პლუტონის შეერთება „ადამიანის დევნისას, ბედისწერა მიზნად არ ისახავს, მას დაეწიოს“
პლუტონთან შეერთებისას, პლანეტის მართულ სფეროში ადამიანი მუდმივად გრძნობს ბედისწერის სუნთქვას. ძლიერი ენერგეტიკის შემთხვევაში, ამ სუნთქვას გრძნობენ მისი გარშემომყოფებიც. განსაკუთრებით ისინი, ვინც პლანეტის პრინციპებს ააქტიურებს. ბედისწერის აზრი გამოიხატება პლანეტის პრინციპების გასუფთავებითა და განახლებით. იმ ფორმებით, როგორც ისინი მატერიალიზდებიან ადამიანის ბედში. რეალიზება კი ხდება არამხოლოდ ინდივიდის ნათალური რუკით, არამედ მისი პირადი არჩევნებითა და გადაწყვეტილებებით ცხოვრების განმავლობაში.
დაბალ დონეზე, ადამიანს ეჩვენება, რომ პლანეტის მართულ სფეროში ყველგან უბედურება და აუნაზღაურებელი დანაკარგები ჩაუსაფრდნენ. თუმცა აქ მან მართლაც უნდა გამოიმუშაოს მორჩილება და ისწავლოს შესაბამისი დინებების მაღალ ვიბრაციებზე მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უსიამოვნო შედეგები ელის. ჰარმონიული პლანეტის (ან მთლიანობაში რუკის) შემთხვევაში, ეს შედეგები გავრცელდება არა თავად პიროვნებაზე, არამედ მის ახლობლებზე.
პლუტონთან შეერთების დამუშავების თავისებურება იმით გამოიხატება, რომ პლუტონი არასდროს თვლის ადამიანს საკმარისად “სუფთად”. ცხოვრების სფეროში, სადაც პლანეტის პრინციპები აქტიურდება, ინდივიდი ძალიან მძაფრად გრძნობს ამას. დამუშავება კი აქ გამოიხატება იმ ინსტრუმენტების შეცვლით, რომლითაც სარგებლობს პლუტონი: ნაგვის მანქანა და ბაკი, ცოცხი და აქანდაზი თუ ფუნჯი და ფურცელი.
მაღალ დონეზე, პლუტონი ღრმად აღწევს იმ სახლის ეგზისტენციალურ პრობლემებში, სადაც ხდება შეერთება. ასევე იმ სფეროებში, რომელსაც მართავს პლანეტა. ადამიანს ეძლევა მისი პრინციპების ფაქიზად დამუშავების შესაძლებლობა და უნარი, უმნიშვნელო ზემოქმედებით მოაგვაროს კარმული პრობლემები შესაბამის სფეროებში.
ქირონის შეერთება: „სჯობს ღმერთს ანგარებით ემსახურო, ვიდრე ეშმაკს უანგაროდ“
ქირონთან შეერთება პლანეტას განსაკუთრებულ იუმორის გრძნობას ანიჭებს, რომელსაც თავიდან გარშემომყოფები უფრო აფასებენ, ვიდრე თავად ინდივიდი, რომელიც ხუმრობების მთავარი გმირი ხდება. ეს ასპექტი ბადებს პლანეტის პრინციპების არატრადიციული მეთოდებით დამუშავების კარმულ აუცილებლობას, რისი სტიმულიც გაურკვეველი და ქაოტური სიტუაციების ჩიხური განვითარება ხდება, სადაც, მართალია, შინაგანი აზრი იგრძნობა, მაგრამ ძალიან რთული გასაგებია, თუ ადამიანი მისთვის ჩვეულ პოზიციებზე რჩება. მაგალითად, ქირონისა და მთვარის შეერთება უცნაურ ან თუნდაც ჩვეულებრივ დაავადებებს იძლევა, რომლის მკურნალობაც ტრადიციულ მეთოდებს არ ექვემდებარება. დაავადება, პირდაპირი მნიშვნელობით, გააწამებს ადამიანს, სანამ ის მკურნალობის უჩვეულო მეთოდებს არ მიმართავს, რასაც ტრადიციული მედიცინა შარლატანობას უწოდებს, ყოველ შემთხვევაში, ეჭვქვეშ მაინც აყენებს.
