ნეპტუნი ლომში

ნეპტუნი ლომში

1916 — 1929 წწ.

აღქმა  +  გამოსახულება  = უთვალავი გეგმა

ხასიათის ნეგატიური განვითარებისას, ყალიბდება იშვიათი თავნებობა, ნარცისიზმი და განუმეორებელი ძალაუფლებისმოყვარეობა. სიყვარულში შესაძლოა უკანასკნელი დესპოტი და ტირანი აღმოჩნდეს. ზოგადად, ის ყოველთვის ცდილობს საკუთარ რწმენაზე მოაქციოს ყველა. ამიტომ, ხშირად სასტიკი ფანატიკოსი და აგრესიული მისიონერია. ხან  სრულიად აღფრთოვანებულია საკუთარი თავით, ხანაც აბსოლუტურად კარგავს თვითრწმენას. მისი სულიერი და ემოციური ცხოვრება სავსეა კატაკლიზმებითა და იმედგაცრუებებით. იშვიათად არის წინდახედული და კეთილგონიერი. მისი ცდუნება საკმაოდ მარტივია მლიქვნელობითა და ლამაზი საკვებით. სასიყვარულო და ეროტიული ურთიერთობები სავსეა ტყუილებითა და მუხანათობით. სიამოვნებას იღებს ძალაუფლებისა და პატივისცემისგან. ცდილობს მოიპოვოს ხმამაღალი ავტორიტეტი. ისწრაფვის მთელი სამყარო თავის რწმენას დაუმორჩილოს, რადგან მიაჩნია, რომ, საკუთარი ენერგიის წყალობით, ნებისმიერი პროცესისა თუ სიტუაციის რეგულირება შეუძლია.  მტკივნეულად მოწყვლადია და არასრულფასოვნების არაერთი კომპლექსი აქვს. ხშირად, პირიქით, საკუთარი სიდიადით დაბრმავებულია. ძალაუფლება წყურია, თუმცა იშვიათად შეუძლია გულწრფელად აღიაროს სხვისი ავტორიტეტი. უყვარს თვალებში ნაცრის შეყრა და ტრაბახი, საკუთარი ცხოვრების დრამატიზება.

ხასიათის პოზიტიური განვითარების შემთხვევაში, ადამიანი უზომოდ გულუხვი და ხელგაშლილია, სავსეა ენთუზიაზმით, შთაგონებითა და სიყვარულით, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ.  იმავდროულად, მიდრეკილია  სამყაროს მატერიალისტური აღქმისკენ. ღრმა რომანტიკოსი და ჭეშმარიტი მისტიკოსია, ცხოვრების სრულყოფით შეწუხებული და სანახაობრივი ხელოვნებით გატაცებული.

დიდ დროს უთმობს საკუთარ პერსონას  და სასიყვარულო პრობლემებს. თავდაჯერებულად იყენებს ინტუიციურ უნარს. მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ბავშვებთან ჰარმონიული ურთიერთობა. თუმცა, ხშირად ბავშებს მისი ეშინიათ და ატყუებენ.

მასში უცნაურად არის შერწყმული იდეალიზმი და მატერიალიზმი: ერთის მხრივ, ამაღლებულად იღებს მიწიერ ფასეულობებს; მეორეს მხრივ, საკუთარი იდეალური წარმოდგენების მატერიალიზებას ცდილობს.  ეს იმიტომ, რომ ყოფიერების უმაღლეს აზრს ეს ადამიანი მხოლოდ თავად მატერიის სრულყოფის შემდეგ ხედავს.

ის აღმერთებს ხელოვნებას. შეუძლია სხვების გახალისება. გიჟდება რისკსა და აზარტზე. თავგანწირვით ემსახურება საზოგადოებას, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.  კარგადაც გამოსდის, რადგან ინტუიციურად ზუსტად გრძნობს, რა სჭირდებათ ადამიანებს მოცემულ ეტაპზე. დეკლარირებული მატერიალიზმის მიუხედავად, მას შეუძლია უმაღლესი აღმოჩენების გაკეთება და არც ისე იშვიათად განიცდის ექსტატიკურ მდგომარეობას ცნობიერების ზედა შრეებზე სპონტანური გადასვლის მომენტებში.

 

 

პაველ გლობა „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ლომის ნიშანში ნეპტუნი ვარდნაშია (გლობას ვერსია), მზის დომიცილის, პლუტონის ეგზალტაციის, ურანის ტყვეობის  ნიშანში; ცეცხლის სტიქიაში.

