„მხნეობა“
„თუ ქოხი წითელი კუთხეებით არაა, საეჭვოა მისი ნამცხვრები კარგად იყოს გამომცხვარი“
დადებითი კუთხით – მატერიალური სამყაროს მიმართ ძლიერი მიზიდულობა, ღირებული საგნებისა და ღირებულებების მიღების სურვილი, დაგროვების უნარი. შესაძლოა ადამიანებისგან ან ბუნებისგან ძლიერი ენერგეტიკული „საკვები“ მიიღოს.
უარყოფითი კუთხით – მატერიალური სამყაროს ნგრევა: ვალები, უიღბლობა, დანაკარგები, მატერიალური რესურსების მოპოვების სირთულე. ძალის დაკარგვა, სუსტი ენერგიის მქონე.
დამახასიათებელია: პატივმოყვარეობა, ფულისა და მატერიალური ღირებულებების მიმართ მიდრეკილება, ფინანსური ამბიციები (მათ შორის სხვისი ფულის განკარგვის სურვილი), დაგროვების ძლიერი სურვილი. ზოგადად მატერიალური „სიტკბოებანი“ მისი იდეა ფიქსია.
კარგი იქნება თუ მატერიალურის გარდა, ყურადღებას სულიერ ღირებულებებსაც მიაქცევს, ნების კონტროლს ისწავლის, ძალაუფლებას ბოროტად არ გამოიყენებს.
ამ ადამიანის განცდები არცთუ სასიამოვნოა, თუმცა განცდებისთვის თავის დაღწევა შეიძლება. ცხოვრებაში ხშირად ისეთი განცდა აქვს, თითქოს რენტგენის აპარატზე აშუქებენ ნაკლოვანი მხარის გამოსავლენად. უარყოფით მხარეებს ხშირად ხედავს, უფრო მეტადაც, ვიდრე დადებითს. განვითარების დაბალ დონეზე შესაძლოა ნიჰილისტი გახდეს ან პირიქით – ძალაუფლების მისაღებად ყველაფერი გააკეთოს…უფრო სწორად კი მისი მოპოვების შემდეგ – რაც არ მოსწონს, გაანადგუროს. პლუტონის ეს მდებარეობა მორჩილებას მოითხოვს იმ გარემოს მიმართ, რომელშიც ცხოვრება უწევს. მისთვის მნიშვნელოვანია გარემოს ნაკლოვანი მხარეები გამოავლინოს, მაგრამ არა გაანადგუროს, არამედ შეცვალოს.
არაერთი მონოპოლური პროექტის გაძღოლა შეუძლია, მითუმეტეს თუ საქმე ფინანსებს, საბანკო საქმეს ეხება. ზოგიერთი ასტროლოგი პლუტონის ამ მდებარეობას სიმდიდრის მაჩვენებლად თვლის.
როგორც წესი, პლუტონი მტკივნეულად და დესტრიქციულად მოქმედებს, თუმცა ამის საჭიროება არ დგას, თუ უაროფითი მხარეების კორექციას მიყვება. მისი გამოვლენა უფრო მეტად გარე სამყაროში მოხდება, გარედან „დაარტყამს“ იმისთვის, რომ ადამიანმა შინაგან განვითარებას ყურადღება მიაქციოს.
ერთ-ერთი ვერსიით, ადამიანი პლუტონით მე-2 სახლში მატერიალურ სამყაროში, ნივთებში, საგნებში დაფარულ აზრს ეძებს, უძველეს ნივთებს აგროვებს, რელიქვიას ინახავს. სოციალური ცვლილებები დიდ გავლენას ახდენს. კრიტიკულ სიტუაციებში კარგი მანევრირების უნარი გააჩნია.
უარყოფითად განვითარების შემთხვევაში ყველა საშუალებით ცდილობს ფინანსური და პოლიტიკური მიზნების მიღწევას. პატივმოყვარეა. შესაძლოა სხვების კუთვნილი ფინანსების მისაკუთრების სურვილიც გაუჩნდეს. ფინანსების მიზიდვის ფარულ ხერხებს იყენებს, ხარბია. მსგავსი დამოკიდებულება სულიერად აზიანებს და საბოლოოდ პრობლემებს უქმნის. მისთვის მნიშვნელოვანია – მორალური ღირებულებების გამომუშავება-შენარჩუნება.
