ნათალური ნეპტუნი I  სახლში

ნათალური ნეპტუნი I სახლში

საკვანძო სიტყვა  _   „მეოცნებეობა“

ეს დახვეწილი, ფაქიზი და მეოცნებე ადამიანი თავის წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობს და ყოველთვის მოწყვეტილია რეალობას. ძალიან უყვარს ღრუბლებში ფრენა. განწყობის მიხედვით იცვლის გეგმებსა და შეხედულებებს. მისტიური და მაგნიტურად მიმზიდველი გარეგნობა აქვს. სურს მას ეს თუ არა, გარკვეულწილად ყოველთვის მაგიურია. საოცარი გემოვნება აქვს, რადგან  ძალიან დახვეწილად გრძნობს ფორმების, ფერებისა და ბგერების სილამაზეს. შეუძლია ინტუიციურად აღმოაჩინოს საკუთარი უნარები და ზუსტად გამოავლინოს გარესამყაროს მაგიური თავისებურებები. ხშირად აღენიშნება ნათელხილვის ნიჭი, რისი მეშვეობითაც ზუსტად ხვდება, რა იმალება ამა თუ იმ მოვლენის ან  ქცევის მიღმა. უკიდურესად შთაბეჭდილებიანია. შესაშურ მგრძნობიარობას ავლენს ქვეცნობიერი პროცესების მიმართ.

დაზიანებული პლანეტის შემთხვევაში ოცნებებმა შეიძლება ენერგიისგან გამოფიტოს და უამრავი უცნაური განცდა მოუტანოს.  მისი დაავადებები რთულად ექვედებარება ზუსტ დიაგნოსტირებას.  მიდრეკილია პირში წყლის ჩაგუბების, თაღლითობისა და მოტყუებისკენ. საკუთარ თავსაც და გარშემომყოფებსაც უჩვეულოდ ან დამახინჯებულად აღიქვამს. არსებობს ნეგატიური ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ მოხვედრის სერიოზული საფრთხე, რაც უცნაურ შეპყრობილობამდე მიიყვანს. კატეგორიულად უნდა ერიდოს ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს.

მისი ცხოვრება სავსეა ინტუიციური გამონათებებითა და იდუმალი მოვლენებით. დროდადრო უცნაურ ურთიერთობებს აბამს  მის წარსულში დამკვიდრებულ ადამიანებთან.  ის გაუცნობიერებლად განეწყობა მათზე, ვისთანაც კონტაქტში შედის. მარტივად ვარდება ტრანსში.  სავსეა იდეალისტური რომანტიზმითა და სულიერი მღელვარებებით. მიდრეკილია თვითმოტყუებისკენ. ბუნდოვანი და  არასაიმედო მიზნები აქვს. ხანაც დუნედ და უმიზნოდ მიჰყვება მოვლენებს. ლოგიკურია, რომ მისი ცხოვრებაც ძალიან მერყევია.

მას იზიდავს უცნაური ადამიანები, შორეული მხარეები, ყველაფერი სულიერი და იდუმალი. შეიძლება ახასიათებდეს უცნაური ვნებიანობა, უზომო სიზარმაცე, ძილიანობა, სასიცოცხლო ძალების უკმარისობა. მისი კონტაქტები არ გამოირჩევა სიმყარით, რადგან თავადაც  ძალიან არასაიმედო ადამიანია.   მარტივად აღელვებადი და ცვალებადია. უცნაური შეხედულებები აქვს. მტკივნეულად განვითარებული წარმოსახვის მოთხოვნა ხანდახან  ინტრიგებისა და თაღლითობისკენ უბიძგებს. ზოგადად, ის ხშირად ხდება ინტრიგების, შეთქმულებებისა და ტყუილების მსხვერპლი. თუ ის ძლიერი პიროვნების გავლენის ქვეშ მოექცა, მოკლე დროში მთლიანად მასზე გახდება დამოკიდებული, რადგან  საკმაოდ მარტივად ექცევა ზემოქმედების ქვეშ. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ სულიერი თვითჩაღმავების პროცესი ფხიზელი პრაგმატიზმით  იყოს დაბალანსებული.

