ურანის და ნეპტუნის შეერთება

ურანის და ნეპტუნის შეერთება

ავესალომ პადვოდნი

ურანის შეერთება  მათი შემოქმედების დიდება იმხელაა, მხოლოდ მანიაში ეტევა

ეს საკმაოდ რთული ასპექტია, რადგან ურანთან შეერთებისას, პლანეტის მართულ სფეროში ადამიანს, სურს თუ არა, მაინც უწევს დრო და დრო  აბსოლუტის საცდელი კურდღლის როლის შესრულება. აბსოლუტის გზანი კი, როგორც ვიცით, შეუცნობელი არს, განსაკუთრებით დასაწყისში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ძლიერი ასპექტია და თუ ადამიანი მოახერხებს ბედისწერის რითმებზე მორგებას და შეძლებს კარმის ნიშნების ამოკითხვას, რომელთაც უხვად უგზავნიან, ის არამხოლოდ საკუთარ თავს და ახლობლებს დაიცავს, ასევე გამოავლენს სამყაროს უღრესად არასტანდარტულ ხედვას. მას ესტუმრება სრულიად გენიალური იდეები, თუმცა მათი მნიშვნელობა ბევრად გადაჭარბებულად იქნება შეფასებული_ ალმასის დამუშავების შემდეგ ხომ გაცილებით ნაკლები წონის ბრილიანტი რჩება.

თუ შეერთება ძლიერ დაზიანებულია, პლანეტაზე ზეწოლა შესაძლოა აუტანელი აღმოჩნდეს ადამიანისთვის. მას ძალიან გაუჭირდება იყოს სოციალურად მისაღები შესაბამის სფეროებში. მისი იდეები და ქცევები აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი იქნება გარშემომყოფთათვის და მას ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტის ჩრდილი წამოადგება.

მათ აუცილებლად უნდა ისწავლონ საკუთარი ფანტაზიების დამიწება და მახვილი აზრების მოხვეწა, რაშიც დიდად დაეხმარებათ რუკის დადებითი ასპექტების გააქტიურება; სატურნის (ასევე X სახლის) დამუშავება ხელს შეუწყობთ არსებული რეალობის მიმართ პატივისცემის გამომუშავებაში; ხოლო ქირონის დამუშავება განავითარებს იუმორის გრძნობას.

 

ნეპტუნის შეერთება სულის უკვდავება დაუჯერებელია ისეთი ადამიანისთვის, ვისაც სული არ აქვს

ნეპტუნთან შეერთებისას, ადამიანს უჭირს კონცენტრაცია პლანეტის მართულ სფეროში: მას ეწყება მედიტაციური პროცესები, რომელთაც, დაუმუშავებელი ასპექტისას, ქვეცნობიერის უმდაბლესი პროგრამები აწარმოებენ და ამ გზით ცდილობენ პლანეტის პრინციპების გამოვლენა მთლიანად ნეპტუნს დაუქვემდებარონ. ნეპტუნი კი პლანეტის შესაბამის სფეროებში, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, ყოველთვის წარმოშობს დამახინჯებულ ხედვებს, ცრუ მდგომარეობებს, მოტყუების ცდუნებებს. იმავდროულად, მისი გავლენისგან თავის დაღწევა საკმაოდ რთულია, რადგან დაუმუშავებელი შეერთებისას, ნეპტუნის უმდაბლესი პროგრამები ღრმად აღწევს პლანეტის პრინციპებში.

მაგალითად, ვენერა-ნეპტუნის შეერთებისას, ადამიანი ხშირად ხვდება ცრუ საზოგადოებრივ სიტუაციებში, ტყუის სოციალურ კონტაქტებსა თუ სასიყვარულო ურთიერთობებში. თუმცა მსგავსი მდგომარეობა მისთვის სიამოვნების ამოუწურავ წყაროს წარმოადგენს. სამაგიეროდ, ვენერა-ნეპტუნის დამუშავებული შეერთება იძლევა ხელოვნების ჭეშმარიტ მცოდნეს. შესაძლოა მხატვარსაც.