თქვენთვის დამახასიათებელია  იდეალიზმი სიყვარულში და ირეალიზმი შემოქმედებაში. საუკეთესო შემთხვევაში, თავდავიწყებამდე ერთგული თაობაა, ძლიერ გამოხატული თავგანწირვის უნარით. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ გრძნობებში ხშირად უმართლებთ, რადგან ხშირად გადაჭარბებულად აფასებენ, როგორც საკუთარ, ისე სხვების გრძნობებს. შთაგონებული და შემოქმედებითი ფანტაზიები აქვთ, თუმცა, იმავდროულად, ეს თაობა არც ისე კარგად ერკვევა საბირჟო საქმეებში, რასაც ფინანსური კრახი და სტაგნაცია მოყვება.  იდეალისტური დამოკიდებულება აქვთ ბავშვებთან _ მათგან თითქმის შეუძლებელს ითხოვენ. სამაგიეროდ, კომპენსაციას იღებენ შვილიშვილებისგან. ან პირიქით, თუ კარგი ურთიერთგაგება აქვთ შვილებთან, შვილიშვილებთან მოსალოდნელია გაუგებრობები.

უარეს შემთხვევაში, თქვენ გადაჭარბებულად აფასებთ საკუთარ თავს და ძალებს. გახასიათებთ უამრავი მკაფიოდ გამოხატული კომპლექსი. ასევე შეიძლება გამოვლინდეს იდეალისტური თვითდაბრმავება, რეალური ცხოვრებისგან  მოწყვეტა, სულიერ ბელადთა იდეების ბრმა მიმდევრობა და დესპოტიზმი სიყვარულში.

 

 

ავესალომ პადვოდნი „პლანეტების ზოდიაქოს ნიშნებში“

ნეპტუნი თავბრუს ახვევს ჩვეულებრივ ფხიზელ ლომს და ირეალისტური ოცნებებითა და ფანტასტიკური პროექტებით ავსებს. ეს გრანდიოზული მასშტაბების ოცნებებია, დაეხმაროს გაჭირვებულ ადამიანებს, თანაც საკმაოდ მკაცრი მეთოდებით. როდესაც ლომი გაჭირვებით გაფანტავს ნეპტუნის ბურუსს, ის გულისწყრომით აგზავნის მატყუარას ქალწულთან ტყვეობაში, სადაც ნეპტუნის ზემოქმედება, უნდა ითქვას, რომ კიდევ უფრო უარესია.

ამ ნეპტუნის უმდაბლესი ოქტავა ტიპური შარლატანია, დიდი ან პატარა კალიბრის თაღლითი, რომელიც ენერგიულად ღაღადებს იმედისმომცემ იდეებს, მაგალითად, სწრაფი და მარტივი გამდიდრების მეთოდებზე, გარანტიებით, სულ რაღაც ექვს თვეში. სხვა ვარიანტში ის რელიგიური ფანატიკოსია, რომელსაც თავისი მრევლი  წმინდა ომში მიჰყავს.

უმაღლესი ოქტავა მიუთითებს  ქადაგების ნიჭით დაჯილდოებულ  მაღალგანვითარებულ სულიერ პიროვნებაზე. შეიძლება  ახალი რწმენის ან რელიგიის ფუძემდებელიც გახდეს.

ამ ნეპტუნის გამოვლინება საშუალო ადამიანში ბადებს მიდრეკილებას ხელოვნების მისტიური ფორმებისადმი, მათ ფაქიზ  აღქმას, ლამაზი რელიგიური რიტუალების სიყვარულს.

 

სერგეი შესტაპალოვი „ასტროფსიქოლოგიის ცნობარი“

ძალიან ძლიერი მდებარეობაა, ნეპტუნი ეგზალტაციაშია (შესტაპალოვის ვერსია). ჰარმონიულ ასპექტებში, სუბიექტის ხასიათში ვლინდება სიკეთე, სინაზე, გულითადობა, გულწრფელობა, ერთგულება, მუდმივობა, ხელოვნების სიყვარული (განსაკუთრებით კინოხელოვნების), სულიერი იდეები, მაღალზნეობრივი იდეალები.

ნეპტუნის დაზიანებისას, სუბიექტი მიდრეკილია მოტყუებისა და თვითმოტყუების, ვერაგობისა და მუხანათობის, თაღლითობისა და რეკეტის, გამომძალველობისა და ამორალური ქცევებისკენ. მარტივად ცდუნდება და ნებდება სისუსტეებს. მას  აბრმავებს ილუზორული ბრწყინვალება. აწუხებს უცნაური იდეები და ფანტაზიები. შეიძლება თავადაც გახდეს თაღლითობის მსხვერპლი.

