ნათალური ნეპტუნი X  სახლში

ნათალური ნეპტუნი X სახლში

საკვანძო სიტყვა  „ამბიციურობა

ეს იდეალისტი ადამიანია,კაშკაშა პიროვნება და ექსპრესიული ორატორი. სიტყვითაც და საქმითაც კაცობრიობას ემსახურება,თუმცა,იმავდროულად,საკუთარი თავის დემონსტრირებაც სწადია,თანაც ყველაზე უჩვეულო ფორმით. მისი მისწრაფებების დონე მნიშვნელოვნად აღემატება რეალურ შესაძლებლობებს. ხშირად ეჩვენება,რომ გარშემომყოფებს მისი არ ესმით და არასწორად აფასებენ. ვერ ვიტყვით,რომ მშობლებისგან რაიმე მხარდაჭერა აქვს,ამიტომაც,შეიძლება ითქვას,რომ ყველაფერს საკუთარი შრომის შედეგად აღწევს.

ასპექტი ხელს უწყობს კინოსა და ტელევიიზიის სფეროში მოღვაწეობას. შეუძლია შესანიშნავი დიპლომატი იყოს,რადგან არაჩვეულებრივად ზუსტად გრძნობს გარშემომყოფების განწყობასა და მოტივებს. კარგი ასპექტია სულიერი ხელმძღვანელებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, ასტროლოგებისთვის, ნათელმხილველებისთვის, ჰუმანისტი პოლიტიკოსებისთვის.  წარმატებულნი არიან,როგორც მეზღაპრეები, გამომგონებლები, მისტიკოსები და ფანტასტები,უტოპისტები და ფილოსოფოსები.

პლანეტის დაზიანება პიროვნებას თავდაჯერებას ართმევს,მას უჭირს ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა, ერთ პოზიციაზე დიდხანს გაჩერება. ჩნდება მიდრეკილება ინტრიგების, სკანდალებისა და ტყუილების მიმართ. სამსახურში უპრინციპო ადამიანის რეპუტაციით სარგებლობს. არც იშვიათად  ხდებიან ცნობილი თაღლითები და  ავანტურისტები.

მას ძლიერ იზიდავს ხმამაღალი ტიტულები და ფსევდონიმები. კარიერიერულ წინსვლაში  ხელს უწყობენ სულიერი ძალაუფლებით აღჭურვილი პირები. სწორედ ასეთი ადამიანები ეხმარებიან  მას მერყეობის, ეჭვებისა და ზედმეტი რომანტიზმისგან  განთავისუფლებაში, თავდაჯერების მოპოვებაში, ორგანიზაციული უნარების გამომუშავებაში. ისეც ხდება,რომ მათი ცხოვრება გმირული საქციელით სრულდება.

მოჭარბებული მგრძნობიარობა და სენსიტიურობა ხელს უშლის რაციონალურ დაგეგმვასა და საღად მსჯელობაში.  გადაჭარბებული ფანტაზიებისა და ყალბი წარმოსახვითი სახებების გამო,მისი მიზნები ბუნდოვანი  ქაოსით არის მოცული. სწორედ ეს განაპირობებს  გაუბედაობას,მერყევ პოზიციებსა და პირად იმედგაცრუებებს. მას ძალიან უჭირს საღი შეხედულებების ჩამოყალიბება და გონივრული გადაწყვეტილებების მიღება.

მის ბედისწერაში აბსქტრაქტული ფაქტორები მნიშვნელოვნად აღემატება კონკრეტულს. ძალიან არამდგრადი ფსიქიკა აქვს და მარტივად ექვემდებარება  ჩაგონებას,ამიტომ ხშირად შფოთავს უმიზეზოდ, ფსიქიკური დარღვევები კი ხშირად ნორმად აღიქმება.

ეს შესანიშნავი ასპექტია, თუმცა მისი სწორად ათვისება ძალიან რთულია.

 

 

პაველ გლობა

+ძალაუფლებას საიდუმლო მეთოდებითა და ინტრიგებით აღწევს. თავდაჯერებულია. მაღალი იდეალების გამტარებელი. დარწმუნებულია საკუთარი გზის სისწორეში. ეს სულიერი რაინდები ხანდახან ფანატიკურად მისდევენ არჩეულ გზას.

