„პოლიტიზირება“
თემა: სოციალური ურთიერთობები და კარიერა
დადებითი მახასიათებლები: ენერგია, გადაწყვეტის უნარი, მიზანდასახულობა, სიტყვის ძალა (მჭევრმეტყველება, სხვების დარწმუნების უნარი), სხვების გონებით მანიპულირების უნარი, მკვეთრი თვითგამოხატვა, თვითრეალიზებაზე ორიენტირება. მასის ან ექსტრემალური პირობების ენერგიას იყენებს. მიზნის მისაღწევად უკიდურეს საშუალებებს მიმართავს. ძალაუფლების მიღების შემთხვევაში „მაგრდება“, მტკიცდება. ამ მდებარეობის მქონე ადამიანი ექსტრემალურ სიტუაციებში ლიდერი ხდება.
უარყოფითი მახასიათებლები: პატივმოყვარეობა, დაუნდობლობა; მიზნების მისაღწევ გზაზე გაუთვალისწინებელი დაბრკოლებები ხვდება, საზოგადოების წინააღმდეგ სტიქიური ხასიათის პროტესტი ახასიათებს. შეიძლება გახდეს დესპოტი, მკაცრი იერარქია შექმნას. ხელმძღვანელი პირები შესაძლოა მტრად მოევლინონ ან მტრად თვლიდეს, მისი ინტერესები და ინიციატივა „ჩააგდონ“.
დამახასიათებელია ძლიერად განვითარებული ნებისყოფა, რადიკალიზმი, წარმატების მიღწევის გამძაფრებული სურვილი. მისგან შესაძლოა გამოვიდეს სულიერი და ზუსტი მეცნიერების წარმატებული ლიდერი. კარგი მდებარეობაა პოლიტიკური კარიერისთვის, საზოგადოებრივი საქმიანობებისთვის.
დაზიანებული პლუტონის შემთხვევაში დამახასიათებელია სკანდალური ცნობადობა, კრიზისი, კონკურენცია, ენერგიის უარყოფითად გამოყენება, დესპოტიზმი, დიქტატორობა.
მიზანდასახულია, ცდილობს კარიერა აიწყოს ან ცხოვრების სხვა მნიშვნელოვანი მიზნები დაისახოს, რაც შედეგად ძლიერ მოწინააღმდეგეებსა და ერთგულ მიმდევრებს სძენს. მთლიანი რუკის გათვალისწინებით, შესაძლოა დამანგრეველი ან გამმთლიანებელი ძალა ჰქონდეს.
მე-10 სახლში პლუტონი განსხვავებული გზებით ვლინდება: ა) შესაძლოა ძალაუფლების წყურვილის გამო მასის მართვა დაიწყოს, ბ)მასას განერიდოს იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების, მასის არასრულყოფილებას გააცნობიერებს.
1-ელი სახლის პლუტონის მსგავსად, მე-10 სახლში მყოფი პლუტონი ჰოროსკოპის მმართველი ხდება და ინდივიდის ცხოვრებას წარმართავს, განსაკუთრებით თუ მე-10 სახლში სტელიუმია ან პლუტონს ასპექტები აქვს მზესთან, მთვარესთან, მარსთან, სატურნთან ან ურანთან. ამ მდებარეობის პლუტონის მქონე შეუმჩნეველი არ რჩება, თუმცა მისი ცნობადობა როგორი იქნება – ასპექტები და რუკა განაპირობებს.
შესაძლოა მისი სამსახური უკავშირდებოდეს რეჟიმულ საიდუმლო ორგანიზაციებს, გაერთიანებებს, მაგ: ჯარი, უსაფრთხოების სამსახური, სამხედრო კრიმინალური სამსახური, სამხედრო კვლევის სფერო (ქიმიკოსი, ბიოქიმიკოსი, მასობრივი განადგურების იარაღზე მუშაობა), ასევე სავარაუდო პროფესიებია – ონკოლოგი, გინეკოლოგი, რენტგენოლოგი, სანტექნიკოსი, უფლებადამცველი, მასობრივი ღონისძიებების ორგანიზატორი.
ამ მდებარეობის მქონე ადამიანი სოციუმში რთულად ძლებს, რევოლუციონერია და სოციალურად აქტიურია. თუ პოლიტიკოსი ხდება – ძალაუფლების გადამეტებით გამოყენების ცდუნებას ვერ უძლებს (ან დიდი ნებისყოფა უნდა გადასალახად).
