პლუტონი VI სახლში

პლუტონი VI სახლში

„შრომადამოკიდებული“

საკვანძო სიტყვები: შეუპოვრობა, კონცენტრირება, უანგარობა, არჩევანის გაკეთების უნარი, შედეგებისგან დამოუკიდებლობა.

დადებითი მახასიათებლები: ძალა და ცოდნა მობილიზებულია მიზნების მისაღწევად, ამოცანების შესასრულებლად, ადამიანს სამუშაო მთლიანად იპყრობს. დამახასიათებელია პროფესიონალიზმი, ვირტუოზული შესრულება. კარგი მდებარეობაა ჯანმრთელობისთვის – შესაძლოა რეზერვის შექმნა ახასიათებდეს, რაც ავადმყოფობისგან ათავისუფლებს. დამახასიათებელია მედიუმიზმი, ინტუიცია, მკურნალის უნარები, პასუხისმგებლობის გრძნობა.

უარყოფითი მახასიათებლები: მძიმე სამუშაო ჯანმრთელობას ვნებს, დაქვემდებარებულის როლში რთული სამუშაოს შესრულება უწევს, სამსახურში კონფლიქტია, ხელმძღვანელებისგან ზეწოლას განიცდის.

მუშაობის სტილი: მანიაკალური, სამუშაო პროცესით შეპყრობილი

შინაური ცხოველები: შავი კატა, ღამურა, რეპტილია, დიდი ზომის შავი ძაღლი, ნიანგი.

პლუტონის გავლენა, პირველ რიგში, მოქმედებათა არეალის არჩევაში (არჩევის უნარში) ვლინდება. არასწორი არჩევანის გაკეთების შემთხვევაში, ინდივიდს წარუმატებელი პერიოდის გავლა უწევს, საქმეში ენთუზიაზმი იკლებს. პლუტონი მის წინაშე ორ მნიშვნელოვან ამოცანას სვამს: ა)სამუშაოს შედეგებზე დამოკიდებული არ გახდეს და ბ)საკუთარი შესაძლებლობები სწორად შეაფასოს.

დასაქმებისა და მუშაობის ხარისხის გაუმჯობესების უნარი აქვს. შესაძლოა თანამშრომლები ან/და დაქვემდებარებულები არასწორად შეარჩიოს, რაც სირთულეს შექმნის მუშაობის პროცესში. სამუშაო ხშირად უკავშირდება დოკუმენტების შედგენას, ახალი ტექნოლოგიების პროექტებს, ატომურ ენერგიას, გასავალ თანხას.

სხვების დახმარების, მსახურების სურვილი სიღრმიდან მოდის. ინტერესთა სფეროს წარმოადგენს კვლევა, ინფორმაციის ძიება, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობა. პროფესიული წარუმატებლობა საკუთარ შესაძლებლობებში აეჭვებს. სამუშაოს მიმართ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება ხშირად ხდება კანონებთან კონფლიქტის შემქმნელი. ინტერესთა სფეროს წარმოადგენს პარაფსიქოლოგია, ასტროლოგია, სამკურნალო თერაპია. ავადმყოფობის შემთხვევაში, პირველ რიგში, ცხოვრების სტილია შესაცვლელი.

შეუძლია სხვების ხელმძღვანელობის ქვეშ ერთგულად იმუშაობს, მაგრამ ამავე დროს, მათი ძალაუფლების დამხობაც შეუძლია. ეს ყველაფერი უნდობლობას წარმოშობს. თუ ხელმძღვანელი ჰყავს, ან ქარიზმატული და ხელმძღვანელის ფატალურად ერთგული ლიდერია, ან დესპოტური ქმედებები აქვს და უპირობო მორჩილებას ითხოვს.

ქვეცნობიერად (შინაგანად) კონკურენციის ეშინია და ცდილობს ისეთი პირობები და შეთანხმება შექმნას/დადოს, რაც მის შეუცვლელობას განაპირობებს. სხვა ადამიანთა სუსტ წერტილებს ინტუიციურად გრძნობს და დაზიანებული პლუტონის შემთხვევაში მანიპულირებისთვის იყენებს.

