საკვანძო სიტყვა „დისტანციურობა“
ასეთი ადამიანი ცდილობს მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ იღვაწოს. მას საინტერესო ცხოვრებისეული მიზნები აქვს. ის შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი,მაგრამ არავითარ შემთხვევაში კონფორმისტი და კონსერვატორი. მარტივად პოულობს ახალ მეგობრებსა და ნაცნობებს,მაგრამ უცნაური სიმორცხვის გამო თავს არიდებს დაახლოებას. ამიტომ,გარშემომყოფებს ხშირად ქედმაღალ სნობად ეჩვენებათ. ის ისურვებდა სასიამოვნო ადამიანებით იყოს გარემოცული და გრძნობდეს მათ აღტაცებას. ცდილობს იმეგობროს მხატვრებთან,გამომგონებლებთან,მწერლებთან,ილუზიონისტებთან,ეზოთერიკოსებთან,პოლიტიკოსებსა და მსხვილ მენეჯერებთან.
ასეთი ადამიანი გახსნილია მთელი სამყაროსთვის,რადგანაც მიდრეკილია აჰყვეს არა ტრადიციებსა და მასობრივ შეხედულებებს,არამედ ფაქტებსა და ჭეშმარიტებებს. სოლიდარობას უცხადებს მოწინავე ადამიანებს და განწყობილია ჰარმონიულად ითანამშრომლოს პროგრესულად მოაზროვნე შემოქმედებთან. ინტუიციურად აღიქვამს სამყაროს კანონებსა და პრინციპებს. აქტიურად ინტერესდება ბუნებათმცოდნეობითა და ეზოთერიკით.
სიყვარულისა და ქორწინების მიმართ უცნაური დამოკიდებულება აქვს_არავალდებულებითი და მიუკერძოებელი,თითქმის ბოჰემური. მრავალფეროვანი შთაბეჭდილებების მოთხოვნა ხელს უშლის დატკბეს ერთადერთი ინტიმური კავშირით. კავშირს ამყარებს მხოლოდ მათთან,ვისთანაც საერთო მსოფლმხედველობა აკავშირებს. სექსის მიმართ უცნაური დამოკიდებულება აქვს. არ არის გამორიცხული სექსუალური პრობლემები და ინტიმური ხასიათის სირთულეები. მიდრეკილია ეროტიული აფიორებისა და ინტიმური სკანდალებისკენ,ამიტომ ყოფილ მეგობრებსა და საყვარლებს,როგორც წესი,არ უყვართ.
სამართლიანობის გრძნობის გამო,საკმაოდ შემწყნარებელია სხვა ადამიანების მიმართ. თუ პლანეტა დაზიანებულია,შედარებით ახლო ურთიერთობაში ადამიანი ივიწყებს ვალდებულებებს და ცდილობს ეგოისტურად გამოიყენოს სხვები საკუთარი უპასუხისმგებლო და არაპრაქტიკული იდეალების განსახორციელებლად.
მეგობრობა მისთვის პარტნიორობის საუკეთესო ფორმაა. მის კომუნიკაციას ყოველთვის სულიერ-ინტელექტუალური ხასიათი აქვს. მეგობრებს მისთვის მოულოდნელი სარგებელი მოაქვთ,ახალი ინფორმაციების სახით. არ არის გამორიცხული მეგობრული კავშირების მოულოდნელი გაწყვეტა,ნაკლებად სასიამოვნო რომანტიული მიჯაჭვულობები და იმპულსური ნაცნობობა,რაც ცივი გაუცხოებით სრულდება. მის ცხოვრებაში აქტიურ როლს ასრულებენ მეცენატები და სპონსორები.
ამ ადამიანის ცხოვრებაში სულიერი თავისუფლება და პიროვნული დამოუკიდებლობა უმაღლესი ფასეულობებია. მისი ცხოვრება სავსეა ექსცენტრიზმით,მოულოდნელობებითა და ორიგინალობით.
ის მკაცრად ემორჩილება განგების ნებას. ამიტომაც არ უყვარს საკუთარი გადაწყვეტილებების გადახედვა და განხილვა. მართლაც,შეხვედრებს მის ცხოვრებაში ფატალური ხასიათი აქვს.
