერებს. მინერალი სექსუალური ენერგიის ტრანსფორმირებას მუდმივად ითხოვს. ასევე უკაშირდება ჰარმონიას და დადებითი შედეგი მოაქვს ხელოვანი ადამიანებისთვის – მწერლისთვის, პოეტისთვის, მსახიობისთვის…

მალაქიტს უამრავი ლეგენდა უკავშირდება. ერთ-ერთის მიხედვით – მას შეუძლია ადამიანი უჩინარი გახადოს, ხოლო მალაქიტიანი წყალი – ცხოველების ენის გაგებაში ეხმარება. ზოგიერთ ქვეყანაში ბავშვების დამცველ ქვად ითვლება და მისგან თილისმას ამზადებენ, რომელიც ბავშვს ავადმყოფობისა და დაავადებისგან იცავს.

მალაქიტი შეგვიძლია გამოვიყენოთ ასტრალური მოგზაურობის ხელშესაწყობად, აღქმას ამშვიდებს და აუმჯობესებს. ასევე ითვლება ტრანსფორმაციის ქვად, ცხოვრება ადვილად ემორჩილება მინერალის ენერგია, თუმცა ავანტიურიზმსა და რისკიანობისკენ მიდრეკილებას მატებს.

სულიერ ზრდაში შემშლელი ფაქტორების დანახვაში, საკუთარ ქმედებებზე, აზრებსა და გრძნობებზე პასუხისმგებლობის აღებაში, ემპათიის გამოხატვაში გვეხმარება. ასევე ეფექტურია ფსიქო-სექსუალური პრობლემების დროს, განსაკუთრებით თუ ტრავმები გადმოყოლილია წარსული განსხეულებიდან.

 

ასტროლოგია: სტიქიებიდან შეესაბამება – მიწა, პლანეტებიდან – ვენერა, პლუტონი, მთვარე; ზოდიაქოს ნიშნებიდან – კურო, სასწორი, ლომი (გლობას ვერსია). ნაკლებად სასურველია მორიელის, ქალწულისა და კირჩხიბის ნიშნებისთვის.

ჩაკრებზე გავლენა: მე-6 და მე-4 ჩაკრები.

ფენ-შუი: „მეგობრების სექტროში“ განლაგება დადებითად მოქმედებს სოციალურ და მეგობრულ ურთიერთობებზე, სახლი მეტ ადამიანს იზიდავს.

როგორ გავწმინდოთ: მალაქიტი დელიკატური და რთულად მოსავლელი ქვაა. ადვილად იბზარება და სასურველია მოვარიდოთ მკვეთრ დარტყმებს, ტემპერატურის ძლიერ ცვლას, ცეცხლით, ამიაკით ან სხვა ნივთიერებით გაწმენდას. უკეთესია თუ გამდინარე წყალში გავწმენდთ.

წყარო: ჯასპერ სტოუნი, გლობა, lithotherapy.ru


About Tamta

Scroll To Top