-ინტრიგებისა და მაქინაციების,ფარული მტრების მსხვერპლი. ხელმძღვანელობას მისი არ ესმის. განდიდების მანიამდე მისული საკუთარი სიდიადის ილუზია. მტკივნეული მოწყვეტა ფესვებიდან, მშობლიურიდან.

 

 

ფრენსის საკოიანი

არტისტები, მუსიკოები, მხატვრები. კარიერაში დიდ როლს ასრულებს ინტუიცია. კარგი მდებარეობაა მინისტრებისთვის, ასტროლოგებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, ნათელმხილველებისთვის. ზოგადად, კულისებში, საიდუმლოდ მოღვაწეობას ამჯობინებს. ხშირად ერთერთი მშობელი უჩვეულო პიროვნებაა,უცნაური პროფესიით.

თქვენ ძალიან იდეალისტი ადამიანი ხართ და გსურთ,თქვენი იდეალები,იმედები და ოცნებები კონკრეტულ რეალობაში განხორციელებული იხილოთ.

ახალგაზრდობაში შეიძლება სირთულეებს წააწყდეთ მიზნებისა და საკუთარი ადგილის ძებნის პროცესში. დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისში,ალბათ,ისეთ გზებს ეძებდით,სადაც საკუთარ წარმოსახვას, ფანტაზიასა და იდეალებს გამოავლენდით. თქვენი მოწოდება შეიძლება იყოს ისეთი საქმიანობა,რომელიც თანაგრძნობის გამოვლენას ითხოვს ,მაგალითად,მედიცინა. თუ თქვენ შინაგანი მთლიანობა და  პატიოსნება გაკლიათ,შესაძლოა მეორე უკიდურესობაში გადავარდეთ და თავი ცრუ მიზნების მიღწევას მიუძღვნათ, მატყუარა გზებით.

შესაფერისია მუსიკალური,კინემატოგრაფიული და საესტრადო სარბიელი.

 

 

ავესალომ პადვოდნი „უსაქმური ადამიანი ბედნიერებას ვერ მიაღწევს“

ნეპტუნი  X სახლში სიმბოლურ ვარდნაშია.

ეს ნეპტუნის ერთერთი ყველაზე რთული მდებარეობაა, სახიფათო არამხოლოდ ნატივისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, ვინც მასზეა დამოკიდებულია. დაბალ დონეზე ის ბადებს გადაჭარბებულ სიყვარულს ძალაუფლებისა და თავად მბრძანებლობის პროცესის მიმართ. განსაკუთრებით ბინდავს გონებას ისეთ სიტუაციებში და გადაწყვეტილებების მიღების მომენტში,რომლის შედეგებიც ბევრი ადამიანის ბედზე აისახება.

X სახლის სიტუაცია გულისხმობს უპიროვნო დამოკიდებულებას,იქნება ეს ცხოვრებისეული არჩევანი, ხელმძღვანელობასა და ქვეშევრდომებთან  საუბარი თუ კონკრეტული მიზნებისა და ამოცანების დასახვა. თუმცა საშუალო და დაბალი ოქტავის ნეპტუნი საკმაოდ ძლიერად რთავს „ეგოს“,მედიტაციის ან „კაიფის“ განცდის მეშვეობით,რასაც ადამიანი უნებურად განიცდის ასეთ სიტუაციებში.

სახლის დაზიანების შემთხვევაში,ზემოთთქმულს ხშირად ემატება დანაშაულის განცდა საკუთარი (წარსული და მომავალი) შეცდომების გამო,კარმასთან ინტერაქციაში,რასაც ადამიანი კარგად გრძნობს,მაგრამ ცუდად ხედავს. იმავდროულად,ამ ადამიანს მხოლოდ ნეპტუნი აძლევს სიცოცხლისა და ბედნიერების ჭეშმარიტ შეგრძნებას,ამიტომაც  ძლიერ ექაჩება ძალაუფლებისკენ (ყოველ შეთმხვევაში, ქვეცნობიერად მაინც). ის მაქსიმალურად უნდა ეცადოს სულიერი იერარქიის წევრი გახდეს.