განსაკუთრებულ წარმატებას აღწევენ თავისუფალ და ჰუმანიტარულ პროფესიებში,ფერწერაში, ლიტერატურასა და პოეზიაში,ფსიქოლოგიაში,ეზოთერიკაში,მეცნიერულ კვლევებსა და საიდუმლო სპეც-სამსახურებში. მან უნდა მიიღოს პირადი დავალება და შეასრულოს ის სრულიად დამოუკიდებლად,ყველას ჩარევის გარეშე.
პაველ გლობა
+ეს ორიგინალური და ექსტრავაგანტული ადამიანი ყოველთვის მომავალზეა ორიენტირებული. ყურადღებას ორიგინალური ქცევის მანერებით იპყრობს. რეფორმატორი,რომელიც ახალ გზებს კვალავს. მსახიობი იქნება,მუსიკოსი,მწერალი თუ მეცნიერი,თავის საასპარეზო სფეროში ყოველთვის პიონერია. წარმატებულად ქმნის ახალ სკოლებს,საზოგადოებებს,ინტერესთა ჯგუფებს. ორიგინალური მეგობრები ჰყავს. შეუძლია დააპროგრამოს საზოგადოებრივი მოვლენები,წარმატებით გამოიყენოს საკუთარი უნარები ოკულტურ ცოდნაში,განსაკუთრებით წყლის კოსმოგრამისას ან თუ ურანს ასპექტები აქვს მთვარესა და მერკურისთან.
-მოულოდნელი დარტყმები უახლოესი გარემოცვისგან. ცრუ მეგობრების გამო,ხშირად აღმოჩნდება მძიმე სიტუაციებში. უნდა ერიდოს სოციალურ ცვლილებებს. მაღალია პროპაგანდის მსხვერპლად ქცევის საფრთხე.
ფრენსის საკოიანი
სრულიად გახსნილია მთელი სამყაროსთვის. ჰარმონიული და სოლიდარული დამოკიდებულება აქვს ადამიანებთან. ინტუიციურად შეიმეცნებს კანონებსა და სამყაროს პრინციპებს. უჩვეულო მეგობრები ჰყავს,რომლებიც სასარგებლო საკვებს აძლევენ მის გონებასა და სულს. ხშირად ერთიანდებიან ჰუმანიტარულ და მეცნიერულ ჯგუფებში. ბოჰემური სიყვარული. მაქსიმალური თავისუფლების მოთხოვნა პირად ურთიერთობებში.
თქვენ უცნაური,შეიძლება ითქვას ექსცენტრული მეგობრები გყავთ. სავარაუდოდ,გაერთიანებული ხართ პროგრესულ და არატრადიციული იდეების ჯგუფებში,ორგანიზაციებსა და კლუბებში. დიდად გაღელვებთ სოციალური ცვლილებები. გამოირჩევით დინამიური,შემოქმედებითი მიდგომებით.
ავესალომ პადვოდნი: „თუ ჯგუფმა იცის,რა ელის ხვალ,მას სძინავს“
ურანი XI სახლში სიმბოლურ მმართველობაშია.
ეს რთული მდებარეობაა,როგორც თავად ადამიანისთვის,ისე იმ კოლექტივისთვის,სადაც ის მოხვდება. მას ძალზედ ორიგინალური იდეები წარმოექმნება ჯგუფის მუშაობასა და შიდაჯგუფურ ინტერაქციასთან დაკავშირებით. ამასთან,ძალიან რთულია რაიმე შეაგნებინოთ. ის ენერგია კი,რომლითაც საკუთარ მიზნებს ახმოვანებს,შეიძლება უმართავი აღმოჩნდეს.
ურანის ძლიერმა დაზიანებამ შეიძლება მანია წარმოქმნას. დეტალებს ურანის ასპექტები აჩვენებს. მაგალითად, იუპიტერთან კვადრატი ჩამოაყალიბებს განდიდების მანიას,სატურნთან კვადრატი_კოლექტივის მხრიდან დევნის მანიას. თუმცა ეს მთლიანმა რუკამ უნდა დაადასტუროს და ისიც იმ შემთხვევაში,თუ ურანი დიდი ხნით ჩაირთვება.
ჩვეულებრივ მდგომარეობაში,ადამიანი კოლექტივში მხოლოდ მცირედი უცნაურობებითა და წვრილმანი ექსცენტრული გამოხტომებით გამოირჩევა,რასაც თანაჯგუფელები განსაკუთრებულ ყურადღებას არ მიაქცევენ.