გაცილებით რთულია ნეპტუნის სატურნთან შეერთების დამუშავება, რადგან ნეპტუნის უმდაბლესი პროგრამა თვალს უხვევს სატურნს და ადამიანი პრაქტიკულად უუნარო ხდება კონცენტრაციის და თვითჩაღრმავების კუთხით, რაც აუცილებელია დისციპლინისა და შინაგანი პატიოსნების გამომუშავებისთვის.

ნეპტუნთან დამხმარე შეიძლება იყოს მხოლოდ პლუტონი, რომელიც, სხვათა შორის, XX საუკუნის მთელი მეორე ნახევრის განმავლობაში სექსტილში იდგა ნეპტუნთან. პლუტონი ერთადერთი პლანეტაა, რომელსაც ნეპტუნის ილუზიების ცრუ მომხიბვლელობის გაფანტვა შეუძლია.

დამუშავებული ასპექტი ადამიანს აძლევს პლანეტის პრინციპების ჭეშმარიტად გაგების იშვიათ უნარს და უმაღლეს მედიტაციურ პროგრამებს, რომლის მეშვეობით ის შეძლებს გამოხატოს გამოუთქმელი _ ისეთი რამ, რასაც ყველა ვერ ხედავს და არ ესმის.

 

ფრენსის საკოიანი

ახალ პოლიტიკურ და სოციალურ სისტემაში ცხოვრება, რომელიც ავითარებს ადამიანებს. ეს თაობა ჰარმონიაშია ბუნების ძალებთან, აქვთ დიდი ინტუიცია, არიან სუპრაფიზიკური ძალების გავლენის ქვეშ (ნიშნისა და სახლის შეერთებაში ან იქ, სადაც პლანეტები არიან მმართველები). წარმოსახვის უნარი, ორიგინალობა, შორსმჭვრეტელობა, საიდუმლო რელიგიურ ორგანიზაციებში შეღწევისკენ სწრაფვა. ეს ეფუძნება IX, X, XI, XII  სახლების თვისებებს.

შენიშვნა: სატურნი ურანის თანამმართველად გვხდება იმ ადამიანების ჰოროსკოპში, რომლებსაც აქვთ დიდი კონცერნები, რომლებმაც  დიდი აღმოჩენები გააკეთეს. ბევრი სწავლული დაიბადა თხის რქის ნიშანში – დისციპლინისა და ორიგინალურობის სინთეზი. დიდი რელიგიების საწყისს ქმნის ნეპტუნი თავისი მისტიური გამოცდილებით, მასწავლებლებისა და წინასწარმეტყველების გონებრივი გაელვებებით. მოგვიანებით ხდება რწმენის კოდიფიკაცია და ეთიკური პრინციპების (იუპიტერი მშვილდოსნის სახით) კავშირი რელიგიასთან – ნეპტუნი თანამმართველი. ასეთი ადამიანების საქმეები ხშირად გასაიდუმლოებულია, ნეპტუნი მე12 სახლის მმართველია, ხოლო მუშაობა ხდება ჯგუფური კავშირში (ურანი მე11 სახლის მმართველი). ამ ადამიანების ქმედება განპირობებულია ოკულტურ-მისტიური ფილოსოფიით. ამ შეერთების უმაღლესი ფორმა ეს არის ღვთაებრივი სიბრძნისა და სიყვარულის კავშირი.

 

სერგეი შესტაპალოვი

გამწვავებული, მტკივნეული აღქმადობა და მგრძნობიარობა. ექსტრემიზმი და შეპყრობილობა. განწყობის მოულოდნელი, უმიზეზო ცვლა. აქიდან გამომდინარე, ძალიან კაპრიზული და ისტერიული ადამიანია. დამატებითი მაჩვენებლების შემთხვევაში, შესაძლოა მიდრეკილი იყოს სუიციდისკენ.

დადებითი მხარე _  კოლოსალური სულიერი კონცენტრაცია. სულიერი ინტერესები, გამჭრიახობა, პატიოსნება, პირდაპირობა, თავგანწირვის უნარი.

 

 

Het Monster

ეს შეერთება 171 წელიწადში ერთხელ ხდება. შეესაბამება სულიერებისა და სამეცნიერო პროგრესის პერიოდს, ახალი პოლიტიკური და სოციალური სისტემების შემქმნელების დაბადებასა და საქმიანობას. ეს თაობა ჰარმონიაშია ბუნების ძალებთან (შეერთების ნიშანსა და სახლში ან იმ სახლებში, რომელსაც მართავენ). წარმოსახვა, ორიგინალურობა, განჭვრეტის უნარი, საიდუმლო ორგანიზაციებში ჩართვისკენ მიდრეკილება.

