საკვანძო სიტყვა _ „კალეიდოსკოპი“
ასეთი ადამიანის ფინანსური ცხოვრება უწესრიგო და ცვალებადია,სავსეა უცაბედი აღმასვლებითა და დაცემებით. შემოსავლებს მოულოდნელი წყაროებისგან იღებს. ძალიან იშვიათად რომ სტაბილური სარჩო ჰქონდეს. ძლიერ ილტვის დამოუკიდებლობისკენ. ამიტომ,კერძო ბიზნესი მეტ წარმატებას უქადის,ვიდრე მთელი დღე ოფისსა თუ საჯარო სამსახურში ფუტკარივით შრომა. ძლიერი ნება აქვს და ყოველთვის დომინირებისკენ ილტვის საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში. ხშირად ხდება იღბლიანი მემკვიდრე ან დიდ ფულს შოულობს პარტნიორობით.
ურანის დაზიანების შემთხვევაში,რეკომენდებული არ არის სარისკო ფინანსური ოპერაციები. ფულისადმი დამოკიდებულებაც დაუდევარი და წინდაუხედავია. არ არის გამორიცხული კონფლიქტები ვალების გამო.
საუკეთესო შემთხვევაში, შეუძლია მოიპოვოს საბიუჯეტო სახსრები საკუთარი სოციალური და მეცნიერული მიზნების განსახორციელებლად. ძალიან იტაცებს უჩვეულო და ექსცენტრული საქმიანობები,რასაც დიდი ოსტატობა და მახვილი გონება სჭირდება და რაც მასში უზომო ცნობისმოყვარეობას აღვიძებს. შემოსავლების გაზრდაში ეხმარება ასტროლოგიის გამოყენება,ასევე მეგობრებისა და ნაცნობების ძალთა კონსოლიდაცია.
დამოუკიდებლობისკენ დაუფიქრებელ და ნაჩქარევ სწრაფვას ფინანსური დამოუკიდებლობის დაკარგვამდე მიჰყავს. საფინანსო ორგანიზაციები,რომელსაც ასეთი ადამიანები მართავენ,ხშირად დგებიან ბანკროტობის ზღვარზე,რადგან მათ ძალიან უყვართ აზარტული ფინანსური ოპერაციები.
ასეთი ადამიანისთვის ძალზედ სახიფათოა სასურველი რეალობად აღიქვას. მათი ცხოვრების ქანქარა ყოველთვის თავბრუდამხვევ გამარჯვებებსა და მსხვილ დანაკარგებს შორის მერყეობს. ფინანსური მდგომარეობის გარდაუვალი მერყეობა მნიშვნელოვან ანაბეჭდს ტოვებს ინდივიდის ბედისწერაზე.
ასპექტი ხელს უწყობს ინტელექტუალურ საქმიანობასა და ფართომასშტაბიან საზოგადოებრივ კავშირებს. არ არის გამორიცხული,სოციალური მდგომარეობის გამყარებაში ცხოვრების თანამგზავრი ან საქმიანი პარტნიორი დაეხმაროს. კარგი შემოსავლის წყაროა ასევე პედაგოგიკა,ლექციების კითხვა და ინტელექტუალურ ნაშრომთა პუბლიკაცია. მათ ხშირად ჰყავთ აგენტები,რომელთა მეშვეობითაც დიდ ჰონორარებს იღებენ.
პაველ გლობა
+ფულის გამომუშავების ორიგინალური მეთოდები. გაუთვალისწინებელი მატერიალური სიტუაციები და პრობლემები. მოულოდნელად მიღებული შემოსავალი(საჩუქარი,მოგება). მოსწონთ უჩვეულო ნივთები. გამომგონებელი,რომელიც მეცნიერებას ორიგინალურ იდეებს სთავაზობს.
-გაუთვალისწინებელი ხარჯები. ფინანსური კრახის,გაქურდვის,გაძარცვის და საკუთრების დაკარგვის სხვა საფრთხეები. არაფრის დაგროვება არ შეუძლია_ყველაფერი ეკარგება,ნადგურდება. კვებასთან დაკავშირებული სირთულეები ან მადის სრულად დაკარგვა.
ფრენსის საკოიანი
მოუწესრიგებელი ფინანსური მდგომარეობა. უყაირათო დამოკიდებულება ფულის მიმართ_შოულობენ და ხარჯავენ ერთნაირი მოულოდნელობით. სარისკო ფინანსური საქმეები. შესაძლოა ფული გამოიმუშაონ რაიმე გამოგონების ხარჯზე,ძირითადად,ელექტრობის სფეროში ან სხვა ბუნებრივ მეცნიერებებში. ხშირად იღებენ და გასცემენ სესხს.