დამუშავება,პირველ რიგში,იძლევა კოლექტიური იდეების წარმოების უნარს,რომლის გენიალობაც მაშინვე ცხადია(ხანდახან მაშინვე არა,მაგრამ ადამიანს მაინც შეუძლია მისი დამტკიცება). მეორეც,ადამიანს უჩნდება ბედისწერის ნიშნების ამოცნობის უნარი,რომელსაც ჯგუფურ საქმიანობაში,ჯგუფის წევრებთან ან მეგობრებთან ინტერაქციაში აწყდება.
მეგობრებთან ურთიერთობა უთანასწოროა. ასეთი ადამიანის მეგობრობის ატანა არც ისე მარტივია,რადგან ის შეპყრობილია თავისი იდეალებით,რომელიც უმეტესად მეგობრების საზოგადოებში ებადება. მიუხედავად ამისა,როდესაც მას დაუმეგობრდებით და მის თავისებურებებს მოერგებით,შეიძლება ბევრი უცნაური(თუმცა არც ყოველთვის უსაფრთხო) რამ განიცადოთ საკუთარ საკუთარ თავზე.
ბორის იზრაიტელი
თავისუფალი ინტელექტუალური შემოქმედება. ადამიანი მუდმივად თანამოაზრეების ძიებაშია,აყალიბებს ჯგუფებს,მაგრამ ასეთი გაერთიანებები არც ისე მტკიცეა. რაც უფრო შორეული,ამაღლებული და მიუღწეველია იდეალი,მით უფრო მყარია ჯგუფი.
მისი შეხედულებები,საზოგადოებრივი წყობის შესახებ,ძალიან ახლოა ანარქიასთან: სრული თავისუფლება და დამოუკიდებლობა საზოგადოების ყველა წევრს! გლობალური ურთიერთკავშირი კაცობრიობის მოღვაწეობის ყველა მიმართულებას შორის.
მასშტაბურ პროექტებს აგებს. მენტალურად შორეულ მომავალში ცხოვრობს.
ბილ ჰერბსთი
მონაწილეობა ჯგუფების ცხოვრებაში. ჯგუფების ცხოვრება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,თუმცა ვერ ვიტყვით,კონკრეტულად როდის ხდება ეს. თქვენ მომენტალურად შედიხართ ჯგუფებში და ასევე მოულოდნელად ტოვებთ მათ. თქვენი როლი ორგანიზაციაში არაპროგნოზირებადი ადამიანის როლია,რომელიც სტატუს კვოს უკუაგდებს. სცენაზე მაშინ ჩნდებით,როდესაც ჯგუფი მზადაა ცვლილებებისთვის. ამოცანა_ მოახდინოთ მაქსიმალური ეფექტი მინიმალური დესტრუქციით,გულში კაცთმოყვარეობის შენარჩუნებით.
შესაფერისი ქცევა. თქვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია საკუთარი ინდივიდუალობის წარმოჩენა თავნებობით,ვიდრე აღიარების მოპოვება მისაღები ქცევებით. თქვენ კარგად ხართ გათვითცნობიერებული,რას ელიან ადამიანები თქვენგან. თუმცა მათი იმედები დიდად არ გადარდებთ. ფაქტობრივად,პარადოქსი შემდეგში მდგომარეობს: თქვენ იმედოვნებთ,რომ ყველამ ისე უნდა მიგიღოთ,თქვენგან არაფერი მოითხოვონ,მით უმეტეს,სხვებზე მორგება. შეიძლება ცუდი რეპუტაცია მოიპოვოთ იმის გამო,რომ,მხოლოდ ეფექტის მოსახდენად,განზრხ უგულვებელყოფთ საზოგადოებრივ წესებს. ამიტომ,თავი არიდეთ მახეს_ზიანი მიაყენოთ საკუთარ თავს,„კაცმა დედაკაცი იმით დასაჯა,რომ თავი ჩამოიხრჩო“. ამოცანა_იყავით უჩვეულო,მაგრამ იმავდროულად,მომხიბვლელი სხვა ადამიანებისთვის.