სადაც არ უნდა მუშაობდეს ადამიანი,ის მარტივად ასულელებს ხელმძღვანელობასა და ქვეშევრდომებს, უპრობლემოდ  უსაღებს შავს თეთრად, თუმცა არ უნდა გადააჭარბოს,რადგან ამ უნარის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში,კარმა თავად მას ჩააგდებს რეგულარულად ცრუ სიტუაციებში.

ძალიან რთულად ყალიბდება პასუხიმგებლობის გრძნობა,რაშიც სატურნი და საკუთარი ქცევების კარმული კუთხით გააზრება დაეხმარება.

ამ ადამიანის რჩევები ან არსებითად სულიერია ან სრულიად მატყუარა.

 

 

ბორის იზრაიტელი

ეს ადამიანი ცობილი ხდება რელიგიისა და ხელოვნების სფეროებში. შეიძლება დაკავებული იყოს მუსიკით, ფერწერით, ფსიქიატრიით, ფსიქოლოგიით, ფარმაკოლოგიით, ბაქტეოროლოგიით, ქიმიით, საზღვაო საქმიანობით. თუ ნეპტუნი ძლიერი და თან დაზიანებულია,ადამიანი რთულად ეწერება საზოგადოების რიგებში,ნებისმიერ პასუხიმგებლობას გაურბის და თავს ოცნებების სამყაროს აფარებს.

ძირითადი ამოცანა_ გააქარწყლოს არსებული სტუქტურები.

მკაფიოდ აღიქვამს უმაღლეს ემანაციებს. შეიძლება ახალი იდეოლოგიის გამტარებელიც გახდეს.

 

 

ბილ ჰერბსთი

კოლექტიური პასუხისმგებლობა. თქვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა არ არის კონკრეტული ფორმის,არ არის კონცენტრირებული და ფოკუსირებული. ის თითქოს მიმოფანტულია თქვენი ცხოვრების ყველა სფეროზე. თქვენი დჰარმა( (სანსკ. धर्म dharma „კანონი”) თავს ნებისმიერ ქცევაში,სიტუაციასა თუ ცხოვრებისეულ ვითარებაში ავლენს. თანაგრძნობაც ტოტალური და ბუნდოვანია. აქ არ არსებობს სიტუაციებზე გადანაწილება,რომელშიც თანაგრძნობას გამოავლენდით ან ზურგს აქცევდით. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ თავს ყოველთვის კომფორტულად გრძნობთ და ყველა სიტუაციას საცობივით ერგებით. უბრალოდ ეცადეთ მიიღოთ ადამიანები და იმავდროულად,დაუტოვეთ მათ ბრძოლის საშუალება. ჭეშმარიტი მხარდაჭერა არა ყავარჯნის ფუნქციის შესრულებას,არამედ გამხნევებასა და წახალისებას გულისხმობს; ჭეშმარიტ გაგებაში კი დაკისრებული პასუხისმგებლობის განხორციელებაში დახმარება მოიაზრება და არა მისგან განთავისუფლება. თქვენ პასუხი უნდა გასცეთ ყველა კითხვას და უბრალოდ გწამდეთ სამყაროს კეთილგანწყობის. პასუხისმგებლობა,რომელიც გაკისრიათ,ზუსტად ამ რწმენის დინებაში ცხოვრებას გულისხმობს.

პროფესიული პატივმოყვარეობა. თქვენი პატივმოყვარეობა რბილი ხასიათის არის. თქვენ არ ირჩევთ ისეთ პროფესიებს,რომელიც შეჯიბრს მოითხოვს. შეიძლება გიზიდავდეთ სულიერი მსახურება,ტრადიციულ-ეკლესიური ან ფსიქოლოგიური-ოკულტური ხასიათის საქმიანობა.  არანაკლებ გხიბლავთ მედიცინა და მკურნალობაც,თუმცა თქვენ არ ცდილობთ სიმაღლეების დაპყრობას. შესანიშნავია ნებისმიერი პროფესია,სადაც შეხება გაქვთ სახებებთან,მაგალითად,გრაფიკული დიზაინი. გიზიდავთ თეატრალური ხელოვნება,მუსიკალური და სამსახიობო საქმიანობა.  შეიძლება მუშაობდეთ ქიმიური გამოკვლევების ან ფარმაცევტიკის სფეროში,რადგან თქვენთვის ძალიან საინტერესოა ალქიმია. ეს მდებარეობა ისეთი სფეროებისკენ გიბიძგებთ,რომელიც არსებითად იმას არ წარმოადგენს,რაც ჩანს. ამან შეიძლება მიგიყვანოთ ტყუილებამდე,გაუგებრობამდე ან საზოგადოებრივ სკანდალამდე. თავი აარიდეთ ასეთ საეჭვო შესაძლებლობებს,ეს პატივმოყვარეობის მხოლოდ ჩრდილოვანი ასპექტებია. ამის ნაცვლად,ისწრაფეთ მაღალი იდეალებისკენ და ისწავლეთ პრაგმატულისა და ღვთაებრივის ჰარმონიულად შერწყმა.