თქვენ იმპულსურად ან ძალიან უჩვეულოდ ხარჯავთ ფულს,მატერიალურ სახსრებსა და საკუთრებას. მეტიც,ისურვებდით,რომ თქვენი საკუთრების მფლობელობაში აღმოჩნდეთ. ფლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საზრუნავი თქვენზე დამთრგუნველად მოქმედებს.
შეიძლება ფულს გამოიმუშავებდეთ უცნაური მეთოდებით,რაც გამოგონებას მოითხოვს. თქვენი მატერიალური იღბლიანობა მთელი ცხოვრების განმავლობაში იცვლება.
ავესალომ პადვოდნი: „ქარიყლაპია იმისთვის დაცურავს ზღვაში,რომ კარასი არ თვლემდეს“
არც ისე მარტივი ადამიანია,თუმცა უკეთესი მდგომარეობაა,ვიდრე I სახლის ურანი. ასპექტების მიუხედავად,ურანის ნებისმიერ სახლში მდებარეობა სახლის დაზიანებას გულისხმობს. მოცემულ შემთხვევაში სუბიექტს გარესამყარო სახიფათოდ ეჩვენება,რომელიც მოულოდნელი რყევებისა და ზემოქმედებების საფრთხეს შეიცავს. ადამიანი საკმაოდ დიდხანს ვერ ხვდება,რომ ეს ზემოქმედება,სხვა ფაქტორების გარდა,გარესამყაროს რეაქციია მის საკუთარ ქცევებზე. ვერ ხვდება,რადგან ურანის შემთხვევაში ეს უკუკავშირი არც ისე თვალნათელია,როგორც მზის II სახლში მდებარეობისას.
მეორეს მხრივ,ადამიანი ძალიან მოწყენილია,როდესაც მის გარშემო ყველაფერი მშვიდადაა. მას დაუოკებელი სურვილი უჩნდება დარღვიოს ეს სიმშვიდე და ნახოს,რა გამოვა ამ არეულობიდან.
მისი საერთო ეთიკა და ფასეულობები შეიძლება ძლიერ განსხვავდებოდეს სოციალური წესდებებისგან.
დამუშავების მაღალ დონეზე ადამიანი სწავლობს ნიშნების ამოცნობას და გარესამყაროს უმცირესი ზემოქმედების შედეგადაც კი შეუძლია გამოიცნოს მისი შემდგომი განვითარების მიმართულება,რისი მეშვეობითაც ცხოვრებას გაცილებით უკეთ იაზრებს. თუმცა ასეთი გასხივოსნება მაშინვე არ მოდის_ურანული გამჭრიახობა პერიოდულად ხდება და ადამიანს თავში არ უნდა აუვარდეს. მან სისტემატურად უნდა იმუშაოს საერთო ეთიკაზე და უმაღლეს ეგრეგორთან მუდმივ კონტაქტს მიაღწიოს.
საერთოდ,ეს მდებარეობა,დამუშავების შემთხვევაში,ბრწყინვალე უნარებს იძლევა ნებისმიერი გონებრივი საქმიანობისას. დაბალ დონეზე,განსაკუთრებით ურანის დაზიანებისას,ადამიანს ყოველგვარი სინანულის გარეშე შეუძლია(და ხშირად განიცდის ცდუნებას) გარესამყაროს ნებისმიერი ფრაგმენტის განადგურება.
ბორის იზრაიტელი
ამ ადამიანს მოსწონს უცნაური, უცხოური ნივთები, განსაკუთრებით ეგზოტიკური ქვეყნებიდან: მოდერნი,ახლებური,სულ ახლახანს შექმნილი. მარტივად ებმება რეკლამაზე. დაგროვება უჭირს,თუმცა თუ მაინც მოახერხა და შეაგროვა,ეს ელექტრონიკა,კომპიუტერული პროგრამები,ინფორმაციის გადამტანი საშუალებები და ოპტიკური მოწყობილობები იქნება ან სულაც ძველმოდური,იშვიათი და ანტიკვარული ნივთები.
ასტრონომებთან,ასტროლოგებთან,მათემატიკოსებსა და ფიზიკოსებთან შეხვედრას მისი კეთილდღეობის შეცვლა შეუძლია. საზოგადოებრივი პროცესები დიდ გავლენას ახდენენ მატერიალურ სფეროზე(ეს დამახასიათებელია ყველა უმაღლესი პლანეტისთვის).
ენერგიის წყარო: ჰაერი,ნაწილობრივ ცეცხლი,ელექტრომაგნიტური ველი,კოსმიური გამოსხივება. ძალიან უადვილდებათ შიმშილი.