სიამოვნებით ერთვება სამყაროს იდუმალი მხარეების კვლევაში. ეს უაღრესად ინტუიციური,  მხატვრული, ნაზი და ცვალებადი ადამიანია. ძალიან უყვარს ძილი და წყალი.

მისტიურად აღიქვამს მუსიკას. გიჟდება ეზოთერულ შეკრებებზე. წარმატებულია  როგორც მუსიკოს-შემსრულებლი, ფერმწერი, მხატვრული სიტყვის დიდოსტატი, ფანტასტი-რომანისტი, მეზღაპრე, პოეტი. თუ საქმიანობად მსახიობობა აირჩია, როლში შესვლის შესაშურ უნარს ავლენს.

საკუთარ მისტიურ უნარებს ხშირად ტვირთად აღიქვამს, რადგან მდიდარი წარმოსახვა და გადაჭარბებული ფანტაზიები მოსვენებას არ აძლევს არც დღე და არც ღამე. ცოცხალი ილუზიები ტანჯავს და აწუხებს. ნიღაბი, რომლის მიღმაც საკუთარ პიროვნებას მალავს, კეთილშობილი თვითმოტყუებით არის მორთული. ის სპონტანურად და გაუაზრებლად ტყუის.  საქმე ის არის, რომ მისი ქვეცნობიერი ყოველთვის გახსნილია აღქმისთვის, ამიტომაც  ძალიან უჭირს ფანტაზიებისა და რეალობის გარჩევა.

 

 

პაველ გლობა       

+გაუგებარი, იდუმალი, ამოუცნობი, ინტუიციური, უკიდურესად სენსიტიური პიროვნება, თუმცა თვითგამოხატვაში რამდენადმე დამუხრუჭებულია. მისი იდუმალი ბუნება ყოველთვის თვალშისაცემი არ არის. კარგად გრძნობს უმაღლეს კოსმიურ ვიბრაციებს. ხშირად იკეტება საკუთარ თავში. დამახასიათებელია შინაგანი წინააღმდეგობა.

ინიციატივა შებოჭილია. საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ არის. მისი გზიდან გადაცდენა ადვილია. იმედგაცრუება საკუთარ უნარებში. სასიცოცხლო ტონუსის დაქვეითება. სევდა, დარდი.  თუ ნეპტუნი „ბოროტია“, ადამიანი  მარტივად ექვემდებარება დეპრესიას. შეიძლება მიდრეკილი იყოს სუიციდალური აზრებისკენ.

 

 

ფრენსის საკოიანი

საკუთარი პიროვნებისა და გარესამყაროს თავისებურებების ფაქიზი, ინტუიციური შეგრძნება. იოლად ექვემდებარება ქვეცნობიერის გავლენას. თავი უნდა არიდოს ალკოჰოლურ სასმელებსა და ნარკოტიკებს, რასაც ნეგატიური ფსიქიკური მოვლენების გამოწვევა შეუძლია. მუსიკალური და შემოქმედებითი ნიჭიერება. გარეგნულად ყოველთვის იდუმალების შარავანდედი აკრავს. მისი თვალები მაგნიტურ გავლენას ახდენენ ადამიანებზე.

თქვენ თავაზიანი, რბილი და უკიდურესად შთაბეჭდილებიანი ადამიანი ხართ. მარტივად ითქვიფებით გარემოცვაში.  არც ისე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენთ სხვებზე.   უზომოდ ემოციური და ემპათიური ხართ, არ გიყვართ ჩხუბი და კონფლიქტები. როგორც არ უნდა გამოხატავდეთ თავს, გულის სიღრმეში უწყინარი პაციფისტი ხართ.