დაზიანებული პლუტონის შემთხვევაში მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგები, გაკოტრება.
თუ პლუტონს დადებითი ასპექტი აქვს იუპიტერთან, ვენერასთან ან მე-2 სახლის მმართველ პლანეტასთან – ფინანსურ და საბირჟო საქმეებში წარმატებაზე, მოგებაზე, მემკვიდრეობაზე მიანიშნებს. ფინანსური კაპიტალი უეცრად და სწრაფად გროვდება. პლუტონი მე-2 სახლში სხვებზე ძალაუფლების ქონაზეც მიანიშნებს, რადგან ფული ძალაუფლების ერთ-ერთი წყაროა.
თვითშეფასება – თქვენი თვითშეფასების პოტენციალი მაღალია, თუმცა პიროვნება – არასაკმარისი იმისთვის, რომ ფართო მგრძნობელობა განივითაროთ, ამიტომ მისი განვითარება ცნობიერების სფეროებს სცილდება. შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში საკუთარ თავთან კონტაქტი დაკარგოთ, სხვა ადამიანებს თქვენზე ბრძანებლობის ან გამოყენების უფლება მისცეთ, თუმცა ხანგრძლივი შინაგანი ტრანსფორმაციით თვითშეფასებას განივითარებთ. თქვენი ამოცანაა – ტრანსფორმაციის პროცესი თავისთვის მიმდინარეობდეს, დამოუკიდებლად და თავის დროზე გამოვლინდეს. მისი „აფეთქების“ დროს შეგიძლიათ როგორც ადამიანს ღირსებასა და ღირებულებებზე პრეტენზია გამოთქვათ.
მფლობელობა – ამ მდებარეობის მქონე ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მატერიალური ღირებულებების საკუთრებას, რომელიც სოციალური „რამკების“ (ხელმძღვანელობისგან) ფსიქოლოგიური გავლენისგან გათავისუფლებული შესაძლოა არც იყოს. ხარისხი მნიშვნელოვნად ფასდება – საკუთრება აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. გულუხვობა და სიძუნწე ერთმანეთს ცვლიან. თქვენთვის სიმდიდრე შესაძლებლობებია, რომლებიც შემდგომში დიდი მატერიალური მოგების მომტანია. ფინანსური მდგომარეობა შესაძლოა თვითშეფასებაზე მოქმედებდეს. ამოცანაა – საკუთრებას შეხედეთ როგორც შინაგანი გრძნობების იდეალურ სარკეს.
ფული – ფული სამყაროსთან ურთერთობის გაფართოებას და ექსპანსიას უკავშირდება, თუმცა თქვენი მე -„ეგო“ მთლიან სურათად ვრთულად კრავს. პირადი სიმდიდრე და სოციალური მმართველობა ურთიერთშეზრდილია. ფულის ძირითადი გამოყენება – თქვენი ეგოს ძალაუფლების გაზრდაა. შესაძლოა სხვების მანიპულირების წყალობითაც. ფულის პოზიტიური გამოყენების დრო – სულიერი განახლების წყაროდ იქცევა. კარგად დაფიქრდით – ფული თქვენ გეკუთვნით თუ თქვენ მას? ამოცანაა – „ფულის მაგნიტად“ იქცეთ, თუმცა მისი მიზიდვა განდიდების მანიაში არ უნდა გადაგივიდეთ.
თვითორგანიზაცია – მუშაობის დროს და სამუშაოზე დიდი ემოციური ორიენტირების უნარი გაქვთ. როგორც კი დავალება თქვენამდე აღწევს, თავში უმალ მოგდით მიზნები და ამოცანები. მიზნების დასახვა ბუნებრივად გამოგდით. კარგად გრძნობთ ძალაუფლების იერარქიას ხელმძღვანელებსა და დაქვემდებარებულებს შორის. სამუშაოზე ან მთლიანად თქვენს იდეებს მიყვებით, ან ბოლომდე შემსრულებელი ხართ. ამოცანაა – თქვენი ენერგია და ძალა სამუშაოზე გაათავისუფლეთ, დაიხარჯეთ. ძალისხმევა ერთობლივი სამუშაოსკენ მიმართეთ.
