1957 — 70 წწ.
აღქმას + თვითგადარჩენა = ინსტინქტს
ნეგატიური განვითარებისას,ასეთი ადამიანი სავსეა ვნებებითა და ქვეცნობიერი იმპულსებით. ჩაკეტილია, იდუმალი, ქედმაღალი და ფიცხი. ხშირად განიცდის ტოტალურ იმეგდაცრუებას და დეპრესიაში ვარდება,რასაც მოჰყვება ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გადაჭარბებული მოხმარება. ზოგადად, ისედაც მიდრეკილია ავხორცობისკენ, სექსუალური აღვირახსნილობისა თუ ფსიქოტრონული პრეპარატების გამოყენების ჩათვლით. ცდილობს მაქსიმალური ხორციელი სიამოვნება მიიღოს ცხოვრებისგან და ამ პროცესში ხშირად ივიწყებს ზნეობას და მორალურ პასუხისმგებლობას. ახასიათებს ამპარტავნება და უზომო სიამაყე, თუმცა ცხოვრებისეული გამოცდილება, ადრე თუ გვიან, ასწავლის თავმდაბლობასა და თვინიერებას.
ასეთი ადამიანის მენტალობა,ფანტაზიები და წარმოსახვა ღრმად მისტიური ხასიათის არის. აქტიურად ინტერესდება ოკულტიზმით, მედიცინის საიდუმლოებებით, რეინკარნაციის პრობლემებითა და ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიით. ეს ზეინდივიდუალისტი ხალხია. ქვეცნობიერად განიცდიან შინაგანი დაძაბულობის მოთხოვნას. მათ არ შეუძლიათ არც მშვიდად ცხოვრება, არც მშვიდი აღქმა და არც წონასწორობაში ყოფნა. ისინი ღრმად იძირებიან ილუზიების სამყაროში და რეალობაში დასაბრუნებლად, მათთვის უბრალოდ აუცილებელია ემოციურად ჩაერთონ მიმდინარე მოვლენებში. მათთვის კარგად ნაცნობია ემოციური მედიტაციების სიმაღლეები,როგორც პოზიტიური,ისე დესტრუქციული კუთხით. ძალზედ საინტერესოა,რომ ასეთი ადამიანები ხშირად სექსუალურ ურთიერთობების მეშვეობით მედიტირებენ. მათთვის არ არის რეკომენდებული საკუთარ გრძნობებზე ინტენსიური ზეწოლა,თუმცა შეგრძნებათა დახვეწას და ამაღლებას ნამდვილად უნდა შეეცადონ. ისინი მუდამ მერყეობენ სტაგნაციასა და აქტიურობას შორის. ყოველთვის ანადგურებენ ძველს,რომ გახსნან გზა გარდასხვის პროცესებისა და განახლებისკენ. მათ მიაჩნიათ, რომ რეფორმები სულიერ დონეზე უნდა წყდებოდეს. მათი ცხოვრება სავსეა აღმასვლებითა და დაცემებით. ისინი ძალზედ მიმზიდველნი არიან თავიანთი ემოციურობის გამო. მათ ნამდილად შეუძლია ფერფლიდან აღდგომა. ფანატიკური შეპყრობილობით მისდევენ რაიმე აკვიატებულ იდეას,თუმცა ხშირად უჭირთ რაციონალური მიზეზების ახსნა,განსაკუთრებით თუ რაიმე აზრი ჩაუვარდათ გულში.
ისინი სრულ გულწრფელობას ავლენენ,თუმცა მხოლოდ ზედაპირულ დონეზე,შინაგანად კი ყოველთვის ჩაკეტილები არიან. გამოირჩევიან სიბრძნით, დაჟინებულობით, ჩაკეტილობითა და სიჯიუტით. მათ მიაჩნიათ, რომ ყველა ბუნებრივი მოთხოვნილება უნდა დაკმაყოფილდეს, რის გარეშეც შეუძლებელია სულიერი განახლება და ცხოვრების შინაგანი კანონების შესწავლა.
პაველ გლობა „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
აქ ნეპტუნი მარსსა და პლუტონს სტუმრობს,ურანის ეგზალტაციის,მთვარის ვარდნის; ვენერას, ქირონის, კეტუსა და სელენას ტყვეობის ნიშანში, მონათესავე წყლის სტიქიაში.