 

კატრინ ობიე

ირაციონალური საწყისისა და ცვლილებებისკენ სწრაფვის სინთეზი ქმნის დიდებულ შემოქმედებით პოტენციალს, რომლის საფუძველიც არის : მგრძნობელობის ჰარმონიული შერწყმა თვითმყოფადობასთან. ცნობისმოყვარე, შემოქმედებითი, ნოვატორული აზროვნება.

 

 

სხვა წყაროები

Dakota Fanning. ♅ ☌ MC ☌ ♆ - ♑

ეს შეერთება ბოლოს 1988-96 წლებში იყო, ზუსტი კონიუქცია 1993 წლის აგვისტოში.

ეს ადამიანები მარტივად აიგივებენ თავს კოლექტიურ, ჯგუფურ ცნობიერებასთან, რაც შესაძლოა მასობრივი  ხასიათის ნაციონალური, რასობრივი, რელიგიური თუ პოლიტიკური ტიპის გაერთიანებებით შემოტრიალდეს. თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, ამას ქარიზმატული დემაგოგების „დაბადება“ მოჰყვეს და მასებით მანიპულირების ტენდენცია მოჰყვეს, რადგან წამყვანი სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა იქნება, პირადი თავისუფლება და უფლებები კი პრიორიტეტული. შესაძლოა „ძმობაზე, თანასწორობასა გაგებაზე“ დაფუძნებული ლიდერობის ფორმებიც ჩამოყალიბდეს, რომელიც დაამსხვრევენ ერთპიროვნული ლიდერის სტერეოტიპს. ამ ასპექტით დაბადებული თაობა იბრძოლებს ძალაუფლების დამახინჯებული ფორმების წინააღმდეგ და მათი ბრძოლის მთავარი მოტივი სწორედ პიროვნული თავისუფლების მოთხოვნა იქნება. თუმცა თუ ამ შეერთებას სხვა ასპექტი აზიანებს, არის სფრთხე, რომ თავად იქცნენ სოციალური ლიდერების მსხვერპლად.

პიროვნულ დონეზე, ეს საოცრად ნიჭიერი ხელოვანები არიან. საკმარისი განვითარების შემთხვევაში_ გენიალურიც კი.  კეთილები, ექსცენტრული და საზრიანები. ბობოქარი წარმოსახვა აქვთ და თითქმის ყოველთვის კეთილი ზრახვები ამოძრავებთ.  არც ისე იშვიათად ინტერესდებიან კვლევებით ყველაზე განსხვავებულ სფეროებში.  ძალიან უყვართ ზღაპრული, ჯადოსნური, უტოპიური იდეები. მეტად  სპეციფიური, მითოლოგიური ტიპის აზროვნება აქვთ. თავიანთ იდეებს  მხატვრულად, რელიგიურ-კულტურული სინთეზით, გადმოსცემენ. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თანმიმდევრულად გადალახონ თავიანთი ქაოტური აზრები და თავი აარიდონ რეალობისგან მოწყვეტის ტენდენციას. ძალიან ხშირად დაკავებულნი არიან ძველი პრინციპების გაქარწყლებით და ადამიანების გაერთინებით ახალი ფასეულობების დროშის ქვეშ.

ყველაზე განვითარებული ტიპები მონაწილეობენ ახალი კულტურულ-ისტორიული მითების შექმნაში.  გამოირჩევიან სოციალური და პოლიტიკური ხასიათის ინიციატივით, საერთო-საკაცობრიო პროგრესის გამომწვევი მოძრაობების ხელმძღვანელობით. ისინი საკუთარ თავში აერთიანებენ ადამიანურ სიბრძნესა და ღვთაებრივ სიყვარულს. ინტესდებიან რელიგიურ-ფილოსოფიური საკითხებით. ძალიან ჰარმონიული დამოკიდებულება აქვთ ბუნების ძალებთან. განსაკუთრებული ინტუიცია და შესამჩნევად მდიდარი წარმოსახვა აქვთ.


About Kate

Scroll To Top