მგრძნობელობა – თქვენ სურვილი გაქვთ ემოციური და მგრზნობელობითი სიამოვნება სიღრმისეულად განიცადოთ, თუმცა ის დიდი ხნის განმავლობაში შიგნით რჩება, სანამ ცნობიერად გამოყენებას არ შეძლებთ. პლუტონი დაკავშირებულია პერიოდულ გრძნობით-ემოციურ გადატვირთვას იწყებს, ემოციური წვა იმდენად დიდი შეიძლება იყოს, რომ პიროვნულად „დადნეთ“. ამოცანაა – სიამონების ნაკადს საშუალება მიეცით გაგწმინდოთ, გაგათავისუფლოთ ძველი მგრზნობიარე ანაბეჭდებისგან.
ამ მდებარეობის დამუშავება იძლევა მაგიურ, ზოგჯერ კი რეალურ ძალაუფლებას გარესამყაროზე, კარმული კუდებისა და ვალების დანახვას, აკურატულად გასტუმრებას, მატერიალური და სულიერი კუთხით ევოლუციურ განვითარებას. ამ მდებარეობის მქონე ადამიანს ყველაფრის გადალახვა შეუზლია. შემოსავლის რამდენიმე წყარო აქვს, სიმდიდრე მოულოდნელად და სწრაფად მისდის, ფინანსური საკითხების განკარგვის უნარი კი ერთიორად უორმაგებს. მას მოსწონს მატერიალური ღირებულებების შეგროვება, თუმცა აჯობებს საკუთარი ახლობლები მონაპოვრებად არ ჩათვალოს.
პლუტონის მე-2 სახლში ყოფნის შემთხვევაში მისი ასპექტები
პლუტონის შეერთება:
მზესთან – ფინანსურ სფეროში წარმატების მიღწევაზე, მემკვიდრეობის მიღებაზე მიანიშნებს, ან პირიქით – საკუთარი მიზეზით ფინანსურ კრიზისსა და გაკოტრებაზე.
მთვარესთან – მატერიალური მდგომარეობისთვის კარგი ასპექტია. შესაძლოა დედისგან ან ქალისგან მემკვიდრეობა მიიღოს. ასევე მდიდარ ქვრივზე დაქორწინების ალბათობაა. უარყოფითი კუთხით – სულიერი დაურწმუნებლობა, სტაბილურობა არ გააჩნია, მუდმივად მოუსვენარია, განსაკუთრებით ფინანსური კუთხით.
მერკურთან – სულიერი და ინტელექტუალური შესაძლებლობები, ინტუიცია, გონებამახვილობა. წარმატება კომერციულ მოქმედებებში. მომგებიანი ფინანსური მოლაპარაკებები.
ვენერასთან – სულიერი და მატერიალური ღირებულებების მიმართ ინტერესი, ფინანსური წარმატებების. შესაძლოა დაბალი გამოვლინების ეროტიკა, ცხოვრების ბოჰემური სტილი. მარსთან – ძლიერი მგრძნობელობა, ნაკლებს ფიქრობს ან ადვილად მოტყუებადია ფინანსურ საკითხებში, ხელგაშლილი და გულუხვია. ფული მუდამ ექნება. უარყოფითი კუთხით – შესაძლოა ფული ძალადობით ან არაკანონიერი გზებით იშოვა.
იუპიტერთან – მოულოდნელი წარმატებით გამდიდრება, რაც საზოგადოებასთან იქნება დაკავშირებული. მსხვილი ფინანსური გარიგებები, კაპიტალდაბანდებები ან მემკვიდრეობა.
სატურნთან – უმეტეს შემთხვევაში შემოსავლის ერთადერთი წყარო პროფესიული საქმიანობა იქნება.
ურანთან – მიდრეკილებაა სასურველი არცთუ კარგი ფინანსური და მატერიალური მდგომარეობის გამოყენებით მიიღოს. კონკურენტებთან ხშირად იბრძვის.