 

 

ავესალომ პადვოდნი: „ღმერთი ადამიანისადმი პატივისცემას თავისი სიყვარულით გამოხატავს“

ამ ადამიანის თვალებში ყოველთვის დამახასიათებელი ბურუსია, თითქოს მთლიანად „აქ“ არ იმყოფება. მისი ნებისმიერი ნიჭი აქ მისტიურ შეფერილობას იღებს, როგორც მინიმუმ, ირაციონალურ გაფორმებას მაინც. თუმცა თუ მან ზომიერება ვერ შეინარჩუნა, ყველაფერი შეიძლება ხანგრძლივი თრობით დასრულდეს, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ გამაბრუებელი საშუალებების მიღებას. ამ პიროვნების სახელი ექსტაზია, რომელიც თანდათან თვითმოტყუებაში გადადის. მაშინ თეზისი, მატერიალური სამყაროს ილუზიურობის შესახებ, აღარ საჭიროებს მტკიცებას. რაც შეეხება ღმერთსა და ეშმაკს შორის მანძილს, ის უფრო მიკრონებით უნდა გაიზომოს ან სულაც უახლოესი ეკლესიის წმინდანებით.

სასოწარკვეთა და ცხოვრებით სიამოვნება ერთმანეთშია გადაზელილი. ნებისმიერ შემთხვევაში, თვითშეფასება იშვიათად არის მაღალი, თუმცა შეიძლება ადამიანი, მისთვისვე შეუმჩნევლად, დროდადრო თავმოწონებად იღვრებოდეს. გულის სიღრმეში მას სძულს ყველა, ვისაც ჰგონია, რომ რამე ესმის _ თავად ხომ იცის, რომ მხოლოდ თვითონ შეუძლია გაგება. ხანდახან სურს საკუთარი თავი არამხოლოდ გრიმასებითა და ჟესტებით გამოხატოს, მაგრამ მისი ენა უძლურია. მის შიგნით მუდამ გაურკვეველი მუსიკა ჟღერს, რაც იშვიათად იღებს კონკრეტული მელოდიის ფორმას და ეს შეიძლება ყველაზე მტანჯველი გამოუთქმელობა გახდეს მისთვის.

 

ბორის იზრაიტელი

გარესამყარო ადამიანის თვალწინ იდღვიბება. ის ცუდად ხედავს საზღვრებს ნივთებს, მოვლენებს, საკუთარ თავსა და დანარჩენ სამყაროს შორის. პიროვნული „მეს“ ძალიან სუსტი შეგრძნება აქვს. ზემგრძნობიარეა. თანაგრძნობის განვითარებული, ხშირად თავგანწირვამდე მისული, უნარით დაჯილდოებული. ქვეცნობიერად აღიქვამს გარშემომყოფთა ქცევის მანერებს, ამიტომ, გაუზრებლად ბაძავს სხვებს. ეს ადამიანი დამამშვიდებლად მოქმედებს გარშემომყოფებზე. ნეპტუნის ეს მდებარეობა ხშირად იწვევს ძილიანობას, აგლუვებს მახვილ კუთხეებს, მარტივად პოულობს კომპრომისს, თავს არიდებს მწვავე საკითხებს, პასუხიმგებლობასა და უსიამოვნო ვალდებულებებს. ის  რთული გამოსაჭერია, რადგან  ძალიან მარტივად სხლტება ხელიდან.

ხშირად ძილმორეულის ან მთვრალის შთაბეჭდილებას ტოვებს.

 

 

 

ბილ ჰერბსთი

თვითგამოხატვა.  ადამიანის სპონტანური პიროვნება იდუმალი მეოცნებეა. მასში ბევრ რამეს აღმოაჩენთ მიღმიერი სამყაროდან, თითქოს  საერთოდ სხვა განზომილებაში მოხვდით. სავარაუდოდ, თქვენი თვითგამოხატვა არ ხასიათდება აბსოლუტური სიზუსტითა და სიმკვეთრით. შესაძლოა უხერხულობაც იგრძნოთ ზუსტი თვითექსპრესიის აუცილებლობისას.  სამაგიეროდ, იმ სიტუაციებში, სადაც ზუსტი დეფინიცია არ მოითხოვება, თქვენი პიროვნება თითქმის მაგიური შემეცნებით გიზგიზებს, რაც დიდად განსხვავდება სამყაროს რაციონალურ აღქმისგან. სხვა შემთხვევებში, თქვენ გრძნობთ, რომ არც ისე კარგად „შეესაბამებით“ თქვენს პიროვნებას, თითქოს ვიღაცის სამოსი გაცვიათ. მეორეს მხრივ, თქვენ ბრწყინვალედ თვალთმაქცობთ. ამოცანა კი ის არის, აიყვანოთ თქვენი ძლიერი წარმოსახვა ღრმა ემპათიამდე.

