შეუქცევადი პროცესები და ხარისხობრივი გარდაქმნები ადამიანის ცხოვრებაში, მაგალითად, დაჩქარება და შენელება, ფორმის გარდაქმნის შესაძლებლობები, ტოტალური ცხოვრებისეული რეფორმები ან/და განადგურებები, ზრდის პროცესების შენელება, ტრანსფორმაცია, გაუარესება.
რამდენადაც პროზერპინა საკმაოდ ნელა მოძრაობს, ერთი ნიშნის გავლას 60 და მეტი წელი სჭირდება, ამიტომ საჭიროა ყურადღება მივაქციოთ უფრო მეტად არა ნიშანში მდებარეობას, არამედ რუკის მიხედვით რომელ სახლში გყავთ.
I სახლი:
დადებით მხარე: პიროვნების ცვლილება, ზებუნებრივი სიცოცხლისუნარიანობა, ექსტრემალურ სიტუაციებში გადარჩენა, ვიზუალური მხარის ცვლილება, ხშირია რეგენერაციის შესაძლებლობა, სიბერეში ნიჭის გამოვლენა, წარსულის მკვეთრი გახსენება (ზუსტი მახსოვრობა და წარსულის ზუსტად აღდგენა), ადამიანს შეუძლია ჭკუა მოიხმაროს, საკუთარი თავის რწმენა მოიპოვოს და საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეატრიალოს.
უარყოფითი მხარე: პიროვნების ნგრევა, დეგენერაცია, სულის არამყარობა. ადრეული დაბერება, ფიზიკური სისუსტე (უქეიფობა) და შეუქცევადი პროცესები, მოწამვლის საშიშროება.
II სახლი
დადებითი მხარე: მატერიალურ სამყაროსთან მიმართებაში სახეობრივი ცვლილება _ მცირე სახსრებით იოლად გასვლა და დიდი შესაძლებლობების მიღწევა. ნივთებზე მიჯაჭვულობა არ აქვს, და ადამიანი თუ გამდიდრდება, მაინც ასკეტურად და თავშეკავებულად აგრძელებს ცხოვრებას. ნაკლები სძინავს, ცოტას ჭამს, ხოლო ენერგია მატულობს.
უარყოფითი მხარე: ქონების განადგურება, ადამიანი ვერაფერს აღწევს, სანამ არ უარყოფს ნივთებს/ქონებას. მუდმივად იცვლება სახლში ნივთები. გაურკვევლობა მატერიალურ გეგმებში (საშუალებებში, შემოსავლებში) და ფიზიკურ მდგომარეობაში: ან არაფერს ჭამს, ხან წონაში იკლებს, ხან იმატებს. ასეთ ადამიანს სჭირდება დიეტა, სხვა შემთხვევაში მოიწამლება. ბევრი შლაკი(ნაგავი,ჭუჭყი) უგროვდება ორგანიზმში.
III სახლი
დადებითი მხარე: მიღებული ინფორმაციიდან ყველაზე რაციონალურის, არსებითისა და საჭიროს აღების/მიღების უნარი, ნებისმიერი კონტაქტის არსს წამიერად წვდება, ადამიანებს გულახდილობისკენ უბიძგებს. არ სჭირდება დიდი საზოგადოება (არ აქვს ამის მოთხოვნილება და სურვილი).
უარყოფითი მხარე: არასაჭირო, დაბინძურებული ინფორმაცია. საახლობლო წრეში გადატრიალებები. ნათესავებთან ურთიერთობის ცვლილება _ უარყოფითი. ძმებისა და დების ნაადრევი გარდაცვალება. ახლო მანძილზე მგზავრობისას საშიშროებაა.
IV სახლი
დადებითი მხარე: ღრმად აშიშვლებს წინაპრებთან არსებულ კავშირს, ადამიანის წარმომავლობის ფესვებს; მშობლებთან კავშირი, რომლებიც მის სულიერი არსის სიღრმეების გამოვლინებას ხელს უწყობენ. თავად აშენებს საკუთარ სახლს. ამბიციების უქონლობა, მოთმინების წყალობით იმსახურებს ახლობლების ყურადღებას. ტრადიციების ცვლას მიჰყავს განახლებამდე (მათ შორის სამშობლოს შეცვლასაც კი).
უარყოფითი მხარე: ცუდი მემკვიდრეობა, შეცნობისკენ გასავლელი მძიმე გზა, სახლის ნგრევა, სამშობლოში იმედგაცრუება, ნათესაური კავშირების არარსებობა, მშობლების ანდა მშობლებისგან სიძულვილი, ფორმირდება “ოიდიპოსის კომპლექსი”. მშობლები ბედნიერებაში ხელს უშლიან. ადამიანმა უნდა შეიცვალოს მშობლების სახლი, გადაიქმნას, მხოლოდ მაშინ მიაღწევს რამეს.