ეს ნეპტუნის ძლიერი მდებარეობაა. სულიერი განახლების გარდა,თქვენი თაობისთვის დამახასითებელი იქნება ინტენსიური დაძაბულობა გრძნობებსა და სექსუალურ შეგრძნებებში (აღმშენებლობასა და განადგურებას განაპირობებს ურანი; საკმარის ძალას,რეალიზებისთვის_მარსი და პლუტონი). აქ იგულისხმება სექსუალური რევოლუციაც და სტატიკური მდგომარეობიდან დაძვრაც,ანუ რეგენერაცია.
საუკეთესო შემთხვევაში თქვენი სექსუალური ენერგია ხელოვნებაში სუბლიმირდება. ეს შეიძლება გამოვლინდეს როგორც ჰარმონიის განადგურებით,ისე ახალი მუსიკალური ფორმების ჩამოყალიბებით. თქვენ მძაფრად განიცდით სულიერი განახლების,გარდასახვის მოთხოვნას. შესაძლოა გახდეთ მორალისტი და სულიერი მებრძოლი. თქვენ უზარმაზარ ინტერესს ავლენთ პარაფსიქოლოგიის, სულიერი რეფორმების, ოკულტიზმისა და ნათელხილვის მიმართ. ასევე ყველანაირად ეცდებით შეინარჩუნოთ და განამტკიცოთ გაბზარული ქორწინება. უარეს შემთხვევაში,თქვენთვის დამახასიათებელი იქნება ზღვარგადასული სექსუალობა,ნარკომანიის დონემდე.
ამ პერიოდში ხშირად ირყვნება მორალი, ვლინდება ჰიპობის სხვადასხვა ფორმა, მკვეთრად იზრდება განქორწინებების სტატისტიკა, ფართოდ ვრცელდება ვენერიული დაავადებები. ამ თაობისთვის დამახასიათებელია დაბნეულობა საერთო იდეებში და ქვეცნობიერი პროტესტი. დიდ პოპულარობას იძენენ სექტანტური მოძრაობები.
ავესალომ პადვოდნი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
საერთოდ,ეს არც ისე დადებითი მდებარეობაა ნეპტუნისთვის.
უმდაბლეს ოქტავაში ნეპტუნი გონებას უბინდავს მორიელს,რომელსაც ისედაც უჭირს საკუთარ თავში გარკვევა და ტრანსფორმაციის ძალის ზუსტ სიხშირეზე მომართვა. ამიტომ,მორიელი ძალზედ მოუხელთებელი, მატყუარა და ვერაგი ხდება, თითქმის კირჩხიბივით; მისი ზემოქმედებაც სულ უფრო ბუნდოვანია: მას ცუდად ესმის,რა უნდა გააკეთოს ან საერთოდ რას აკეთებს,რადგან ემოციური განცდები მთლიანად ფარავს აზროვნებით პროცესებს,რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სულიერების ხარისხს. არაფერს ვამბობ მდაბიო მედიუმიზმზე, ნარკოტიკებზე, უწესრიგო სექსზე და ა.შ. ასევე ამ სფეროებში პედაგოგიკაზე.
მეორეს მხრივ,ნეპტუნის უმაღლესი ოქტავის კოსმიური სიყვარული რთული აღსაქმელია მორიელისთვის, რომელიც განწყობილია ტრანსფორმაციაზე ან ბოროტების განადგურებაზე: მას ძალიან უჭირს სიკეთისა და ბოროტების პოლარიზაცია და მათზე ამაღლება,რისკენაც რბილად უხმობს ნეპტუნი. ამიტომ,ნეპტუნის უმაღლეს ოქტავას მხოლოდ ერთეულები აღწევენ,ეს კი მტრედის (და არა არწივის) დონეა.
აქ მიმდინარეობს უფაქიზესი ტრანსფორმაცია უშუალოდ ეგრეგორის მიერ,ადამიანისთვის თითქმის უხილავ დონეზე. ადამიანმა ძალიან ფრთხილად და მინიმალური ენერგიით უნდა მიმართოს თავისი ყურადღება ტრანსფორმაციის ობიექტზე. ეს ქალწული მარიამის მდებარეობაა.