ბუნებრივი პიროვნება.  პლანეტარულ სიმბოლიზმს შორის ნეპტუნის სიმბოლიზმი ყველაზე მეტად არის შენიღბული. მისი ამოცნობა ისეთი ფოტოს შესწავლას ჰგავს, რომელზეც ძალიან ცუდი ფოკუსია და კონტურები გადღაბნილია. შესაბამისად, ფოტო უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე მეტყველი. თქვენი სახელი-იარლიყი ღაღადებს: „მე ვარ მგრძნობიარე, რბილი, არაამქვეყნიური, ნათელმხილველი, მცირედ დაბნეული, ემოციურად უაღრესად მოწყვლადი პიროვნება“.

თვითშეგნება. თანაგრძნობა, მგრძნობიარობა და რბილი ან მეოცნებე პიროვნული გამოხატვა ხელს უწყობს თქვენი ჭეშმარიტი შინაგანი ბუნების გაცნობიერებას. ცნობიერების მოპოვების თქვენეული მეთოდი ინვერსიის მისტერიაა: რაც უფრო ნაკლებად იქცევით თქვენი არსის შესაბამისად, მით უფრო უკეთ  აცნობიერებთ საკუთარ არსებობას. რაც უფრო სცდებით თქვენი პიროვნების საზღვრებს, მით უფრო ცხადად აღმოაჩენთ, ვინ ხართ. როდესაც თავს უფლებას დართავთ, შეუერთდეთ ცხოვრების ერთიანობას, სწორედ მაშინ შეძლებთ საკუთარი ინდივიდუალური „მეს“ გაღვიძებას. ის შეიძლება ჩახლართული იყოს, მაგრამ მის გარეშე არსებობა შეუძლებელია. დაიმახსოვრეთ, რომ ძიება  საკუთარ თავზე უარის თქმას მოითხოვს _ ჩემთვის კი არა, იმისთვის, რაც გაცილებით დიდია, ვიდრე თითოეული ჩვენთაგანი. ყოველთვის როდესაც შინაგან „მეს“ კარგავთ, უშიშრად მიეცით მას გაქრობის უფლება და ის აუცილებლად დაბრუნდება.

საზღვრები. ბუნებრივი სიმპათია სხვა ადამიანების მიმართ, უნივერსალური სიყვარული და მშვიდ ფანტაზიებზე კონცენტრაცია, პიროვნების სპონტანურად გამოვლენის პროცესში, კორექტულად უერთდება შინაგან და გარე რეალობას. თუმცა სამყაროსადმი რწმენის არარსებობა წყვეტს ამ კავშირს და გაუცხოებთ საკუთარ მესთან. თვითმოტყუება, სამყაროსგან გაქცევა ან ფანატიზმი კი ბურუსით მოსავს ორივე, შიდა და გარე, რეალობას. შედეგად, თქვენ მიიღებთ სულიერ წამებას ან აზრობრივი მთლიანობის დარღვევას. ამოცანა _ შეუერთდეთ ყველაფერს, რაც არსებობს, მაგრამ ეს ისე უნდა მოახერხოთ, რომ არ ჩაიხრჩოს თქვენი ინდივიდუალობა.

ცხოველუნარიანობა. თქვენ იმდენად ძლიერ განვითარებული აღქმისა და შერწყმის უნარი გაქვთ, ინფექციური დაავადებები და ნარკომანია თქვენთვის უკიდურესად  სახიფათოა. არანაკლებ საშიშია ფსიქოსომატური დაავადებებიც. ფრთხილად გამოიყენეთ წამლები. საკუთარი შინაგანი სამყაროს საკეთილდღეოდ, აუცილებლად უნდა ისწავლოთ ინტუიციური წარმოსახვით მოწესრიგებული სარგებლობა, რათა თავი აარიდოთ თვითჩაგონებულ დაავადებებს. შემადგენელ ნაწილებად დანაწევრება და რეინტეგრაცია  საკვანძო პროცესებია და თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ამ პროცესებს ტრანსცენდენციის მეთოდით. თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ გრაციოზულად გამოხვიდეთ ნებისმიერი ნეგატიური ფსიქოლოგიური პროცესებიდან ან ფიზიკური უგუნებობიდან. დაავადება გამონთავისუფლდება. საკუთარი თავის სიყვარული ჯანმრთელობის უმთავრესი წყაროა. თქვენი ძალა, არა ფიზიკური ცხოველუნარიანობაში, არამედ  რწმენაშია.

