2012_2025 წწ.
აღქმას + მოლოდინი = მედიტაცია
ხასიათის ნეგატიური განვითარებისას,ადამიანს უცნაური მიდრეკილებები,შიშები და ფობიები უვითარდება; მარტივად იხიბლება, ცდება და ტყუვდება, აკლია თავდაჯერება.
პოზიტიური განვითარებისას, ყალიბდება პარანორმალური უნარები. მას თამამად შეუძლია თავს „ტრანსცედენტური“ უწოდოს. დაბადებიდან ღრმად მორწმუნეა. დამახასიათებელია ძლიერი ინტუიცია. მარტივად აღწევს ფსიქიკური სამყაროს სიღრმეებში. მყისიერად წვდება ნებისმიერი პრობლემისა და სირთულის არსს.
მისმა წარმოსახვამ არ იცის საზღვრები,საკუთარი მგრძნობიარობის ხარისხი კი თავადაც აკვირვებს. ყოველთვის საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს და ძალიან ზერელედ ეკიდება სოციალური ქცევის ნორმებს. ყურადღებას არ აქცევს გარშემომყოფთა შეფასებებს. ასეთი ადამიანი ყოველთვის სულიერი განახლებისკენ მიილტვის. სურს ყველას ერთდროულად დაეხმაროს. ბედნიერების ძიების გზას სხვების გაბედნიერებაში ხედავს. ზოგადად,ტოტალური თანაგრძნობის უნარით გამოირჩევა. ადეკვატურად აღიქვამს ცხოვრების რითმებს. ასეთი ადამიანი რელიგიურ-ფილოსოფიური,სულიერი და მისტიური ძიებით არის დაკავებული,რაც უზენაეს ძალებსა და ენერგიებთან კონტაქტზე გაიყვანს. ასე შეიცნობს ის ღმერთთან სიახლოვეს. საერთოდ,მისთვის ყველანაირი სიყვარული ღვთაებრივია და საკუთარი მაგალითით აცნობს სხვებს ამ ჭეშმარიტებას.
მედიტაციით აღწევს ბედნიერებას,სინათლესა და კეთილდღეობას. ფსიქოლოგიურად ძალზედ მუსიკალური და პოეტური პიროვნებაა,ამ ცნებების ყველაზე ამაღლებული გაგებით. მის ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებს ათასჯერ აღემატება ემოციური განცდების გავლენა. ამიტომ, ის ხშირად ცხოვრობს ოცნებებსა და ლოცვებში,შიშებსა და ილუზიებში. საერთოდ,ის მარტივად ექვედებარება ჩაგონებას. მიდრეკილია რეალობიდან გაქცევისკენ. ძალიან ხშირად იტყუებს თავს. ხან უანგაროა,ხან ღიად პარაზიტი; ხან სრულიად ნათელია,ხანაც იდუმალი ბურუსითა და ილუზიებით მოცული; ხან სიყვარულისთვის თავგანწირული,ხან სიცივემდე გულგრილი. მისი ფსიქიკა არ ექვემდებარება ნების კონტროლს,ის(ფსიქიკა) თავისთავად ცხოვრობს და სრულად განაგებს სუბიექტის ქცევებსა და შეფასებებს. თუმცა ეს ადამიანი 100% ით იხარჯება იმ საქმეში,რასაც აკეთებს.
საიდუმლო გაერთიანებებს უმაღლესს ჯგუფებად თვლის. მისი იდეალები მრავალსახოვანი და ამოუცნობია. ყოველ შემთხვევაში,სხვებისთვის ახსნა არ შეუძლია,რის გამოც ხშირად ვარდება ღრმა პასიურობაში. მის სულიერ იდეალებსა და რეალობას შორის მთელი უფსკრულია.
ის პოეტი და წინასწარმეტყველია, კომპოზიტორი და მხატვარი, ბერი და მაგი. რასაც არ უნდა საქმიანობდეს, ყოველთვის აინტერესებს ფსიქოლოგია, ეზოთერიკა, ბუნების იდუმალი კანონები. ზოგადად,ის იმდენად ღრმა და ფაქიზი ადამიანია,სხვებს ცოტა „არანორმალურად“ ეჩვენებათ. ყოველთვის ღირსეულად,მშვიდად და სერიოზულად იქცევა. მოწყალება და დახმარება მისთვის ცარიელი სიტყვები არ არის.
განგება არც ისე კეთილგანწყობილია ამ ადამიანების მიმართ. ძალიან ხშირად ისინი პასუხს აგებენ ახლობელი ადამიანების შეცდომებისთვის და ბედის დარტყმებს საკუთარ თავზე იღებენ.
პაველ გლობა „პლანეტები ნიშნებში“
ნეპტუნი,იუპიტერთან ერთად,თავის ღამის სამკვიდროშია,ვენერას ეგზალტაციის,მერკურის ვარდნის და პროზერპინას ტყვეობის ნიშანში,წყლის სტიქიაში.
პლანეტის მდებარეობა სატახტო ნიშანში იმას გულისხმობს,რომ მისი ყველა თვისება სრულფასოვნად ვლინდება. ეს საყოველთაო მშვიდობისა და მაღალი ხელოვნების ეპოქაა. ამ დროს იკვეთება მისტიური იდეები,ასპარეზზე ჩნდებიან კაცობრიობის ფარული ხელმძღვანები და მმართველები. ამ თაობისთვის დამახასიათებელი იქნება კოსმიური რითმების ფაქიზი აღქმა,თვითაკვეთა და თავგანწირვა.
ამ დროს ხდება იდეოლოგიური საფუძვლების გარდაქმნა, სიმბოლოების აღქმა, კოლექტიური მედიტაციის ფორმების ჩამოყალიბება, შემოქმედებითი აღმაფრენა, სრული თავგანწირვა; ბუნებასთან,ცხოველებსა და ფრინველებთან სულიერი შერწყმა; კულტურისა და ხელოვნების დარგების აღორძინება, მისტიური მუსიკალური ტენდენციების გაძლიერება.
უარეს შემთხვევაში,მოსალოდნელია საიდუმლო ორგანიზაციების დაფუძნება. გასულ საუკუნეში ამ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი მასონიზმს,ინტერნაციონალური ტოტალიტარული სახელმწიფოების ჩამოყალიბებას.
უკეთეს შემთხვევაში,შეიძლება გამოვლინდეს უმაღლესი იდეალიზმი,სულიერი გმირობა ან კოსმიურ ენერგიაში გათქვეფა,რადგან ეს თაობა ძალიან ძლიერი უმაღლესი ინტუიციითა და მისტიური წარმოსახვით გამოირჩევა; მას უნარი აქვს ხელახლა აღმოაჩინოს წარსული,გაიგოს აწმყო და მომავალი და ჰარმონიულად იცხოვროს სამყაროს რითმებში.
ნეგატიური განვითარების შემთხვევაში,დამახასიათებელი იქნება სულიერი ცდუნებები,გამანადგურებელი იმპულსები, მიდრეკილება ინტოქსიკაციისკენ. თქვენ ვერ აღიქვამთ ვერბალურ ინფორმაციას. ამის ნაცვლად,მაგიურ ცდუნებებს ექვემდებარებით. თქვენთვის თვისებრივია ასევე ბუნდოვანი იდეალები, ინერტულობა, ინტროვერსია, თავდაუჯერებლობა, რეალობისგან გაქცევა, სრული პასიურობა.
ავესალომ პადვოდნი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
ეს საუკეთესო მდებარეობაა ინტუიციური უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებისთვის,თუმცა აღსანიშნავია,რომ მათი რეალიზება ძალიან რთულია.
ინდივიდუალურ რუკაში,ნეპტუნის ეს მდებარეობა გარესამყაროსადმი (განსაკუთრებით მისი უხილავი ნაწილის მიმართ) ზემგრძნობიაროთ ვლინდება. ასეთ ადამიანს სრულიად განსაკუთრებული აღქმა აქვს და ისეთ რაღაცებს ხედავს,რაც სხვებისთვის მიუწვდომელია,ხშირად მისთვისვე გაუგებარი,მაგრამ დანამდვილებით მნიშვნელოვანი. ამიტომ,მისთვის დამახასიათებელი იქნება რეალობისგან გაქცევა,ცხოვრება ცოდვებში,ოცნებებში ან ლოცვებში.
თუმცა ნაწილობრივი დამუშავების შემთხვევაშიც კი,ეს მისტიკის,პოეზიისა და მუსიკის კორიფეების ნეპტუნია,რომელთაც სამყაროს უფაქიზესი ვიბრაციები ესმით და უნარი შესწევთ,საკუთარი შემოქმედებით, სხვების აღქმამდეც მიიტანონ ის. უფრო განვითარებული ნეპტუნი წმინდანებსა და ასკეტებს ბადებს,რომელთაც,საკუთარი არსებობით,ღვთაებრივი სიყვარული შემოაქვთ მატერიალურ სამყაროში. ასეთი ნეპტუნელი თევზების მხოლოდ მზერასაც კი სულიერი განახლება მოაქვს ადამიანისთვის. დაზიანებისას,აღინიშნება უკიდურესი ფსიქიკური მერყეობა,უმდაბლესი ასტრალურ გავლენაზე ან ძლიერ ენერგეტიკაზე დაქვემდებარება. არც ისე იშვიათად ადამიანი თვითონ ტრანსლირებს უმდაბლეს ასტრალს.