საკმაოდ დაჟინებულია, მიზნების მისაღწევად შეუძლია ნებისმიერ ავტორიტეტს შეებრძოლოს. ძლიერია, შეუძლია დიქტატორის, გამომგონებლის ან სიახლეების შემომტანის როლი წარმატებით შეასრულოს. დაზიანებული პლანეტის შემთხვევაში მიდრეკილია ყველა საკითხის გადაწყვეტილების უფლება მოიპოვოს, რაც შემდგომ განდიდების მანიაში გადადის.
დადებითად განვითარების შემთხვევაში საქმის პროფესიონალად ყალიბდება. გარშემომყოფებს მისი უყურადღებოდ დატოვება არ გამოსდით, სხვა ადამიანების აყოლიება ადვილად შეუძლია. ნებისმიერ საკითხში მიდრეკილია სრულყოფილებისკენ, რის გამოც ადრე თუ გვიან ჩიხში ექცევა.
იდეებს ნათლად და გასაგებად გადმოცემს, დაზიანებული პლანეტის შემთხვევაში კი შეიძლება მატყუარა, სასტიკი ან შურისმაძიებელი იყოს. ძლიერად აქვს განვითარებული წარმატებისკენ სწრაფვა, ნებისყოფა. თუ სულიერი მეცნიერებებით დაინტერესდება, ოკულტიზმსა და ეზოტერიკაში სხვა ადამიანთა გონების მართვას იწყებს, შეუძლია წინასწარ განჭვრიტოს, განკურნოს და მოვლენა იწინასწარმეტყველოს.
პირად რუკაში, პლუტონის დადებითი სტატუსის შემთხვევაში, ნებისმიერ სფეროში წარმატებული ხელმძღვანელი დგება განჭვრეტის უნარის გამო. ადამიანი, პლუტონით მე-10 სახლში, საკმაოდ რთული პიროვნებაა, ამიტომ მასზე ხშირად ურთიერთგამომრიცხავი აზრი აქვთ.
ეს ადამიანი კარგად გრძნობს საზოგადოების „ავადმყოფობას“, უარყოფით, მანკიერ მხარეებს, ხშირად ხვდება სოციალური მოვლენების ცენტრში. საზოგადოების პრობლემების მოგვარება უადვილდება, ხოლო პირადის (მაგ: მშობლებთან ურთიერთობის პრობლემა) მოგვარებას რთულად (ან ვერ) ახერხებს.
კოოლექტიური პასუხისმგებლობა თევზებისთვის გარშემორტყმულ წყალს ჰგავს, ყველგანაა, მაგრამ არსად ჩანს (ვერ ვამჩნევთ). დიდ დროს ხარჯავს მისი ვიზუალიზაციის გზების ძიებაში, განვითარების სურვილი აქვს. სასურველია უფრო დიდი მიზნებისა და ამოცანების დასახვას მისდიოს.
ამ მდებარეობის მქონე ადამიანს დიდი ენერგია აქვს, რაც მისი პიროვნებიდან „იღვრება“, მაგრამ საფრთხეც არსებობს: მის შემთხვევაში ემოცია მართავს, წესები – ავიწროვებს, იდეები – იმორჩილებს. ერთ-ერთ ამოცანას სწორედ ამ პოლუსის შეცვლა წარმოადგენს (ემოცია თავად უნდა მართოს…).
ერთ-ერთი მშობელი (უმეტესად მამა) ავტორიტეტია, შესაძლოა ბავშვობის დროს მნიშვნელოვნად შეიცვალა. მამასთან ურთიერთობა და დამოკიდებულება წარმართავს ზოგადად ავტორიტეტების მიმართ დამოკიდებულებას.
სხვა ადამიანთა მართვა და მასზე ადამიანებისგან კონტროლი – მტკივნეული თემაა. პირადი ავტორიტეტი ემოციურად საკმაოდ ღრმაა და ნებისმიერი, ვისთანაც კონტაქტი უწევს, ტესტირებასა და განაწილებას ექვემდებარება: ან ჰიპნოზურად იზიდავს და იმორჩილებს, ან მის წინააღმდეგ განეწყობა. ქვეცნობიერად ამ ძალამ შესაძლოა ახლობლებთან ურთიერთობაშიც სირთულე შეიტანოს, ამიტომ სასურველია საკუთარი მოტივების, განცდების გაცნობიერება და მათი კონტროლი.