 

 

ბრუნო ჰუბერი

მთვარე და ნეპტუნი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ჩვენს სიყვარულის უნარს.

ნეპტუნი აბსოლუტურად სხვა დონეზე ვლინდება, ვიდრე ლიბიდო პლანეტები. ის განასახიერებს იდეალურ სიყვარულს. მოცემულ პოზიციაში ის იძლევა თავისებურ შედეგს. არც ისე იშვიათად  I სახლის ნეტპუნი ადამიანის „მეს“ მატყუარა ღრუბელში ახვევს. ის ადამიანს პიროვნული განსაკუთრებულობის, უჩვეულობის სურვილს ან ილუზიას უქმნის, განსაკუთრებით თუ ასცედენტთან ახლოს იმყოფება. მაგრამ ამ ილუზიას საერთო არაფერი აქვს გაბღენძილობასა და ქედმაღლობასთან. ეს უფრო საკუთარი  ქარიზმის, განსაკუთრებული მომხიბვლელობისა და დახვეწილობის განცდაა, ვიდრე ვულგარული ნარცისიზმი. არც ისე იშვიათად ისეც ხდება, რომ ეს ყველაფერი მისიონერულ გზნებაში ან სულიერ სრულყოფილებაშიც გადადის.

ნეპტუნი, ნებისმიერ სახლში, არ მოქმედებს უშუალოდ ფიზიკურ პლანში, მაგრამ I სახლში შეიძლება მოგვცეს ჰიპერმგრძნობიარობა, რასაც მივყავართ თავდაცვით  პასიურ ქცევებამდე _ ადამიანი ფიქრობს, რომ აბსოლუტურად  უსუსურია უხეშ გარესამყაროსთან. ეს ტენდენცია ძლიერდება, თუ ნეპტუნი  სახლის კუსპიდთან სიახლოვეს იმყოფება ან ნეგატიური ასპექტებით არის დაზიანებული (ოპოზიცია ან კვადრატი). მისი მდებარეობა ფემინურ (მიწის ან წყლის) ნიშანში  განაპირობებს საკუთარი თავის უმწეო მსხვერპლად აღქმას.

 

 

ფელიქს ველიჩკო

I  სახლის ნეპტუნი ხაზს უსვამს ემოციურობას და  გაუცნობიერებელი შესაძლებლობების მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. ზემგრძნობიარობა გარესამყაროს მიმართ. ეს შთაბეჭდილებიანი და იდეალისტი ადამიანი ძალიან იოლად იძირება საკუთარ წარმოსახვით სამყაროში, მარტივად  ეხვევა გაუგებრობებში და ხშირად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ, თუმცა კი ცდილობს დამოუკიდებლობას. თითქოს თავად იზიდავს უსიამოვნებებს. ხალისით ერთვება კოლექტიურ სამუშაოებში. უაღრესად ემპათიურია და გულისხმიერად ეხმარება  გაჭირვებულებს.

საკუთარ თავს მუდმივად  სხვებს ადარებს და, როგორც წესი, არასათანადოდ აფასებს თავის უნარებს. ცდილობს ბეჯითი შრომით შეავსოს ნიჭიერების წარმოსახვითი უკმარისობა, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის საზიანოდაც. არც ისე იშვიათად ექსტრასენსორული ნიჭითაც არის დაჯილდოებული, თუმცა უმეტესად  ამას ვერ აცნობიერებს და არ შეუძლია (ან არ სურს) ამ უნარის განვითარება და გამოყენება. დამახასიათებელია მისტიციზმი, ცრურწმენები, ნიშნების რწმენა, წინათგრძნობა, ჯერ ჩამოუყალიბებელი მოვლენების წინასწარი აღქმა. თუმცა კი ძალიან სუსტად აქვს განვითარებული ლოგიკური წინასწარხედვა.