ნეპტუნთან – ტოტალური დანაკარგი ან წარმოუდგენელი ეკონომიკური მოგება, რაზეც ნეპტუნისა და პლუტონის ტრანზიტები მიანიშნებენ.
პლუტონის დადებითი ასპექტი (ტრინი, სექსტილი):
მზესთან – აუმჯობესებს ფინანსურ საკითხებს, სიმდიდრეს. ფულს ადვილად გამოიმუშავებს და ადვილადვე ხარჯავს.
მთვარესთან – კარგია მატერიალური დგომარეობისთვის. შესაძლოა მოგება ნახოს ან მემკვიდრეობა ერგოს ქალისგან.
მერკურთან – კომერციული საქმეებიდან მოგება.
ვენერასთან – ხელოვნების, მოდის, დიზაინის პროფესიები წარმატებას მოუტანს.
მარსთან – მიზანდასახული და ენერგიული ადამიანია. ენერგია მობილიზებული აქვს მატერიალური მიღწევებისთვის, კაპიტალის გაუმჯობესებისკენ.
იუპიტერთან – სიმდიდრე. ფინანსებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმეში წარმატება ელოდება. სულიერ-მატერიალური ღირებულებები დიდი მნიშვნელობისაა.
სატურნთან – საზოგადოებასთან, აუდიტორიასთან, ადამიანთა მასასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმე წარმატების მომტანია.
ურანთან – ფირმებთან, კოოპერაციებთან, მეცნიერებასთან, ტექნიკასთან დაკავშირებული საქმიანობებიდან შემოსაბალი.
ნეპტუნთან – მდიდარი ფანტაზია, იდეების სიმრავლე. კარგი ასპექტია ხელოვნებისა და სცენის პროფესიებისთვის.
პლუტონის უარყოფითი ასპექტი (ოპოზიცია, კვადრატი):
მზესთან – კაპრიზულობა, ისტერიულობა, ჟინიანობა, სიჯიუტე. ფინანსური დანაკარგების, გაკოტრების ალბათობაა. ფრთხილად უნდა იყოს ფინანსური ხელსეკრულებების დადების დროს.
მთვარესთან – დანაკარგები დაკავშირებულია მეგობართან ან საქმიან პარტნიორთან, განსაკუთრებით ქალებთან. საზოგადოებრივი წარუმატებელი საქმიანობები. სასურველია მოერიდოს მატერიალურ ღირებულებებთან, ფინანსებთან დაკავშირებულ საქმიანობებს, ვალის გაცემას.
მერკურთან – არასწორი ან წარუმატებელი კომერციული საქმიანობებისგან ფინანსური დანაკარგებია მოსალოდნელი.
ვენერასთან – ცხოვრების ამორალური წესის ან ქალის გამო დანაკარგების ალბათობაა.
მარსთან – მიზანდასახული, ჯიუტი და ჟინიანია. სექსუალური პოტენციალი მაღალია. ფინანსური დანაკარგების ალბათობაა გაქურდვით, ძალადობით. სასურველია მოერიდოს ბინძურ გარიგებებს.
იუპიტერთან – საეჭვო გზებით კაპიტალის დაგროვების ალბათობაა. დანაკარგები ელის ფინანსური ავანტიურებიდან.
სატურნთან – სასურველია უკანონო ან არასამართლებრივი გზებით ფინანსების დაგროვებას ერიდოს, რადგან ამ მხრივ (ასევე ძალადობით, რეკეტით) დანაკარგია მოსალოდნელი.
ურანთან – ამორალური ცხოვრების სტილის გამო დანაკარგებია მოსალოდნელი. რეკეტის ან სხვა ტიპის ძალადობის ალბათობაა.
ნეპტუნთან – პროფესიულ საქმიანობებსი წარუმატებლობები დანაკარგის წყაროდ გვევლინება. სასურველია მოერიდოს ვალების აღებას, ფინანსურ სფეროში ტყუილებს.
დამუშავებულია შემდეგი ავტორების მასალებზე დაყრნდობით: პოდვოდნი, შულმანი, ჰერბსტი, კოლესნიკოვი, ვრონსკი, გლობა, aquarun. ru.
სტატიის ავტორი: თამთა