სრული თავისუფლება მშობლებისგან. ექსპერიმენტული აღზრდა.
ბილ ჰერბსთი
თვითშეფასება. ურანის II სახლში მდებარეობა იმაზე მეტყველებს,რომ თვითშეფასება დამოკიდებულია თქვენგან გენერირებულ უნიკალობასა და დამოუკიდებლობაზე. იმისთვის,რომ თავი კარგად იგრძნოთ,უნდა გაემიჯნოთ საზოგადოების იმპრინტებს ან ოჯახურ შტამპებს და ისწვლოთ საკუთარი თავის თავისუფლად აღქმა. მოსალოდნელია თვითშეფასების რადიკალური გარდაქმნა,მოულოდნელი და არაპროგნოზირებადი აშლილობა პირად შეფასებებში. ამოცანა_იყავით ორიგინალური,განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ჰუმანიტარულ სფეროს და არავის წინაშე არ იგრნოთ თავი ვალდებულად.
მფლობელობა. თქვენ მოგწონთ უჩვეულო და უნიკალური ობიექტები. გიზიდავთ ყველაფერი,გენიალურად კონსტრუირებული და ორიგინალურად გამოძერწილი. პირადი საკუთრების ფილოსოფია საფუძვლიანია,მაგრამ დრამატულად ცვალებადი. ხან უცაბედ და ძვირფასს საჩუქრებს იღებთ,ხანაც დანაკარგებისა და ერთგვარი ასკეტიზმის პერიოდებს განიცდით. ამოცანა_ აირჩიოთ ისეთი მფლობელობა,რომელიც თქვენ უნიკალობას აირეკლავდა. საკუთრების სფეროში მომხდარმა ცვლილებებმა კი თქვენში მატერიალური სამუშაოსგან დამოუკიდებლობის გრძნობა უნდა გააღვიძოს. თქვენ და თქვენი საკუთრება ერთიდაიგივე არ არის; თქვენ ხართ თქვენი დამოკიდებულება საკუთრებით მიმართ.
ფული. შეიძლება მოულოდნელად გამდიდრდეთ და ასევე მოულოდნელად გაღატაკდეთ. ფულს უჩვეულო მეთოდებით შოულობთ_ხანდახან მიღებული წესებისა და კანონის ფარგლებსაც სცდებით. თქვენ პოტენციური გენიოსი ხართ ფულის წყაროს ძიების საკითხებში,თანაც ისეთ ადგილებში,რომლებიც სხვებს უნაყოფო უდაბნო ჰგონიათ. თქვენ „ღვთის თითი“ ხართ,რომელსაც შემოსავლის მოტანა შეუძლია ყველაზე უარეს პირობებში. მთლიანობაში,ფულის შოვნისა და ხარჯვის პროცესი ცალკეულ ფაზებად იყოფა; ფულს შოულობთ ნებითი დისციპლინის გამოვლენისას. ამას მოჰყვება უდარდელი ფლანგვის პერიოდები. თქვენი ფულისადმი დამოკიდებულება რადიკალური ფილოსოფიური შეხედულებებით ხასიათდება: ერთის მხრივ,ყველაფრისთვის მხოლოდ საკუთარი თავის მადლობელი ხართ; მეორეს მხრივ_გულითად-ჰუმანიტარული მოტივებით პირადი რესურსების თანამფლობელობისკენ ისწრაფვით. თქვენ საზოგადოების ჯვაროსანი ხართ და რობინ ჰუდის მსგავსად,პოლიტიკურ და ეკონომიკურ სამართლიანობას ეძებთ კოლექტივში. ამოცანა_ განიხილოთ ფული,როგორც ცხოვრებისეული გარდაქმნის სიმბოლო. ფული მნიშვნელოვანი უნდა იყოს იქამდე,სანამ ის თქვენს პიროვნულ დამოუკიდებლობას აძლიერებს.
თვითორგანიზაცია. II სახლის ურანის მუშაობის უცნაურ მეთოდებზე მეტყველებს. თქვენ არასდროს კითხულობთ ინსტრუქციებს და არ მიყვებით მიღებულ წესებს,უპირატესობას საკუთარ დადგენილ პროცედურებს ანიჭებთ. თქვენ მოგწონთ ამოცანების შესრულება თქვენით და არა სხვა ადამიანებთან ურთიერთქმედებით. მაშინაც კი,როდესაც თანამშრომლობა აუცილებელია,ამ შემთხვევაშიც ძლიერ თვითნებობას ავლენთ. თქვენ შეგიძლიათ ელვისებურად შეაღწიოთ თქვენს წინაშე დასმული ამოცანის არსში,მაგრამ მიუხედავად ამისა,ხშირად,ყოველ მიზეზ გარეშე,ერთვებით ერთი ამოცანიდან მეორეზე. თქვენ მთლიანად საკუთარ შედგენილ გეგმას მიყვებით. ამოცანა_თქვენი გენიალობა და ძალისხმევა ისე შეადუღაბოთ,რომ არ უარყოთ სხვა ადამიანები. პირიქით,თქვენ მათ შრომის ახალი და უფრო ეფექტური მეთოდებისკენ უნდა უბიძგოთ.