 

 

 

  • ნეპტუნი ასცედენტზე (შეერთება I სახლის კუსპიდთან)

ნეპტუნი ასცედენტზე აყალიბებს ძლიერ მიდრეკილებას ოცნებებისა და მისტიციზმისკენ, აძლიერებს ილუზიებს, თვითმოტყუებას, შინაგან კომპლექსებს, თვითგვემის დონემდე. კარგი მდებარეობაა რელიგიური მოღვაწეებისთვის, მხატვრებისთვის, ვინც ძალიან მძაფრად გრძნობს ბუნების ზემოქმედებას. ხშირად ვხვდებით მუსიკოსებში. უარეს შემთხვევაში_ ალკოჰოლ და წამალდამოკიდებულების საფრთხე.

თუ ნეპტუნი ასცედენტზე XII სახლშია(XII სახლის უკანასკნელი 5 გრადუსზე მყოფი პლანეტა ითვლება ასცედენტზე) სუბიექტი ხშირად ხედავს ცხად სიზმრებს, ძლიერ სწამს ნიშნების, ცრურწმენების.

გარეგნობის თვალსაზრისით, ნეპტუნი ასცედენტზე განაპირობებს არაჯანსაღ კანის ფერს. ასეთ ადამიანებს უმეტესად გაფითრებული (ანემიური) სახე აქვთ. მზერა ყოველთვის მეოცნებეა და, ასე ვთქვათ, შიგნით არის მიმართული, თითქოს პირდაპირ არ გიყურებთ. არ არის გამორიცხული მხედველობის პრობლემები.

 

ცნობილი ადამიანები ნეპტუნით I  სახლში:

ვერძში: Marcel Proust, Benjamin Franklin, Piet Mondrian, Evangeline Adams, William Somerset Maugham…

კუროში: Immanuel Kant, Isadora Duncan, Denis Diderot, Madeleine Vionnet…

ტყუპებში: Jean Cocteau, Johannes Kepler, Elizabeth Bowes-Lyon, Martha Graham…

კირჩხიბში: Robert Oppenheimer…

ლომში: Marilyn Monroe, Andy Warhol, Ava Gardner, Roger Moore, Yves Montand…

ქალწულში: Woody Allen, Johnny Hallyday, Faye Dunaway, Jane Austen, James Brown…

სასწორში: Bill Clinton, Patrick Swayze, Denzel Washington, Dolly Parton, Stevie Wonder, Olivia Newton-John, Angus Young…

მორიელში: Nicole Kidman, Tom Cruise, Björk, Courtney Love, Jean-Claude Van Damme, Claudia Schiffer, Mike Tyson, Jon Bon Jovi, Victor Hugo, Vin Diesel, River Phoenix, Janet Jackson, David Guetta, George Sand, Nastassja Kinski, Zazie, Paula Abdul, Craig Ferguson…

მშვილდოსანში: Kim Kardashian, Paris Hilton, Vanessa Paradis, Mila Kunis, Jessica Biel, Alicia Keys, Anne Hathaway, Eva Longoria, Ville Valo, Michael Fassbender, Chris Evans, Nelly Furtado, Denise Richards, Norah Jones, Kelly Rowland, Charles Darwin, Geri Halliwell, will.i.am…

თხის რქაში: Taylor Swift, Scarlett Johansson, Leona Lewis, Fyodor Dostoyevsky, Lorde…

მერწყულში: Ramakrishna, Auguste Renoir, Auguste Rodin, Paul von Hindenburg, Sully Prudhomme, Mary I of England…

თევზებში: Ivan the Terrible, Robert Louis Stevenson, George Frideric Handel, Emanuel Swedenborg, Pierre Curie, Calamity Jane, August Strindberg, Montesquieu, Alfred Dreyfus…


About Qet

Scroll To Top