პროფესიას ირჩევს სერიოზულად და სულიერი მოთხოვნილებების გათვალისწინებით. შეუძლია გახდეს მასის რჩეული და იდეალი, შეუზღუდავ ავტორიტეტსა და პოპულარობას იძენს. დაზიანების შემთხვევაში – ცნობადობა უარყოფითია.
კარიერა მისთვის ძალის პრაქტიკაში გამოყენებაა, ზოგჯერ საზოგადოების წინაშე მსახურების პარადოქსალურ სურვილს ამჟღავნებს. კარიერას ადვილად იწყობს, მაღალ საფეხურსაც აღწევს, მაგრამ დაცემაც ადვილად ხდება.
კარიერაში სერიოზულმა კრიზისმა შესაძლოა პროფესია შეაცვლევინოს. ჯგუფურ საქმიანობებში მონაწილეობით გაუცნობიერებლად თავად ქმნის კრიზისს. მდებარეობა იძლევა ფსიქოლოგიური და სულიერი ძალების გახსნასა და განვითარებას, მათ პრაქტიკაში გამოყენებასა და რეალური შედეგების მიღწევას (გასათვალისწინებელია ასპექტებიც).
მე-10 სახლ პლუტონიანს უწევს არა უიმედო დანაკარგების გადატანა სამსახურსა და სოციალურ ურთიერთობებში, შესაძლოა სამსახურში განიცადოს ზეწოლა; სასურველია სამსახურში მიღებულ გადაწყვეტილებებს სერიოზულად მოეკიდოს.
ხელმძღვანელების ნაკლი ან დაქვემდებარებულების სიზარმაცე შინაგანი სამყაროს არსობრივი ფაქტებია. მის ამოცანას წარმოადგენს ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთებაზე პასუხისმგებლობის აღება. პლუტონი შეცდომებისთვის დასჯის, ზოგჯერ საკმაოდ მკაცრადად. „დასჯა“ უმეტესად ეხება უმნიშვნელო, მაგრამ უიმედო დანაკარგებს სოციალურ ცხოვრებასა და კარიერაში.
ასეთი დანაკარგების მიმართ სასურველია ინდივიდმა მორჩილება (შეგუება) გამოიჩინოს კარმის ძალის წინაშე, რაც ძველი ინდუსების მიხედვით ილუზორული და მოჩვენებითია, მაგრამ სანამ ადამიანი მის ფარგლებში მოქმედებს, მისი (კარმის) კანონების დანახვა და პატივისცემა უნდა უსწავლოს.
უფროსებთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობაში, განსაკუთრებით არჩევანის გაკეთებაში, ბედისწერას გრძნობს, რომელიც აიძულებს მეტ სიზუსტეს, მაგრამ როგორც დამუშავება გამოაჩენს – ეს ვერ იხსნის გარკვეული იმედგაცრუებისა და დანაკარგებისგან.
უფროსებთან და დაქვემდებარებულებთან ურთიერთობაში გარკველი „მოქუფრულობა“ და ზეწოლის განცდა იქნება, მაგრამ ამის მიზეზი შესაძლოა გარემოში არ მოიძიებოდეს (შინაგანი მდგომარეობის გამოა).
ამ მდებარეობის მქონე ადამიანმა არჩევანზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს (რა არჩევანს აკეთებს), ასეთ შემთხვევაში დამუშავება ხდება და არჩევანის კარმულ მნიშვნელობასაც წვდება. მისი რჩევები შეიძლება არცთუ სასიამოვნო იყოს, კარგად ხვდება რა არ უნდა გააკეთოს. დამუშავება იძლევა კარმული „კრემატორიუმის“ ხელმძღვანელის ფუნქციებს, მაგრამ მისგან რეალობის ოპტიმისტურ ხედვას ნაკლებად უნდა ველოდოთ.
ამოცანა:
- ყოველთვის იყავით მზად, არ იცით მოქმედება როდის მოგიწევთ.
- გამოიყენეთ თქვენი ძალა, ენერგია, მაგრამ არა ზიანის მისაყენებლად
- გააცნობიერეთ თქვენი რეალური მოტივები, განცდები და გარდაქმენით თქვენს სასიკეთოდ
- საკუთარ არჩევანზე პასუხისმგებლობა აიღეთ
დამუშავებულია შემდეგი ავტორების მასალებზე დაყრნდობით: პოდვოდნი, შულმანი, ჰერბსტი, კოლესნიკოვი, ვრონსკი, გლობა, aquarun. ru.