პლუტონი სასწორში

პლუტონი სასწორში

პლუტონი ზოდიაქოს ნიშანში აღწერს მისი მოქმედებებისა და წმენდვის პროცესების სტილს, მეთოდს და მიმართულებას. ეს მიმართულებები თაობებს ახასიათებთ, რადგან პლუტონი ერთ ნიშანში დიდხანს რჩება.

პლუტონი სასწორში

(ოქტომბერი, 1971წ – აპრილი, 1971 წ.; ივლისი, 1972 წ. – სექტემბერი 1983 წ.; მაისი-აგვისტო, 1984 წ.)

„ესთეტიური პლუტონი“

ომის, მშვიდობის, სამყაროს, სამართლიანობის განსხვავებული ხედვა. პლუტონის სასწორში ყოფნის პერიოდში ღია ომი არ დაწყებულა.

პლუტონის ძლიერი ენერგიის გავლენით ბალანსი მრავალ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობების მოსაწესრიგებელ ბაგირად გადაიქცევა. შეიარაღებული კონფლიქტების ნაცვლად, ისინი მშვიდობიან და დიპლომატიურ შეთანხმებებს არჩევენ, დიქტატორულ სტილს – დემოკრატიულს. განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება იმ ქვეყნების მაგალითზე, რომლებიც იდეოლოგიურად ან პოლიტიკურად შეუთავსებლები არიან. პლუტონის სასწორში ყოფნის პერიოდში არაერთი პრობლემა გადაწყდა. თავისუფლებასა და თანასწრობას დიდი ყურადღება მიექცა. 1972-1973 წლებში ა.შ.შ-ში მოძრაობამ სათავე ჩაუყარა ქალებისთვის აბორტის გაკეთების ოფიციალური უფლების მოპოვებას. ამ შემთხვევაში პლუტონი გამოვლინდა როგორც სიკვდილ-სიცოცხლის პლანეტა. ასევე, პლუტონის სასწორში ყოფნის პერიოდს დაემთხვა მსოფლიო ვალუტის თავისუფალი გაცვლის შემოღება.

ინდივიდუალურ დონეზე, ხასიათის უარყოფითად განვითარების შემთხვევაში ადამიანი მიდრეკილია ინტრიგების, სხვებისა და საკუთარი პარტნიორული ურთიერთობების დანგრევისკენ, ცხოვრებაში მოულოდნელი ცვლილებების გატარებისკენ. კოლექტიური ეთიკისა და საერთო ღირებულებების მიმართ უპატივცემულობას იჩენს. ცხოვრებაში აზრს და ადგილს ვერ პოულობს. კანონებს მუდმივად არღვევს, სათავისოდ იყენებს.

დადებითად განვითარების შემთხვევაში – ადამიანების გაერთიანებისკენ, თანამშრომლობისკენ, პარტნიორული ურთიერთობების მართვისკენ მიდრეკილია. სამართლიანობის აღდგენას ყველგან ითხოვს. ადამიანებთან და ჯგუფებში ჰარმონიის დამყარებას ცდილობს, კოლექტიური ურთიერთობებისკენ ძლიერ მიდრეკილებას ამჟღავნებს. ის დიპლომატია, რომელიც ყველას უფლებებს იცავს. თუმცა თანამშრომლობაზე უარი თქმა შეუძლია, თუ საერთო პრინციპებს არ იზიარებენ (დაბალ დონეზე არ ხდება). დადებითი კუთხით – ახალი მორალური და ეთიკური პრინციპების გამტარებელია. უარყოფითი კუთხით – ძველ სისტემას ეწინააღმდეგება, თუმცა ახალი ჩამოყალიბებული არ აქვს.

ეს ადამიანები მეგობრობას, კავშირებს, საზოგადოებრივ და სოციალურ ცხოვრებას აფასებენ. კოლექტივიზმის განცდა უფრო მეტად ახასიათებთ, ვიდრე სხვა მდებარეობის შემთხვევაშია. ისინი ფიზიკურ დონეზე ცვლილებებისკენაც მიდრეკილნი არიან – თმის, თვალის ფერის, გარეგნობის მუდმივი ცვლა. როგორც წესი, სექსუალური ურთიერთობებისა და ქორწინების მიმართ განსხვავებული ხედვა აქვთ. ამ მდებარეობის მქონე ადამიანებს აუცილებლად მოუწევთ საკუთარი მორალურ-ეთიკური სისტემის შემუშავება. არსებული სოციალური სისტემებით მუდამ უკმაყოფილონი არიან. სილამაზის, ჰარმონიისა და ბალანსის განსხვავებული ხედვით გამოირჩევიან.

მათი ამოცანაა – არამხოლოდ გარეგნულ ფორმებზე ყურადღების გამახვილება, არამედ ეთიკისა და მორალური სისტემის შინაგანი გაშინაგნება; სოციალურ სიტუაციებსა და სამართლიანობის მიმართ მოთმინების გამომუშავება. რამდენადაც სიღრმისეეულ დონეზე მიდრეკილია „სხვის სახლში საკუთარი წესებით მოქმედებისკენ“, ეს აუცილებლად დასჭირდება. სასურველია სხვების ეთიკისა და მორალურობის კრიტიკისგან თავის შეკავება.

დამუშავების შემდეგ კარგად ხედავენ ძველ სოციალურ სისტემასა და კანონებში რა არის დასარჩენი და რა შესაცვლელი; ნებისმიერ სოციალურ სიტუაციასა და ჯგუფში ორიენტირება კარგად გამოსდით, სუსტ წერტილს ხედავენ და მისი აკურატულად გამოსწორებაც შეუძლიათ.

 ძირითადად დამუშავებულია გლობას, ვრონსკის, aquarun.ru-ს მასალებზე დაყრდნობით

 სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top