 

 

ფრენსის საკოიანი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ძლიერი ნიჭიერება ხელოვნებაში. ინტერესი თეატრის მიმართ. შემოქმედებითი უნარები ცნობიერების უმაღლესი ფენებისგან არის შთაგონებული.  მდიდარი ინტუიცია, თუმცა გადაჭარბებულად აფასებს საკუთარ ძალებს. თვითაღტაცება და თვითმოტყუება, განსაკუთრებით სიყვარულში. ექსტრავაგანტული დანახარჯები სიამოვნების  ძიებაში.

თქვენ დაიბადეთ 14 წლიან პერიოდში, როდესაც იბადებოდნენ ძალზედ ცოცხალი წარმოსახვის ადამიანები. თქვენ განსაკუთრებულად გიყვართ ფერები, ფერწერა, დრამები. თქვენმა თაობამ უზარმაზარი გავლენა მოახდინა ჰოლივუდის კინოინდუსტრიისა და სხვა სანახაობრივი ხელოვნებების განვითარებაზე. თქვენი თაობისთვის დამახასიათებელია ფანტასტიკური, გულუბრყვილო, ბავშვური წარმოდგენები კინომსახიობებსა და გასართობი  ინდუსტრიის სხვა კუმირებზე. სრულიად ლოგიკურია, რომ ეს თვისება განაპირობებს  ძლიერ იმედგაცრუებას. ადრე დაქორწინებულებს თავიანთი ფანტაზიები მეუღლეზე გადააქვთ.  ფანტასტიკური წარმოდგენები ოჯახურ ცხოვრებაზე, წლებთან ერთად, ვეღარ უძლებს რეალობასთან შერკინებას.

არ არის გამორიცხული გულის მოქმედების შეწყვეტა, დამამშვიდებელი(გამაბრუებელი) მედიკამენტების მიღების შედეგად.

 

სემირა და ვიტალი ვეტაში „პროგნოზირების ხელოვნება“

აღინიშნება ტენდენცია, უარყოს შეუცნობელი და იდუმალი, მატერიალურად მოეკიდოს რელიგიას. უმაღლეს აზრი შეიძლება იპოვოს თავად მატერიაში.

 

მარია ქეი სიმსი „თქვენი ჯადოსნური ბავშვი“

თქვენ ეკონომიკური აღმავლობის პერიოდში დაიბადეთ, როდესაც იდეალიზდებოდა ფუფუნება, მფლანგველობა და რისკი. ამ ლამაზმა ილუზიამ განაპირობა გამოსაფხიზლებელი დაცემა, საფონდო  ბირჟის კრახი (1929 წელს) და გარდაუვალი დეპრესია. წამოზრდილი თაობა მივიდა ადამიანის იდეალიზაციამდე, რომელსაც შეუძლია ამაყად და მყარად იდგეს ფეხზე.

 

 

ცნობილი ადამიანები ნეპტუნით ლომში:

I სახლში: Marilyn Monroe, Andy Warhol, Ava Gardner, Maya Angelou, Roger Moore, Yves Montand…

II სახლში: Lauren Bacall, Judy Garland, Anne Frank, John Forbes Nash, Jerry Lewis, William Blake, Tony Curtis…

III სახლში: Marie Antoinette, Fidel Castro, Klaus Kinski, Rainier III Prince of Monaco…

IV სახლში: Rita Hayworth, Miles Davis, Eva Peron, Gina Lollobrigida…

V სახლში: Che Guevara, Jeanne Moreau, Gabriel García Márquez, Dean Martin, Robert F. Kennedy…

VI სახლში: Serge Gainsbourg, Pope Benedict XVI, Richard Burton, Line Renaud, Maximilien Robespierre…

VII სახლში: Audrey Hepburn, Elizabeth II, Paul Newman, René Descartes, Charles Aznavour, Carlos Castaneda, Simone Signoret, Kirk Douglas…

VIII სახლში: Nelson Mandela, Edith Piaf, Malcolm X, Charles Bronson, Marcello Mastroianni…

IX სახლში: Marlon Brando, Maria Callas, Margaret Thatcher, Sathya Sai Baba, Ermanno Gorrieri, Gilles Deleuze, Liliane Bettencourt, Shirley Temple…

X სახლში: John Fitzgerald Kennedy, Frank Sinatra, Pope John Paul II, François Mitterrand, Stanley Kubrick, Charles Bukowski, Ingmar Bergman, Charlton Heston, Joan Fontaine…

XI სახლში: Wolfgang  Amadeus  Mozart, Louis XVI of France, Hugh Hefner, Juliette Gréco, Federico Fellini, Jack Kerouac, Rock Hudson, Doris Day, Sidney Poitier…

XII სახლში: Linda Goodman, Indira Gandhi, George H. W. Bush, Ingrid Bergman, Betty White, Lino Ventura…


About Qet

Scroll To Top