მისიები და გზავნილები. თქვენი ცხოვრება კარგი მაგალითია იმისა,რომ რეალობა არ ეწინააღმდეგება ფანტაზიებს,რადგან თქვენ თანაბრად არსებობთ ორივე განზომილებაში. თქვენი წყალობით,ჩვენ ვხვდებით,რომ თურმე შეიძლება არ შემოვიფარგლოთ ეგოისტური ინტერესებით მხოლოდ საკუთარი პერსონის მიმართ და ჩვენს მიღმა არსებულიც შევიმეცნოთ. ცხოვრებისეული გარემოებები აღარ გვიკრავს ხელ-ფეხს,რადგან კვლავ აღმოვაჩენთ წარმოსახვის ჯადოქრობას,ოცნებებისა და იდეალების რწმენის ძალას. და ბოლოს,თქვენი მეშვეობით ჩვენ გვახსენებენ ადამიანებისადმი თანაგრძნობის განვითარების აუცილებლობას. თქვენ ეს შეიძლება გასწავლოთ საკუთარმა ძალამ,კეთილშობილებამ და დახვეწილობამ. ნებისმიერ შემთხვევაში,თქვენ ჩვენ ყოფიერების ფაქიზ სივრცეებში შეგყავართ.

მშობელი „გარეგნულად“ მიჯაჭვულია ადამიანზე. შესაძლოა თქვენს მამას სულიერება უფრო იზიდავდა ვიდრე მატერიალიზმი. თუ ეს ასეა,მისმა იდეალიზმმა და არტისტიზმმა თქვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. თუმცა შესაძლებელია ის რეალობას მოწყვეტილი მეოცნებეც იყო,რომელიც რეალური ცხოვრების ან მშობლებისგან დაკისრებულ პასუხისმგებლობას ვერ გაუმკლავდა. თქვენ შეიძლება ალკოჰოლის ან სხვა ქიმიური პრეპარატების მავნე მოხმარების პირობებში იზრდებოდით,ან ოჯახის რომელიმე წევრი „წამებული“ იყო.  ნებისმიერ შემთხვევაში,მდგრადი გარემოს არარსებობამ თქვენზე დამაბნეველი გავლენა მოახდინა_რატომღაც მაინცდამაინც  თქვენთვის არ მოიძებნა სამყაროში საიმედო საყრდენი.

ავტორიტეტი.  თქვენი დამოკიდებულება ავტორიტეტთან ან მოკრძალებულია ან უნდობი ან ორივე ერთად. თქვენი საკუთარი ავტორიტეტი თანაგრძნობისა და სინაზის დახვეწილ ძალას ეყრდნობა. გულმოდგინედ იმუშავეთ იმისთვის,რომ საიმედო ადამიანი იყოთ,რომ სხვებს თქვენზე დაყრდნობა შეეძლოთ. მართალია,თქვენ შეიძლება მოიპოვოთ ადამიანთა პატივისცემა,მაგრამ,როგორც წესი,უფრო მათ სიყვარულს იმსახურებთ,ვიდრე პატივისცემას. ავტორიტეტი თქვენს ეგოზე უფრო მაღალი წყაროსგან უნდა მომდინარეობდეს,ამიტომ ყურადღებით იყავით და ყველაფერი გამოგივათ.

 

 

ბრუნო ჰუბერი

მთვარე და ნეპტუნი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ჩვენს სიყვარულის უნარს.