სერგეი შესტაპალოვი „ასტროფსიქოლოგიის ცნობარი“
ჰარმონიულ ასპექტებში: თანადაყოლილი ფსიქოლოგიური უნარები. შინაგანი ემოციურობა. ძალიან მდიდარი წარმოსახვა და რთული შინაგანი სამყარო. სულიერი სიფაქიზე და რელიგიურობა. კეთილსინდისიერება. პასუხისმგებლობა და მოთმინება. ერთგულება და თავდადება. სიფრთხილე და კეთილგონიერება. პრაქტიკულობა და სარგებლის წინასწარ დანახვის უნარი. ადამიანი ძალზედ ყურადღებიანია, მზრუნველი, სენტიმენტალური,იდუმალი და ჩაკეტილი; ინტერესს ავლენს საიდუმლო სულიერი სწავლებებისა და ორგანიზაციების მიმართ. მოსწონს ფსიქოლოგია, ფსიქოანალიზი, ფსიქიატრია, ქიმია, ფარმაკოლოგია, ჰომეოპათია, ნარკოლოგია; სიამოვნებით მიმართავს ასტრალურ ცდებს.
პლანეტის დაზიანებისას: გამოგონილი პრობლემები. გაურკვეველი მდგომარეობა. უზომო ჩაკეტილობა. კრიმინალურ ან მიწისქვეშა კომპანიებში მოხვედრის საფრთხე. ფარული განცდები. მიდრეკილება ტყუილებისა და მუხანათობისადმი. მავნე ჩვევები, სიზარმაცე, ფანატიზმი, თაღლითობა და გამომძალველობა. არაჯანსაღი იდეალიზმი და რომანტიზმი. თავხედური ტყუილები. უცნაური განცდები და შეგრძნებები.
ფრენსის საკოიანი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
თქვენ დაიბადეთ 14 წლიან პერიოდში,როდესაც იბადებოდნენ ადამიანები ძლიერი ფსიქიკური მგრძნობიარობით. ძალზედ პოპულარული იქნება აღმოსავლური რელიგიები და მედიტაციის თემა,რადგან თქვენ ძლიერი მისტიური განცდებით ხასიათდებით. თქვენს ასაკობრივ ჯგუფს იზიდავს ყველაფერი შეუცნობელი,ზებუნებრივი და უჩვეულო. მძაფრად გრძნობთ კატასტროფებს,უცნაურ მოვლენებს და ეს მკაფიოდ გამოიხატება თქვენი თაობის მიერ შექმნილ მუსიკაში,ხელოვნებასა და მოდაში. თქვენში დიდი პოპულარობით სარგებლობს საშინელებათა ჟანრის წიგნები და ფილმები. ამ თაობაში მკვეთრად იმატებს ნარკომანთა და თვითმკვლელთა რიცხვი. დამახასიათებელია ემოციური დეპრესია.
თქვენთვის დამახასიათებელი იქნება ძლიერი ინდივიდულიზმი,რომელიც ეცდება თვითრეალიზებას კოლექტივში; გრძნობებით ხელმძღვანელობა; დახვეწილი გრძნობები,რაც უზრუნველყოფს ფართო თვალსაწიერს; ქვეცნობიერი აღტკინებები; ნათელხილვის უნარები; ინტერესი პარაფსიქოლოგიისადმი; სიჯიუტე, ჩაკეტილობა და იდუმალება.
პლანეტის დაზიანება მიუთითებს დეპრესიებზე, დაბნელობაზე, სიფიცხეზე, გადაჭარბებულ თვითშეფასებაზე ან პირიქით,საკუთარი თავით იმედგაცრუებაზე; თვითმოტყუებაზე; შემოსავლის უჩვეულო წყაროებზე; გაღიზიანებაზე; ცვალებადობაზე; ირაციონალურ ფანატიზმზე; ფუფუნებისა და სენსაციების სიყვარულზე; ჭორებისა და ცილისწამებისკენ მიდრეკილებაზე. არ არის გამორიცხული მემკვიდრეობის დაკარგვა მუხანათობის გამო. სავარაუდოდ,თქვენ ინსტინქტურად უნდა გრძნობდეთ სხვების სუსტ მხარეებს,მაგრამ, იმავდროულად,იგნორირებას უკეთებთ საკუთარ სისუსტეებს.
ჯანმრთელობის შესაძლო გართულებები: ქვედა კიდურების სისუსტე; შეპყრობილობა; ნარკომანია და ალკოჰოლიზმი; ვენერიული და ფსიქიური დაავადებები.
სემირა და ვიტალი ვეტაში „პროგნოზირების ხელოვნება“
თქვენი რითმებისა და სამყაროს ვიბრაციების აღქმა განსაკუთრებული სიმძაფრითა და დრამატიზმით გამოირჩევა. სულიერების თქვენეული გაგება გულისხმობს ცხოვრებისა და სიკვდილის იდუმალი მხარეების შესწავლას.
