ასტროლოგიაში პლანეტებს გააჩნიათ ფუნქციები:
მზე – მზის ნიშანი არის ის, რომელსაც ჩვენი დაბადების ზოდიაქოდ ვიცნობთ. მზეს შემდეგი ფუნქციები აქვს: ჩვენი ეგო, მე, ძირითადი მახასიათებლები. ესაა ის, რაც ხარ გულით, რა ურთიერთობა გაქვს მამრობით სქესთან, განსაკუთრებით მამასთან. თუ მზე ძლიერია რუკაში, მიანიშნებს ავტორიტეტულ, ღია ადამიანზე ყურადღების ცენტრში ყოფნის მოთხოვნილებით. მზე მართავს ლომის ზოდიაქოს.
მთვარე – ინსტინქტები, ჩვეულებები, შიშები (ფობიები), არაცნობიერი ნაწილი, ქმედებები. ასევე მიანიშნებს რა ტიპის ოჯახური გარემო მოგწონს, რა ურთიერთობა გაქვს ქალებთან, განსაკუთრებით დედასთან. თუ მთვარე ძლიერია რუკაში, განწყობა და მისი ცვლილებები უფრო მეტადაა გამოხატული, გრძნობების, ემოციების გავლენით გადაწყვეტილებების მიღებაზე მიანიშნებს. მთვარე მართავს კირჩხიბის ზოდიაქოს.
მერკური – ფიქრი, კომუნიკაცია, ინფორმაციის შეგროვება, აზროვნების სტილი. თუ მერკურის ძლიერი მდებარეობაა, კომუნიკაციის საჭიროება და მოთხოვნილება წინა პლანზეა, უფრო მეტად ხართ მიდრეკილი საუბრებისკენ (თუნდაც ტელეფონით). მერკური მართავს ტყუპებს და ქალწულს.
ვენერა – მოწონების, სიყვარულის გამოხატვა, შემოქმედებითი გემოვნება, ბედნიერების განცდა, მცირე შემოსავალი/დანახარჯები. ვენერის ძლიერი მდებარეობა მიუთითებს ხელოვნებისადმი მიდრეკილებას და პიროვნების მიმზიდველობაზე. ვენერა მართავს სასწორს და კუროს.
მარსი – ზოგადად აქტიურობა, ქმედება,აგრესია და ენერგია. თუ მარსის ძლიერი მდებარეობაა, მიუთითებს აქტიურობის მოთხოვნილებაზე, ადამიანი არის ძლიერი,ენერგიული, აქტიური და ზოგჯერ აგრესიულიც. მარსი მართავს ვერძს.
იუპიტერი – ზოგადი პრინციპების ჩამოყალიბების უნარი, ოპტიმიზმის მაჩვენებელი. იუპიტერის ნიშანი და სახლი (რომელშიც მოხვდა) გვიჩვენებს სად, რა სფეროებში ვგრძნობთ თავს უსაფრთხოდ, დაცულად, როგორ (და სად) ვაღწევთ წარმატებას. კარგი მდებარეობა მიუთითებს იღბლიანობაზე. იუპიტერი მართავს მშვილდოსანს.
სატურნი – სიფრთხილე, შიში, ამბიციურობა, განსაზღვრულობა, შებოჭვა. სატურნის შექმნილი დაბრკოლებების გარეშე ჩვენ ვერ გავიზრდებით. სატურნის ძლიერი მდებარეობა ხშირად აქვთ ექიმებს, მეცნიერებს, ბიზნესმენებს. ასტროლოგიური ნიშანი და სახლი, რომელშიც სატურნი იმყოფება მიგვანიშნებს რა გვჭირდება იმისთვის, რომ თავი დაცულად და უსაფრთხოდ ვიგრძნოთ, რა გვაშინებს, რისი დანაკლისი გვაქვს, რა გვაფერხებს, სადაა შეზღუდვები. სატურნი მართავს თხის რქას.
ურანი – ორიგინალურობა, თავისუფლებისადმი დამოკიდებულება. ესაა „ამბოხის“ პლანეტა, ეწინააღმდეგება წესრიგს, რადგან ესაა მისი წესი, ურანი „ფიქრობს“, რომ ის უკეთეს წესრიგს დაამყარებს. თუ ურანი რუკაში ძლიერია, ეს მიანიშნებს ექსცენტრიულ ან/და გენიოს ადამიანზე, აქვთ ტენდენცია შოკში ჩააგდონ საზოგადოება. პოლიტიკოსებს, რომლებსაც ურანის ძლიერი მდებარეობა აქვთ, გამოირჩევიან ახალი, ნოვატორული იდეებით. ურანი მართავს მერწყულს.
ნეპტუნი – ფერადი სათვალით ყურება, სად ვხედავთ მას, რისი დანახვაც გვინდა. ესაა პლანეტა, რომელიც ილუზიებს, ფანტაზიას და წარმოდგენებს მართავს, ასევე, კოსმიური სიყვარულსაც. თუ ნეპტუნის ძლიერი მდებარეობაა რუკაში, ადამიანი არის მგრძნობიარე და ამავე დროს ფანტაზიორიც (ასპექტებს გააჩნია), უარყოფით ვარიანტში ვიღებთ მიდრეკილებას ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი. ნეპტუნი მართავს თევზებს
პლუტონი – სექსი, სიკვდილი, რეგენერაცია, ექსტრემალური სიტუაციები, ფეტიში. პლუტონის მდებარეობა მიგვანიშნებს სად გვაქვს ტენდენცია არ გავჩერდეთ, არ წავიდეთ კომპრომისზე. მისი ძლიერი მდებარეობა რუკაში მიუთითებს, რომ ადამიანს (ძლიერი პლუტონის მქონეს) არ უნდა მოექცეთ ცუდად (უწესრიგოდ). პლუტონი მართავს მორიელს.
ძირითად მასალად გამოყენებულია bobmarksastrologer.com
სტატიის ავტორი: თამთასიმბოლოები, რომლებითაც ზოდიაქოს ნიშნები და პლანეტები აღინიშნება: