მინერალური ქვის არჩევა

მინერალური ქვის არჩევა

როგორც წინა სტატიაში ვწერდით, ინდივიდუალური ქვის არჩევისთვის მხოლოდ ზოდიაქოს ნიშანი არაა საკმარისი. სასურველია პირადი რუკის მონაცემების, შესაბამისი სტიქიის გათვალისწინება. ასევე მნიშვნელოვანია ქვის დანიშნულებაც – რისთვის გსურთ დამცავად, თილისმად, სამკურნალოდ, მახასიათებლების გასაძლიერებლად/შესასუსტებლად და ა.შ.  ქვემოთ მოცემულია მინერალების არჩევის რამდენიმე ვარიანტი და სასურველია თუ კომბინირებულად გამოვიყენებთ.

პლანეტების ქვები:

მზე – ავანტიურინი, ზურმუხტი, ცირკონი, ტოპაზი, ქარვა.

მთვარე – ამაზონიტი, აქვამარინი, ბელომორიტი, ძოწი, ბერილი, მარგალიტი, ჯადეიტი, მთვარის ქვა, ოპალი.

მერკური – ზურმუხტი, ჰელიოტროპი, დიოპტაზი, იასპი, ციტრინი

ვენერა – ფირუზი, ზურმუხტი, ძოწი, ჟადეიტი, ლაზურიტი, მალაქიტი

მარსი – ალმასი, ჰემატიტი, კაჟი (кремень)

იუპიტერი – ფირუზი, ჰელიოტროპი, საფირონი, ძოწი, იასპი

სატურნი – აქატი, ქალცედონი, გიშერი

ურანი – ლაზურიტი

ნეპტუნი – აქატი, ავანტიურინი, ამეთვისტო, მარჯანი, ქალცედონი

პლუტონი – რაუხტოპაზი

მინერალური ქვები მახასიათებლების გასაძლიერებლად (გასააქტიურებლად):

უანგარობა, სიკეთე – ალმასი, ამეთვისტო, საფირონი, ფირუზი

გამძლეობა, ამტანობა – ძოწი, რაუხტოპაზი, მთვარის ქვა, ობსიდიანი, შავი ტურმალინი

საქმიანობა – ალმასი, მთის ბროლი, ძოწი, როდონიტი

სიცოცხლის ხანგრძლივიანობა (დიდხანს სიცოცხლისთვის) – აქატი, ალექსანდრიტი, მთის ბროლი, ძოწი, მარგალიტი, მარჯანი, მთვარის ქვა, ნეფრიტი, ლალი, სერდოლიკი, იასპი

სულიერება, მიდრეკილება სრულყოფისკენ – აქვამარინი, ამაზონიტი, ამეთვისტო

სულიერი სიმშვიდე – აქატი, მალაქიტი, ნეფრიტი, ობსიდიანი, ონიქსი

სიცოცხლის ხალისი – ავანტიურინი, აქვამარინი, ალექსანდრიტი, ალმასი, ამეთვისტო, ძოწი, ლალი, სერდოლიკი, ტოპაზი, ქრიზოლითი, ფირუზი

შემოქმედებითობა, შემოქმედებითი შესაძლებლობები – ამეთვისტო, ფირუზი, ძოწი, ლალი, ტოპაზი, ციტრინი, ზურმუხტი, ქარვა

ინტუიცია – ფირუზი, ქარვა

მჭევრმეტყველება – აქატი, აქვამარინი, მთის ბროლი, ქალცედონი, იასპი

სინაზე – მთვარის ქვა, ნეფრიტი, ტოპაზი

კომუნიკაბელურობა – ბერილი, ტოპაზი

გონებაგახსნილობა (გონების სისწრაფე) – ავანტიურინი, აქატი, ალმასი, ამეთვისტო, ჟადეიტი, კატის თვალი, ლაზურიტი, ნეფრიტი, სერდოლიკი, ტოპაზი, იასპი

მეხსიერება – ალექსანდრიტი, ალმასი, ამეთვისტო, ფირუზი, მარჯანი, ლალი, სერდოლიკი, იასპი

საპირისპირო სქესისთვის მიმზიდველობა – ალმასი, ფირუზი, მარგალიტი, კატის თვალი, ვარდისფერი კვარცი, ტურმალინი, ლალი, სერდოლიკი, ქრიზოლითი, ქარვა, იასპი

წინასწარჭვრეტა, შორსმჭვრეტელობა – ამეთვისტო, მწვანე ძოწი, მთის ბროლი, მარგალიტი, მარჯანი, ლაზურიტი, მთვარის ქვა, მალაქიტი, სერდოლიკი

გადამწყვეტობა, სიმამაცე – აქატი, აქვამარინი, ალმასი, ამეთვისტო, ჟადეიტი, ნეფრიტი, ლალი, სერტოლიკი, ქარვა, იასპი

სიმტკიცე – ალმასი, მთის ბროლი, ობსიდიანი

იღბლიანობა – ალმასი, ამეთვისტო, ფირუზი, მთის ბროლი, ლაზურიტი, ლალი, ტოპაზი, ქრიზოლითი, ქრიზოპრაზი

ენერგიულობა – ავანტიურინი, ალმასი, ამეთვისტო, ფირუზი, მთის ბროლი, კატის თვალი, ნეფრიტი, ლალი, ვეფხვის თვალი, იასპი

დამცველი ქვები (თილისმად):

ალკოჰოლიზმი, ნარკომანია – ალექსანდრიტი, ალმასი, ამეთვისტო, კატის თვალი

სიღარიბე  –  ფირუზი, სერდოლიკი

უნაყოფობა – ალმასი, მთის ბროლი, ძოწი

უძილობა – ალმასი, ამეთვისტო, მთის ბროლი, ძოწი, მარჯანი, კატის თვალი, ლაზურიტი, ლალი, ტოპაზი, ქრიზოლითი, ქარვა

წარუმატებლობა – ალმასი, ამეთვისტო, მარგალიტი, ლაზურიტი, მალაქიტი, იასპი, ქარვა

ქურდობა – ალმასი, კატის თვალი, ვეფხვის თვალი

ჯადო, გათვალვა – ალმასი, ამეთვისტო, ფირუზი, აქატი, მარჯანი, კატის თვალი, მალაქიტი, ნეფრიტი, ონიქსი, სერდოლიკი, ტოპაზი, ქარვა, იასპი

ღალატი, მოღალატე მეგობრები – მარგალიტი, ლალი, სერდოლიკი, ტოპაზი

უბედური შემთხვევები – ფირუზი, ძოწი, ჟადეიტი, მარჯანი, სერდოლიკი, ქარვა

ტყუილი – აქატი, მარგალიტი

ძალადობა – ფირუზი, ძოწი, კატის თვალი, ვეფხვის თვალი, ქარვა

ეჭვიანობა – ალექსანდრიტი, ვეფხვის თვალი, ტოპაზი

ოჯახური კამათი, ჩხუბი – აქვამარინი, ფირუზი, მარგალიტი, ნეფრიტი, ონიქსი, ოპალი, სერდოლიკი, ტოპაზი, ქრიზოლითი, ქარვა.

/სტატია განახლდება/


About Tamta

Scroll To Top