მგრძნობიარობა. თქვენი მგძნობიარობა,როგორც წესი,ხასიათდება სიტყვებით „სიმშვიდე,ჩაკეტილი ფიზიკური მდგომარეობა“. თუმცა ის არასწორ წარმოდგენას ქმნის თქვენს ფეთქებად და ნერვოზულ განცდებზე. თქვენ მომენტალურად ირთვებით ტაქტილური კონტაქტებით სიამოვნების მიღებისას. თქვენი ნერვული რეცეპტორები მოცემულ შემთხვევაში განსაკუთრებით მხურვალეა,თუმცა,ეს მგრძნობიარობის ჩვეულებრივი ფორმა არ არის. ცნობიერება თითქოს თქვენ ორგანიზმში შემოფრინდება და შემდეგ სრულიად მოულოდნელად მიფრინავს. ეს პროცესი თქვენში მდებარე წყაროთი იმართება და არა ცნობიერი ნებით. ამოცანა_ განზრახ გამოიყენოთ სიამოვნება გამოღვიძებისთვის,გაღვიძებულმა კი რ დაკარგოთ კავშირი თქვენს ჭეშმარიტ ინდივიდუალობასთან.
ფელიქს ველიჩკო
გამომგონებლობა ფინანსურ საქმეებში. ადამიანი არც ისე დაინტერესებულია საკუთრების პრობლემებითა და შემოსავლების მიღებით, ღრუბლებში დაფრინავს. თუმცა უდაო ნიჭი აქვს მკაფიოდ გამიჯნოს ობიექტური სუბიექტურისგან და მიუწვდომელ ქიმერებს არ სდიოს. კარგია სამსახური არანორმირებული სამუშაო დღით ან თავისუფალი პროფესია.
ცნობილი ადამიანები II სახლის ურანით:
ვერძში: Sean Connery, Jacques Chirac, Anton LaVey, Joanne Woodward, Nina Simone, Yuri Gagarin, Robert Louis Stevenson, François Truffaut…
კუროში: Robert Redford, Barbra Streisand, Ringo Starr, Yves Saint Laurent, John McCain, David Carradine, Andrei Chikatilo…
ტყუპებში: Paul McCartney, David Letterman, Liza Minnelli, Rabindranath Tagore, Carlos Santana, Bette Midler, Billy Crystal, Joe Cocker, Richard Dreyfuss…
კირჩხიბში: Mickey Rourke, Jackie Chan, Lord Byron, Arthur Schopenhauer…
ლომში: Osama bin Laden, Gary Oldman, Blaise Pascal, Lorenzo Lamas…
ქალწულში: Emmanuelle Béart, Pablo Picasso, Kylie Minogue, Robert Downey Jr., Vincent Cassel, Jeff Buckley, Brigitte Nielsen, Seal, Ashley Judd, Franz Kafka, Teri Hatcher, Honoré de Balzac, Keith Urban, Gillian Anderson…
სასწორში: Uma Thurman, Marilyn Manson, Paul Walker, Brian Molko, Adrien Brody, Julie Delpy, Dwight D. Eisenhower, Fabien Barthez, Diego Rivera, Elizabeth Banks…
მორიელში: Marion Cotillard, Nicole Scherzinger, Audrey Tautou, Ryan Reynolds, Laetitia Casta, John Mayer, Tiger Woods, Benedict Cumberbatch, James McAvoy, J.R.R. Tolkien, Tara Reid, Kevin Federline, Venus Williams, Rudolph Valentino…
მშვილდოსანში: Katy Perry, Rafael Nadal, Cary Grant…
თხის რქაში: Justin Bieber, Demi Lovato, Marquis de Sade, Bette Davis, Gustave Flaubert, Christian Dior…
მერწყულში: Lewis Carroll, Burt Lancaster…
თევზებში: Elizabeth II, Paul Newman, Charles Aznavour, Charles Bronson, Marcello Mastroianni, Simone Signoret, Auguste Rodin, Rocky Marciano, Leslie Nielsen…