V სახლი
დადებითი მხარე: სიყვარულისა და სექსუალური ურთიერთობის ახალ ფორმებს იძლევა, საყვარელ ადამიანებთან უჩვეულო ურთიერთობები. სიყვარული შემოქმედების სტიმულს წარმოადგენს _ მკვეთრი და არაჩვეულებრივი გამოხატვა მოსდევს. ადამიანი ცხოვრების აზრს იძენს მხოლოდ შვილების დაბადების შემდეგ. ხანდახან იძლევა მოულოდნელ მოგებას, მაგრამ, როგორც კი ადამიანი გეგმებისა და პროექტების დაგეგმვას იწყებს, მოგება ქრება.
უარყოფითი მხარე: უბედური სიყვარული, სიყვარულში იმედგაცრუება. გაფრთხილება – შესაძლებელია ბავშვები მახინჯები დაიბადონ ან ცუდი აღზრდის გამო ცხოვრების განმავლობაში დაუმახინჯდეთ ფიზიკურობა ანდა სული (უფრო დამახინჯებული პიროვნების ჩამოყალიბება იგულისხმება). შვილების ნაადრევი სიკვდილი, აბორტი, ნაყოფის მოწყვეტა. ილუზიების ნგრევა ანდა შეიძლება შვილების გარდაცვალება გახდეს ადამიანის ცხოვრებაზე, სიყვარულზე, შემოქმედებაზე შეხედულებების მკვეთრი ცვლილების მიზეზი.
VI სახლი
დადებითი მხარე: უჩვეულო სამუშაო ადგილი. ამოუცნობი/უცნაური პროფესიებისკენ, რომანტიკული სამუშაო ადგილისკენ, ფენომენალური კვლევა-ძიებისკენ, ოკულტური გამოცდილების გამოყენებისკენ მიდრეკილება, ამოუცნობისა და იდუმალისთვის შეხების სურვილი. შეუძლია ბევრი რამ მოითმინოს, იმ ვალდებულების და პასუხისმგებლობის ტვირთს იკიდებს, რომელიც სხვებისთვის აუტანელია, მისთვის კი – ეს ცხოვრებისა და საქმიანობის ნორმაა (ექიმები, მკურნალები).
უარყოფითი მხარე: სამსახურში მწარე გამოცდილება, სამუშაოთი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, ჩაკეტილი წრე (ძველ სამუშაო ადგილზე დაბრუნება). რაც უფრო დიდ ხანს მსახურობს, მით უფრო მეტად იცვლება ცუდი მიმართულებით, შეუძლება იქცეს საკუთარი სამსახურის/სამუშაოს მონად.
VII სახლი
დადებითი მხარე: ქორწინების, პარტნიორული ურთიერთობის სიღრმისეული ცვლილება, ქორწინებაში ურთიერთობების მუდმივი ცვლის აუცილებლობა, არაჩვეულებრივი, საოცარი, უჩვეულო პარტნიორი. შესაძლებელია პარტნიორის გავლენით ცხოვრებასთან დამოკიდებულება დადებითისკენ შეცვალოს. ასევე, ეს ადამიანი შეიძლება შეცვალოს გამოცდილებამაც, რომელიც მტრებისგან მიიღო, _ მტრების მეთოდებს გამოიყენებს თავად მათ წინააღმდეგ, ისწავლის მტრების მათივე იარაღით განადგურებას.
უარყოფითი მხარე: გაწყვეტილი ქორწინების აღდგენა იმავე პარტნიორთან (იმისთვის, რომ სწორად შეაფასოს პარტნიორი, ამ ადამიანს სჭირდება მასთან კავშირის გაწყვეტა). ცხოვრების ტოტალური ნგრევა და სასამართლოების ზემოქმედება, ასევე, მტრების ჩარევა (რომლებსაც შეუძლიათ პიროვნება დაიქვემდებარონ და მთლიანად გადათელონ), პიროვნების კრახს იწვევს.
VIII სახლი
დადებითი მხარე: ნამდვილი ოკულტური უნარები, იმქვეყნიური გამოცდილების (რომელიც წინა ცხოვრებაში მიიღო) შეძენა, ასტრალური ორეულის გამოყოფის უნარი, ასტრალური მოგზაურობებისკენ მიდრეკილება. ცხოვრების ფარული, საიდუმლო მხარეების და ექსტრემალური სიტუაციების მართვა, შეუძლია დაკავდეს იოგით, პრანაიამით (იოგაში სუნთქვითი ვარჯიშები).
უარყოფითი მხარე: კლინიკური სიკვდილის საშიშროებაა, სხეულის მძიმე დაზიანებები შეუქცევადი შედეგებით. ექსტრემალური სიტუაციები, კატასტროფები, შიში, სტიქიურ უბედურებას შეუძლია მისი მთელი პიროვნების გადატრიალება და მთლიანად შეცვლა.