დაზიანებული პლუტონი სუსტ ჯანმრთელობაში ვლინდება. სასურველია ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოს და საქმე გართულებამდე არ მიიყვანოს. როგორც წესი, ჯანმრთელობა სუსტია და მუდმივ ყურადღებას ითხოვს. შესაძლოა ინფექციური დაავადებების გადატანა ხშირად უწევდეს, ვარიკოზი აწუხებდეს.

ტრადიციული მედიცინა და წამალი შესაძლოა არაეფექტური გამოდგეს. ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი უმეტესად ფსიქოლოგიურია.

ამ მდებარეობის მქონე ადამიანის ჯანმრთელობისთვის მეტი მნიშვნელობა აქვს პოზიტიურ აზროვნებას, კვების რაციონს, ჰიგიენური წესების დაცვას.

შესაძლოა პერიოდულად გაწმენდითი პროცესი დაეწყოს. მაგ: სურდო მაღალი ტემპერატურით. სასურველია გარკვეული პერიოდების დაცვით დიეტის ან/და შიმშილობის საშუალებით ორგანიზმი გაიწმინდოს.

ცუდად ყოფნის მიზეზი ორგანიზმში დაგროვილი ენერგია და/ან მისი არასწორი გამოყენებაა (ისევე, როგორც მარსის შემთხვევაში). დადებითი ეფექტი აქვს რეფლექსოთერაპიას. თუ პლანეტა წყლის ნიშანშია და ამავე დროს ძლიერად დაზიანებულია – კეთილთვისებიანი სიმსივნის განვითარების ალბათობაა. თავად შეუძლია გახდეს წარმატებული თერაპევტი, მასაჟისტი, ექსტრასენსი, გეოლოგი, არქეოლოგი, რენტგენოლოგი, ფინანსისტი. პლუტონის ასეთი მდებარეობა პროფესიულ სფეროში დიდ ცვლილებებზე მიანიშნებს (მაგ: პროფესიის რადიკალური შეცვლა, ან სულ სხვა სფეროში უწევს მუშაობა).

ავადმყოფობა სასიცოცხლო ძალის შემაკავებლად, „ბლოკად“ იქცევა, რომლის მიზეზიც ქვეცნობიერშია და ორგანიზმში ვლინდება სულიერი წმენდის აუცილებლობის დროს (ავადმყოფობა იგივდება როგორც გაწმენდის ინდიკატორი). მკურნალობა მოიცავს კონტროლისა და ფლობისკენ სწრაფვას. იმის კონტროლის/ ფლობის მცდელობისას, რისი კონტროლიც/ ფლობაც შეუძლებელია, შესაძლოა უარყოფითი შედეგები მოუტანოს. ემოციები ტოქსინების მსგავსად ორგანიზმში ბრუნდება და ავადმყოფობის სახით ევლინება.

საკუთარ არასრულყოფილებას სამუშაო გარემოში გრძნობს. პლუტონის „შემოწმება“ ინდივიდის სამუშაოს მიმართ დამოკიდებულებას, სწორი არჩევანის გაკეთებას, მიზანდასახულობას, შედეგებზე ორიენტირებას ეხება. სამსახურის არასწორად შერჩევის შემთხვევაში მთელი ძალისხმევა წყალში ეყრება, თან ისე, რომ გამოსწორების მცდელობით არაფერი იცვლება.

ასპექტებიდან გამომდინარე პლუტონი გვიჩვენებს ინდივიდი სწორი მიმართულებით მიდის თუ არა. ასევე მიანიშნებს თანამშრომლებთან განსაკუთრებულ ურთიერთდამოკიდებულებაზე. მე-6 სახლში მოხვედრილი პლუტონი ზრდის მოთმინების უნარს, მიზანდასახულობას, სხვების იძულებისკენ მიდრეკილებას. ამ ადამიანს შეუძლია შინაგან ხმას გულისყურით მოუსმინოს და მისდიოს, იმ შემთხვევაშიც კი თუ იდეა უჩვეულოდ ეჩვენება.

პრაქტიკულად, პლუტონი მფლობელს გარშემომყოფთა, ერის, კაცობრიობის მსახურებას აკისრებს. ხშირად, ამ მდებარეობის მქონე ადამიანი ხდება ექიმი, მკურნალი, ოკულტურ სფეროში, ასტროლოგიაში პროფესიონალი, ინტუიციურად პოულობს მუშაობის სფეროს.