მთლიანობაში,ეს სულიერი შეგირდებისა და ოსტატების მდებარეობაა, „თეთრების“ და „შავებისაც“.
სერგეი შესტაპალოვი „ასტროფსიქოლოგიის ცნობარი“
ჰარმონიულ ასპექტებში: უმდიდრესი შინაგანი სამყარო. უძლიერესი წარმოსახვა და შთაგონება. ოცნებები. ხილვები, სულიერება. რელიგიურობა. მაღალი სენსიტიურობა და აღქმადობა. თანაგრძნობა. მოწყალება. ყურადღება. მოთმინება. ადაპტაციის უნარი. ყურადღება დეტალების მიმართ. ინეტერესი მედიცინის, პედაგოგიკის, ხელოვნების, მუსიკის, პოეზიის, ფსიქოლოგიისა და რელიგიის მიმართ.
დაზიანებისას: საკუთარი და სხვების სისუსტეების წაქეზება. უტოპიზმი. დაბნეულობა. ტყუილები. არაორგანიზებულობა. მედიუმიზმი. შეპყრობილობა. მოუთმენლობა. იდეალიზმი. გადაჭარბებული რელიგიურობა. მიდრეკილება ტანჯვისა და სევდისკენ. ფანატიზმი. გამძაფრებული რეაგირება.
ფრენსის საკოიანი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
მშვიდობიანი დრო, სულიერი უნარების განვითარება, ხელოვნებისა და მუსიკის სრულყოფილი ფორმები. უდიდესი პროგრესი მკურნალობის ხელოვნებაში. ეს კულტურის გაფურჩქვნის ეტაპია,რომელშიც უამრავი დიადი მუსიკოსი,ხელოვნების მოღვაწე და სულიერი წინამძღოლი იბადება.
თქვენ უაღრესად ინტუიციური და შემეცნებითი თაობა ხართ. ხელოვნება და მუსიკა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ასაკობრივი ჯგუფისთვის,რაც თქვენი მხარდაჭერითა და ნიჭიერებით უფრო განვითარდება. თქვენ მართლაც სავსე ხართ არტისტული და მუსიკალური ტალანტებით.
ასევე აქტიურდება ყველა ტიპის რელიგიური და ფსიქოლოგიური კვლევები. უდიდესი ინტერესია ფუნდამენტური კითხვებისა და პასუხების მიმართ. ამოუხსნელ მოვლენებს მეცნიერულად უდგებით. თქვენს ასაკობრივ ჯგუფს მისტიციზმი უმაღლეს ხარისხში აქვს. ისეთი სულიერი თვისებები, როგორც ემპათია და მსხვეპლის გაღების უნარია,თქვენს თაობაში მეტად დაფასებული და ექსპრესიულია,ვიდრე წინა და მომდევნო თაობებში. თქვენი სულიერი და ემოციური მგრძნობიარობა იმდენად მაღალია,საკმაოდ სერიოზული საფრთხე გემუქრებათ,ალკოჰოლ და წამალდამოკიდებულების სახით. თქვენს თაობაში მათი მოხმარება საგრძნობლად იზრდება.
სემირა და ვიტალი ვეტაში „პროგნოზირების ხელოვნება“
ეს თაობა განსაკუთრებული რწმენითა და თანაგრძნობის უნარით გამოირჩევა. ადეკვატურად აღიქვამს ცხოვრების რითმებს. სულიერების აღქმა მკაფიოდ რელიგიური ხასიათისაა.
ცნობილი ადამიანები ნეპტუნით თევზებში:
I სახლში: Ivan the Terrible, Robert Louis Stevenson, George Frideric Handel, Emanuel Swedenborg, Pierre Curie, Calamity Jane, August Strindberg, Montesquieu, Alfred Dreyfus…
II სახლში: Elizabeth I of England, Billy The Kid, Pope Benedict XV…
III სახლში: John Dee…
IV სახლში: Sigmund Freud…
V სახლში: Arthur Rimbaud, Rudolf Steiner, Anton Chekhov, Victor Noir, Giacomo Puccini, Armand Peugeot…
VI სახლში: Oscar Wilde, Guy de Maupassant, Pierre de Ronsard, Thomas Woodrow Wilson…
VII სახლში: Antonio Gaudi, Paul Gauguin…
VIII სახლში: Rudolf Diesel, Max Planck, Alan Leo…
IX სახლში: Vincent van Gogh, Pope Pius XI, Knut Hamsun…
X სახლში: Theodore Roosevelt, Michel de Montaigne…
XI სახლში:Voltaire, Arthur Conan Doyle, J. M. Barrie, George Bernard Shaw, David Hilbert, Jagadish Chandra Bose, Paul Deschanel, Joseph Conrad…
XII სახლში: Nikola Tesla, Johann Sebastian Bach, Frederick Winslow Taylor…