IX სახლი
დადებითი მხარე: საოცარი, ამოუცნობი, რომანტიკული თავგადასავლები სახლიდან მოშორებით, მგზარობებისას. ეს ადამიანი საოცარ, უჩვეულო დამთხვევებსა და ამოუცნობი გარემობებებს მიყავს საკუთარი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებამდე, სულს ამყარებს, ადამიანს აქვს უნარი რადიკალურად შეცვალოს საკუთარი შეხედულებები. შორ მანძილზე მგზავრობამ შეიძლება რადიკალურად შეცვალოს მთელი მისი ცხოვრება.
უარყოფითი მხარე: საშიშროებები, დამღლელი/დამთრგუნველი მდგომარეობა სამშობლოდან მოშორებით, ადამიანს შეუძლია მთლიანად შეიცვალოს უცხო ქვეყანაში და დაკარგოს სამშობლოს შეგრძნება (გამცემი, გამყიდველი).
X სახლი
დადებითი მხარე: მიზნების სიღრმისეულ ცვლილებას იძლევა, ამოუცნობი გარემოებანი, რომელიც ხელს უწყობს წინსვლას, ხშირად, ეს ხდება მოულოდნელი/ გაუთვალისწინებელი გარემოებების დროს. უჩვეულო ანდა უცნობი მფარველები და უჩვეულო გარემოებები ზევით/წინ წაწევისას, ამასთანავე ეს ადამიანი ხშირად თავადაც არ იცნობს საკუთარ თავს და არ იცის საით მიდის, რისკენ ისწრაფვის, და მხოლოდ ზრდის მიხედვითა და დაწინაურებით აცნობიერებს საკუთარ წარსულსა და აწმყოს. აქვს უნარი მთლიანად დაინგრიოს ცხოვრება, შემდეგ კი მთლიანად გარდაქნას, და მხოლოდ ამის შემდეგ მიაღწიოს მიზანს, რომლისკენაც ისწრაფვოდა.
უარყოფითი მხარე: ცუდი დიდება, მაღალ თანამდებობაზე მარტოობა, შემოქმედებითი მიღწევებზე და რაც შექმნა იმაზე უარის თქმა. საშინელი დეგრადაცია, ადამიანი საკუთარ თავს სამარეს თავადვე უთხრის, დიდი თანამდებობიდან/სიმაღლიდან ვარდება/ქვეითდება, კარგავს თანამდებობას. სიმაღლიდან ჩამოვარდნის საშიშროებაა.
XI სახლი
დადებითი მხარე: ამოუცნობი მეგობრები, უჩვეულო/საოცარ დამთხვევებსა და შემთხვევებს შეუძლიათ მისი შეხედულებების შეცვლა, ადამიანი იძენს ახალ, მისთვის საჭირო გამოცდილებას. მომავლის რიტმებით ცხოვრობს, ისე, რომ ამას თავადაც ვერ აცნობიერებს.
უარყოფითი მხარე: შეუძლია მთელ თავის გარემოცვას სიცოცხლის უნარიანობით გაუსწროს (როგორც ვიცით თქმა, ყველა გაისტუმროს იმ ქვეყნად თავად კი დარჩეს აქ) ანდა ტოტალურად შეიცვალოს. კონტაქტების მუდმივი ცვლა, მეგობრების, კოლექტივის განახლება/გადახალისება, ბედით უკმაყოფილება.
XII სახლი
დადებითი მხარე: ბუნების საიდუმლოებების ფლობა, ცხოველებისა და მცენარეების ენის ცოდნა, უხილავი სამყაროს კარის გასაღების ფლობა, საიდუმლო/ფარული მედიტაციების საიდუმლოს ცოდნა. განმარტოებაში სულის თავისუფლება, საკუთარი ცხოვრების პროგრამის განხორციელებას/ხორცშესხმას მხოლოდ მარტოობაში ახდენს. ძალადობრივი იზოლაცია ძალას ჰმატებს, რაც სულის განვითარებისთვის აუცილებელია, ადამიანი ახდენს ხარისხობრივ გადასვლას ახალ მდგომარეობაში, ამით მთლიანად გარდასახავს მთელ თავის ცხოვრებას (კამპანელა, ნიკოლაი მოროზოვი – 21 წელი შლისენბურგის ციხესიმაგრე).
უარყოფითი მხარე: უჩვეულო, ამოუცნობი, საიდუმლო მტრები, საოცარი ფორმების განსხეულება (ასტრალური სამყაროდან), სისხლისმიერი მტერი, უცნობი ადამიანის სიძულვილი. დევნის მანია (მას დევნიან). ჭორის, ტყუილის, დაბეზღების, ჯადოს (შავი მაგიის გავლენა) მსხვერპლად გახდომის საშიშროებაა.
წყარო: გლობა
სტატიის ავტორი: ნინო