მარია ქეი სიმსი „თქვენი ჯადოსნური ბავშვი“
თქვენ სამყაროს მაშინ მოევლინეთ,როდესაც იდეალიზდებოდა სექსუალობა. იმედგაცრუებამ ურთიერთობებსა და ქორწინებაში, რაც ნეპტუნის სასწორის ნიშანში ყოფნის დროს გამეფდა, განაპირობა სექსუალური რევოლუცია. თქვენის მხრივ,თქვენ გაიარეთ ეს ილუზიები და აღმოაჩინეთ,რომ გახსნილი და თავისუფალი სექსუალობა ზომიერებას მოითხოვს. ამავე პერიოდში მოხდა სიმდიდრისა და ძალაუფლების იდეალიზაცია, რამაც ახლა მიგვიყვანა ეკონომიკურ კოლაფსამდე, ძალაუფლების სტრუქტურების გადაწყობის აუცილებლობამდე. თქვენი მშობლების „ამერიკული ოცნება“ ანგარიშის წარდგენით გემუქრებათ. ზოგიერთი თქვენგანი გატაცებით სწავლობს თავის ფსიქიკას და გულმოდგინედ არკვევს ამ ყველაფრის მიზეზებსა და საკუთარ ბრალს. სხვები,უფრო ნაყოფიერები,ახალი იდეალების ლიდერები ხდებიან და უშიშრად არკვევენ,რა არ მუშაობს,რომ აღადგინონ ის,რაც ეფექტურად იმუშავებს.
ცნობილი ადამიანები ნეპტუნით მორიელში:
I სახლში: Nicole Kidman , Tom Cruise, Björk, Courtney Love, Jean-Claude Van Damme, Claudia Schiffer, Jon Bon Jovi, Mike Tyson, Victor Hugo, Vin Diesel, River Phoenix, Janet Jackson, David Guetta, George Sand…
II სახლში: Gerard Butler, Natalie Dessay, Hugh Grant, Anthony Kiedis, Gia Carangi, Sarah Palin, Helena Christensen, Javier Bardem, Anna Nicole Smith, Andrea Bocelli…
III სახლში: Madonna, Sharon Stone, Keanu Reeves, Kurt Cobain, Sophie Marceau, Yannick Noah, Jay-Z, Renée Zellweger, Mylène Farmer, Nicolaus Copernicus, Naomi Watts, Brooke Shields…
IV სახლში: Johnny Depp, Emmanuelle Béart, Marilyn Manson, Kylie Minogue, Robert Downey Jr., Vincent Cassel, Rocco Siffredi, Lolo Ferrari, Jeff Buckley, Eddie Murphy, Robert Smith, Seal, Christophe Lambert, Matthew Perry, Luc Besson…
V სახლში: Jennifer Lopez, Julia Roberts, Juliette Binoche, Carla Bruni Sarkozy, Sandra Bullock, Céline Dion, Mel Gibson, Michelle Pfeiffer, Albert II Prince of Monaco, Cindy Crawford, Will Smith, Osama bin Laden, Michael Jordan, Elizabeth Hurley, Patrick Bruel, Gary Oldman, George Michael, Julianne Moore, Lisa Kudrow…
VI სახლში: Pamela Anderson, Charlie Sheen, Michael Schumacher, Matthew McConaughey, Sarah Jessica Parker, Marie Trintignant, Melanie Griffith, Tim Burton, Ben Stiller, Gordon Ramsay…
VII სახლში: Dave Gahan, Halle Berry, Cate Blanchett…
VIII სახლში: Barack Obama, Michael Jackson, George Clooney, Demi Moore, Whitney Houston, Antonio Banderas, Michael J. Fox…
IX სახლში: Bono, Bertrand Cantat, Carole Bouquet, Daniel Day-Lewis, Eric Cantona…
X სახლში: Jesus Christ, Diana Princess of Wales, Monica Bellucci, Russell Crowe, Hugh Jackman, Naomi Campbell, Meg Ryan, Trent Reznor, Lenny Kravitz, James Hetfield, José Mourinho, Patricia Kaas…
XI სახლში: Brad Pitt, Jodie Foster, Catherine Zeta-Jones, Lambert Wilson, Gwen Stefani, Matt Damon, Nicolas Cage, Sean Penn, Ellen DeGeneres, Shania Twain, Michelangelo…
XII სახლში: Edward Norton, Jim Carrey, Prince, Colin Firth, Courteney Cox, Tori Amos, Sinéad O’Connor, Sid Vicious, Diego Maradona…