ვერძი – ის არავის არასდროს უსმენს, ის მხოლოდ საუბრობს.
კურო – უსმენს, მაგრამ თან ფიქრობს, რა იდიოტია მოსაუბრე.
ტყუპები _ ერთდროულად უსმენს, ლაპარაკობს და თანაც ამ ყველაფერს ჟესტიკულაციითა და მიმიკით აფორმებს.
კირჩხიბი – უსმენს და თან ფიქრობს ეხება თუ არა ეს მას და სამომავლოდ რაში გამოადგება მიღებული ინფორმაცია, თუ გადაწყვეტს, რომ არაფერში გამოადგება, მოსაუბრეს ყალბი ღიმილით აწყვეტინებს საუბარს და ეუბნება, რომ სახლში ბავშვი ჰყავს მარტო დატოვებული;
ლომი – სადაც ლომია, იქ ვერძებიც კი დუმან, თუ არ დუმან დაადუმებს, რა პრობლემაა.
ქალწული _ მას შეუძლია უსაზღვროდ, უსაშველოდ მოსმენა, ოღონდაც მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად დაასრულებს საუბარს და როდესაც აღიარებენ, რომ ის კომპეტენტური და შეუდარებელია.
სასწორი _ მერყეობს თქვას თუ არა საკუთარი აზრი და როცა გადაწყვეტს საკუთარი აზრის გამოხატვას, საუბარი დასრულებულია. ამიტომ მუდმივად მსმენელის როლი აქვს, ამიტომაც ითვლებიან კარგ მსმენელებად, მაგრამ არა იმ მიზეზით, რა მიზეზითაც ითვლებიან, არამედ იმიტომ, რომ სანამ გადაწყვეტენ რამის თქმას, უკვე გვიანია.
მორიელი – ის მხოლოდ ისმენს, მაშინაც კი, როცა არ უნდა მოისმინოს, ინფორმაცია ეს ძალაუფლებაა, მითუმეტეს, ინფორმაცია, რომელიც საიდუმლოდ არის მოპოვებული და საუბრობს მხოლოდ მაშინ, როდესაც ბრძოლის წინა ხაზზეა გასასვლელი…
მშვილდოსანი _ ამ ნიშანმა მოსმენა არ იცის, ისინი ძილშიც კი საუბრობენ…
თხის რქა _ გისმენს, მაგრამ ფიქრობს საქმეზე, საუბრობს ყველაფერზე, მაგრამ საქმის გარდა ყველაფერზე…
მერწყული _ საუბრობს, ისმენს, და თანაც იდეები მოსდის, რომელსაც გზადაგზა ახმოვანებს, თუმცა არავის სჯერა მისი, 100 წლის შემდეგ კი დაიჯერებენ, მაგრამ ახლა?!
თევზები – არ დაიჯეროთ თევზს პირში წყალი რომ აქვს ჩაგუბებული – მათ მოსმენა არ იციან, ისინი საუბრობენ ყველგან, ყოველთვის და თან მხოლოდ საკუთარ გრძნობებზე…
ავტორი: ნინო