X სახლი სტატუსომანიის სახლია. მაგრამ ამ შემთხვევაში,ჩვენ საქმე გვაქვს არა სტატუსის მოპოვებასთან, არამედ ისეთ განცდასთან,რომ თითქოს უკვე გვაქვს ეს სტატუსი და მის შესაბამისად უნდა ვიქცეოდეთ. წარმოდგენა იმაზე,რას მოითხოვს ჩვენი სტატუსი,ცხადია,სუბიექტური და შეფარდებითია. მთავარია,რომ ჩვენ მყარად დავიცვათ საკუთარი სტანდარტები და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ მისი ხელყოფა. X სახლში ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ ძალაუფლების მისაღწევად,გვსურს დავიკავოთ ლიდერის თუ არა,ისეთი პოზიცია მაინც,რომ სხვებმა ჩვენზე დომინირება ვერ შეძლონ. ამ სახლში ადამიანი ცდილობს იყოს ძლიერი პიროვნება და მყარად იდგეს ფეხზე. იმავდროულად,ჩვენ არ გვაქვს მათი უფლებების იგნორირების უფლება,ვინც ჩვენზე დაბლა დგას. აქ ჩვენ არასდროს გვტოვებს იმის განცდა,რომ სხვები გვიყურებენ და გვაფასებენ. სამწუხაროდ,ყველა ძალაუფლების მპყრობელმა დროდადრო უნდა გადახედოს თავის ამომრჩევლებსა და ქვეშევრდომებს.

ნეპტუნი X სახლში,ისევე როგორც АSС  ან  DSС თან შეერთებაში,გარკვეული მისიის შეგრძნებას იძლევა. საკუთარი თავისადმი პატივისცემა ფილანტროპული აქტიურობით იკვებება: ჩვენ დახმარებას ვწევთ იქ,სადაც ეს საქციელი ყველაზე მეტად გვიფასდება და ასე ვხდებით დამოკიდებული ამ სპეციფიკურ ცხოვრებისეულ როლზე (ქველმოქმედის სინდრომი).

 

 

ფელიქს ველიჩკო

აქ ნეპტუნი უარყოფითად ავლენს თავს პროფესიული მოღვაწეობის თვალსაზრისით. აქტიურ წარმოსახვას ადამიანი ილუზიების,გაუგებრობებისა და თვითმოტყუებისკენ მიჰყავს. წინსვლა და წარმატება საზოგადოებრივ მოძრაობებს უკავშირდება,რაც ამ კონკრეტული საზოგადოების რწმენასაც მოიცავს. ეს ადამიანი ძლიერ არის გატაცებული საკუთარი პროფესიით. შეუძლია როგორც კოლექტივში,ისე მარტო მუშაობა,თუმცა საკუთარი ნიჭის სარეალიზაციოდ დიდი დრო სჭირდება.  მაინც ჯობია ფართო კოლექტივებში იმუშაოს. ხშირად აწყდება ფინანსურ პრობელემებს,რადგან ფულთან მოპყრობა არ იცის. ძალიან მგრძნობიარეა და მარტივად ექცევა სხვების გავლენის ქვეშ,რადგან თავს ვალდებულად გრძნობს მათ წინაშე.

ფარულად ყოველთვის ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში,განსაკუთრებით ეჭვდება საკუთარ თავში კონკურენციულ პირობებში. ამიტომ,ზურგს აქცევს ცხოვრებისეულ გამოწვევებს.

ეს უაღრესად თანამგრძნობი ნატურაა,რომელიც უფრო მეტს გასცემს,ვიდრე იღებს. დაბადებიდან უხვად დაჯილდოებულია ბუნების მიერ,თუმცა იშვიათად აცნობიერებს საკუთარ შესაძლებლობებს. საჭიროებს პატიოსან საქმიან პარტნიორს,რომელსაც უშიშრად დაეყრდნობა.

პროფესიული მოღვაწეობის შეფასებისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს ნეპტუნის ასპექტები,რაზე დაყრდნობითაც ადამიანი შეიძლება გამოვლინდეს,როგორც მსოფლიო მასშტაბის უნიჭიერესი თაღლითი და მატყუარა,ასევე ბრწყინვალე მისტიკოსი, მაგი, ოკულტისტი ან მწერალი.

მისთვის სახიფათოა სტიმულატორები,ფსიქოტროპული საშუალებები და ისეთი ნივთიერებები,რაც მიჩვევას იწვევს_ ნიკოტინი, ალკოჰოლი, ნარკოტიკები და ამფეტამინები.


About Qet

Scroll To Top