პლუტონის პირველი გაკვეთილია სამსახურში კონკრეტულ უსიამოვნებებთან შეგუება;

მეორე – შეუპოვრობის გამოვლენა. თუ შეუპოვრობა ნაკლებია, დაწყებული საქმე წარუმატებლად მთავრდება;

მესამე გაკვეთილია – ძველი სტილის, სამუშაოს ამოწურვის შემდეგ ახალ ტიპზე, მიმართულებაზე, სამუშაოზე გადასვლა.

არასრული დამუშავების შედეგად ადამიანს რამის გაკეთების რწმენა ეკარგება, რადგან ყველაფრის წარუმატებლად დასრულების განცდა უჩნდება („მაინც არაფერი გამოვა“). რეალურად კი ასე არაა.

პლუტონი მხოლოდ ძველი ინსტრუმენტების, მეთოდების, საშუალებების უსარგებლობას გვანახებს, რომლებიც კონკრეტული მომენტისა და შედეგისთვის გამოუყენებელია.

წინა სამი გაკვეთილის საკუთარ თავზე გამოცდის შემდეგ მეოთხე გაკვეთილი მუშაობის შედეგებზე დამოკიდებულების მოშლას უკავშირდება. ინდივიდი შედეგებზე დამოკიდებეული არ უნდა იყოს. მაგალითად: ამ გაკვეთილის სწავლის დროს შესაძლოა პლუტონი მე-6 სახლიანს ხელნაწერი მოპარონ, ნაშრომის სხვისი სახელით გამოქვეყნება მოუწიოს.

დამუშავება შრომის ხარისხის ზრდას უკავშირდება. შესაძლებლობა და საშუალება ეძლევა შექმნას ისეთი რამ, რაც მუდმივად თუ არა, ადამიანთა ფართო ჯგუფებისთვის (ერი, მასა, დიდი ეგრეგორის მქონე ჯგუფი) მნიშვნელოვანი იქნება; მაგრამ მუშაობის დროს გარკვეული დოზით დაღვრემილობა/მწუხარება (ისევე, როგორც სიმშრალე – სატურნის მე-6 სახლში მდებარეობისას) მაინც რჩება და შედეგებშიც იგრძნობა.

მსახურება ციკლური ხასიათისაა. პერიოდულად „იმუხტება“, ურთიერთგაგებას პოულობს, გულიდან სხვების გულს გადასცემს, მაგრამ შემდეგ „ტალღა“ ქრება და მისი შეტყობინებები, ინფორმაციის გადაცემა მექანიკური ხდება. აზროვნების პროცესი ცვალებადია. დროდადრო ცხოვრების სიღრმეებში ჭეშმარიტებებს ეძიებს და პოულობს, ერთმანეთთან აერთიანებს; პერიოდულად კი მისი ქმედებები არაეფექტური ხდება. ამ პარადოქსის წყალობით ყველაფერს აღიქვამს ან ერთიანად, ან ნაწილებად, ასეთი ხედვა კი მთლიანობაში სამყაროს ხედვას განაპირობებს.

ამოცანა:

  • გააცნობიერეთ ნებისმიერი მიჩვევა, რისგან უნდა გათავისუფლდეთ, შემდეგ კი გათავისუფლდით უარყოფითი ემოციებისგან.
  • გახსოვდეთ რისი გავლით მიაღწიეთ კონკრეტულ მდგომარეობამდე. ყოველი ახალი ციკლის დაწყებისას გახსოვდეთ ძველი, განვლილი გაკვეთილები, რათა ადამიანებს შესთავაზოთ არა აგზნებით გადმოცემული სიტყვები, არამედ უფრო სიღრმისეული ჭეშმარიტება.
  • ჭეშმარიტი და ცრუ ავტორიტეტების გარჩევით უარყოფითი შედეგების მომტანი ძალაუფლების აღმოჩენა და განეიტრალება.
  • ცხოვრების შეცვლა უმაღლესი ჭვრეტის დროს.
  • მუშაობის სპირალში სტაბილურობისა და ქაოსის ფაზებისთვის მონაწილეობის საშუალების მიცემა – დაე, შეცვალოს სტაბილურობა ქაოსმა და პირიქით.


დამუშავებულია შემდეგი ავტორების მასალებზე დაყრნდობით: პოდვოდნი, შულმანი, ჰერბსტი, კოლესნიკოვი, ვრონსკი, გლობა, aquarun. ru.


About Tamta

Scroll To Top