სამაგიეროდ, ქირონთან ჰარმონიული შეერთება პრობლემის ძალიან სწრაფ, თითქმის სასწაულებრივ მოგვარების საშულებას იძლევა. როგორც წესი, ადამიანს მხოლოდ ახლებური, თავიდან ნახევრად სასწაულებრივი შეხედულებების, მეთოდების და ილეთების სერიოზული ათვისება და მატერიალიზაცია ევალება. იმავდროულად, აუცილებელია შინაგანი მუშაობა ქვეცნობიერის იმ პროგრამებთან, რომელსაც პლანეტა მართავს. მაგალითად, ქირონი-პლუტონის შეერთების დამუშავება გულისხმობს საკუთარი შეხედულებების გადახედვას ბედისწერაზე, პირადი და მსოფლიო კარმების ურთიერთკავშირზე (პიროვნების როლი ისტორიაში), სულიერ განწმენდაზე, მონანიებაზე და ა.შ.
ქირონთან შეერთების დამუშავება, პლანეტის მართულ სფეროებში, უჩვეულო შემოქმედებით უნარებს, მეთოდებსა და ილეთებს იძლევა, რასაც, მართალია, თანამედროვეებში სასწაულის ეფექტი აქვს, მაგრამ მომდევნო თაობებისთვის მაინც „მეცნიერული“ და „რაციონალური“ გახდება.
ქირონის ძირითადი მეთოდური პრინციპი ჟღერს ასე „გაიგო_ნიშნავს მიეჩვიო“, თუმცა ქირონთან შეერთების დამუშავება არა პლანეტის პრინციპების ხარისხობრივად ახალი მეთოდების განვითარებას, არამედ ცნობიერების გაფართოებას გულისხმობს.
პლუტონის და ქირონის ასპექტების ზოგადი დახასიათება
„მართალია ჩვენ სამკვდრო მტრები ვართ, მაგრამ ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა საერთო მტრის წინაღმდეგ. სხვაგვარად, ომი იქნება, სადაც თითოეული ჩვენგანი ბოლომდე წავა!“
ასპექტით დაკავშირებული პლუტონი და ქირონი მოკავშირეები ხდებიან და მათი ურთიერთქმედება დადებითად აეწყობა თუ მიზნად ენერგიების გაერთიანებას ისახავს. ისე კი, ეს ორი მეომარია: მიწისქვეშეთის და ზეცის, მათი ურთიერთქმედება შერკინებაა. პლუტონი _ მდუღარე წყალია, ლავა; ქირონი _ ცივი ჰაერი. მათი ასპექტების ზემოქმედება იონიზირებული ჰაერის (ლაზერი) მიზანმიმართულ ვიწრო დინებას შეიძლება შევადაროთ. მათი ტანდემის გავლენა ძალიან ბასრია და კონტრასტულ შედეგებს იძლევა „+“ იცვლება „-“ ზე, მაშასადამე ასპექტები იცვლიან პოლარობას, სიტუაციის მიხედვით.
პლუტონის და ქირონის შეერთება
ეს ასპექტი მგლის და ძაღლის ერთ მარხილში შებმას ჰგავს. დიახ, ისინი ერთად მიდიან, მაგრამ ორივე თავისთვისაა, რადგან ერთმანეთის მტრები არიან. ეს სიჯიუტის, ერთგულების და ბრაზის სიმბოლოა _ მეგობრისთვის ყველაფერზე წავა, მაგრამ თუ მეგობარმა უმუხთლა, მასაც თვალის დაუხამხამებლად მოკლავს!
ასეთ ადამიანს მარტივად შეუძლია ხალხის ცნობიერებით მანიპულირება და ბრბოს მართვა. ის ყოველთვის ბრბოზე მაღლა დგას და მისი განადგურებაც ძალუძს. შეიძლება ითქვას, სასტიკი ადამიანია, ძლიერი შინაგანი ამტანობით და მიუხედავად ამისა, ორსახოვანია.
ისინი არასდროს არაფერს ივიწყებენ. ვენდეტა! დიდხანს და დაჟინებით ატარებენ შურისძიების იდეას _ როგორც გაანადგურონ მოწინააღმდეგე. ამ ასპექტის ფარგლებში, ქირონი პლუტონის ალს აღვივებს, ამიტომ, ადამიანი მუდმივად აღგზნებულია, მზადაა მოქმედებისთვის და თავის გზაზე ყველა წინააღმდეგობას გადაწვავ