მეგობრობა,სოციალური წრე. თქვენ ისურვებდით,რომ თქვენი მეგობრები უცნაური ადამიანები იყვნენ,ამიტომ გამორჩეული ინდივიდები გიზიდავთ. ისინი შეიძლება იყვნენ ღიად ექსცენტრულები,მაგრამ სწორედ ეს თვისება გხიბლავთ განსაკუთრებულად. ისინი შეიძლება იყვნენ გენიალური და გიჟები,მეცნიერები და რევოლუციონერები_თუმცა რასაც არ უნდა წარმოადგენდნენ,მათი აზროვნება ორიგინალური და უჩვეულო უნდა იყოს. თქვენი სოციალური წრე დინამიურია,მეგობრები ჩნდებიან და ქრებიან. თქვენი მეგობრული ურთიერთობები უკიდურესად ცვალებადია. თქვენ შეგიძლიათ თითქმის მყისიერად ძალიან დაუახლოვდეთ ადამიანს,მაგრამ რაღაც ძალა მოულოდნელად წყვეტს ამ სიახლოვეს. ვერ ვიტყვით,რომ ეს პრობლემაა,სანამ გახსოვთ,რომ მეგობრობის მიზანი თქვენი ცნობიერების ახალი ჰორიზონტებისკენ მიმართვაა_ცხოვრების შერყევა. თქვენ ისურვებდით,რომ მეგობრებმა თქვენში მგზნებარება გააღვიძონ და ასე თუ ისე,ასეც ხდება.
საერთო შემოქმედება. თქვენ უცხო ადამიანი ხართ,რომელიც მოულოდნელად ჩნდება შემოქმედებით ასპარეზზე. თქვენ რევოლუციონერი ხართ,რომელიც ჰაერში წევს სტატუს კვოს. თქვენ თეთრი ყვავი ხართ,რომლის გამჭრიახობაც მოულოდნელ აღმაფრენებს იწვევს ჯგუფის შემოქმედებაში. ვინ იყო ის ადამიანი ნიღაბში? თქვენი შემოქმედებითი როლი_დაიცვათ ჯგუფი უძრაობისგან,მიმართოთ მისი ენერგია ახალი ქმედებებისკენ.
სიყვარულის აქცეპტი. სიყვარულში მოულოდნელობებს ელოდეთ. ტრფობა და მიჯნურობა სრულიად მოულოდნელად მოდის,საოცრად უცაბედად და იმდენად ამაღლებულ განწყობას გიქმნით,თითქოს აქამდე არც ცხოვრობდით. ეს ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობაა,თანაც იმდენად პოლარიზებული,შეუძლებელია მისი დიდი ხნით შენარჩუნება და ასეც ხდება. იმის შეგრძნება,რომ ვიღაცას უყვარხართ იმდენად სწრაფად იკარგება,როგორც წარმოიქმნება,თუმცა აღსანიშნავია,რომ ამ ცვლილების პროცესიც არანაკლებ ფასეულია. სასიყვარულო ურთიერთობები თანაბარზომიერად წარმოიქმნება და ქრება,ისე რომ არ გცელავთ. თქვენი სასიყვარულო გამოცდილების ყველაზე ამაღელევებელი ფორმები მოკლევადიანია,მოულოდნელი შეხვედრების მსგავსი. უფრო ხანგრძლივი ურთიერთობები მრავალრიცხოვანი გამოცდების ქვეშ ექცევა, გზაზე ჯერ მთა შეგხვდებათ,შემდეგ მთა გაქრება,შემდეგ… უსაფრთხოება თქვენთვის არავითარ როლს არ ასრულებს. სიყვარულმა ყოფიერებაზე უნდა აღგამაღლოთ. ამოცანა_დაე,სიყვარულის აქცეპტმა ჟრუანტელი მოგგვაროთ. მოცემული გამოცდილების ცვალებადი ბუნების შესწავლა კი საშუალებას მოგცემთ შეიგნოთ,რა არის თქვენი უნიკალობის საიდუმლო.
ფელიქს ველიჩკო
ეს ადამიანი იდეალურ მეგობრობას ეძებს. წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად ნიჭიერ მეგობრებს უხმობს. არ არის გამორიცხული იმედგაცრუებები და უსიამოვნებები მეგობრებისგან. ზოგადად,მეგობრები ან ძალიან ეხმარებიან ან ძლიერ ზიანს აყენებენ. მიჯაჭვულობები მოულოდნელად ჩნდება და მოულოდნელად ქრება. მეგობრებს ძალიან არ ეჯაჭვება,მათი პრობლემები გულთან ახლოს არ მიაქვს. შეპყრობილია თავისი მიზნების განხორციელებით და ზოგადად,მომავლით. განვითარებისთვის სრული თავისუფლება სჭირდება. ძლიერი ალღო აქვს. ორიგინალურად და საოცრად სწრაფად მუშაობს რთულ დარგებში. შეუძლია სიახლეების შეტანა. ხშირად რამდენიმე კარიერის რეალიზებას ახერხებს. ახასიათებს დრამატული დამოკიდებულება არსებული სოციალური სტრუქტურების მიმართ. არ უყვარს დახმარების მიღება. ძლივს ახერხებს აღიარებულ საზოგადოებრივ ნორმებთან თანაცხოვრებას. არ უყვარს წესების მიხედვით თამაში,რის გამოც მოვლენები მის ცხოვრებაში არაგეგმიურად ვითარდება. მაქსიმალურად ცდილობს დამოუკიდებლობის გრძნობა განუვითაროს ბავშვებს. ხშირად იტაცებს ესა თუ ის იდეა. მთლიანად ემორჩილება პირველ გულისთქმას. ის ყოველთვის ჭეშმარიტებებს და ფაქტებს ეყრდნობა და არა ტრადიციებს. ინტერესს იჩენს ბუნებრივი მეცნიერებების ან ოკულტიზმის მიმართ. ბევრია დამოკიდებული ურანის ასპექტებსა და პლანეტების ზოგად განლაგებაზე.
ცნობილი ადამიანები XI სახლის ურანით:
ვერძში: Osho Rajneesh, Jean-Paul Belmondo, Neil Armstrong, Jayne Mansfield, Michael Caine, Gina Lollobrigida, Paco Rabanne, Philippe Noiret, Gene Wilder…
კუროში: 14th Dalai Lama, Romy Schneider, Vincent van Gogh, Genghis Khan, Marvin Gaye, Burt Reynolds, François-René de Chateaubriand, Rudolf Nureyev, Ryan O’Neal, Lee Harvey Oswald, Dante Alighieri, Claude Lelouch…
ტყუპებში: Sharon Tate, George W. Bush, Robert De Niro, Camilla Duchess of Cornwall, Stephen King, Muammar al-Gaddafi, Charles, Prince of Wales, Iggy Pop, O.J. Simpson, Anny Duperey, Jessica Lange, Bobby Fischer, Joni Mitchell, Bernard Arnault, Glenn Close, Claude Debussy, Steve Martin, Al Gore, James Woods, Andy Kaufman, Tim Curry, Barry Manilow…
კირჩხიბში: Steve Jobs, Steven Seagal, Richard Branson, John Malkovich, Christopher Reeve, Jeremy Irons, Hulk Hogan, Henri Matisse, Sylvia Kristel, Peter Gabriel, Chris Noth, Christian Clavier, Robertino Rossellini, Jacques Villeret, Beverly d’Angelo, Christian Lacroix, Jim Jarmusch…
ლომში: Tom Hanks, Hugh Grant, Jon Bon Jovi, Gia Carangi, Winston Churchill, Andrea Bocelli, Tony Robbins, Paula Abdul, James Spader, Michael Stipe, David Copperfield, Forest Whitaker…
ქალწულში: Nicole Kidman, Courtney Love, Vin Diesel, Sarah Palin, Steve Carell, Anderson Cooper, Natasha Richardson, Kirk Hammett…
სასწორში: Vanessa Paradis, Ingrid Chauvin, Claudia Schiffer, Louis XIV of France, Victor Hugo, River Phoenix, Lance Armstrong, Portia de Rossi, Helena Christensen, Jay Kay, Geri Halliwell, Julian Assange, George Sand, Pio of Pietrelcina, Alexander McQueen, Georgia O’Keeffe, Marc Chagall…
მორიელში: Gisele Bündchen, Ville Valo, Bradley Cooper, Michael Fassbender, Patricia Bündchen, Nelly Furtado, Charles Darwin, Dane Rudhyar, will.i.am, Gottfried von Leibniz, James Cook…
მშვილდოსანში: Prince William, Prince Harry of Wales, Hilary Duff, Cheryl Cole, Lauren Conrad, America Ferrera, Spencer Tracy, Erich Maria Remarque…
თხის რქაში: Jennifer Lawrence, Zayn Malik…
მერწყულში: Jean Marais…
თევზებში: Miles Davis, Gérard Philipe, Henry Kissinger…