დასაწყისი – პროზერპინა – მისი როლი და მნიშვნელობა ასტროლოგიაში
პროზერპინას დახასიათება ს.ა. ვრონსკის მიხედვით (“კლასიკური ასტროლოგია 12 ტომად”)
პროზერპინას კოსმიური დახასიათება
მოცემულ მომენტში პროზერპინა ყველაზე ამოუცნობი „პლანეტაა“ პლანეტებს შორის, რომელსაც ასტროლოგია იყენებს. ასტრონომიულად (ოფიციალურად) მისი არსებობის დადასტურება არ მომხდარა, ამიტომ მასზე მსჯელობენ სხვადასხვა ჰიპოტეტური წერტილიდან გამომდინარე. ზოგიერთი ასტროლოგი, მიუხედავად მისი მოძრაობის უდიდესი პერიოდისა (650 წელზე მეტი), მას იყენებს პრაქტიკაში, ამტკიცებს, რომ პროზერპინას გავლენა ქალწულის ნიშნის მსგავსია და, მისი მდებარეობა ველებში (სახლებში) ანდა ჰოროსკოპის მნიშვნელოვან წერტილებთან შეერთებებში, საკმაოდ არსებითია. მითოლოგიიდან გამომდინარე, პროზერპინას, როგორც მიწისქვეშეთის სამეფოს მასპინძელსა და დედოფალს, მრავალი საერთო უნდა ჰქონდეს პლუტონთან, მაგრამ მისი ბერძნული ანალოგი – პერსეფონე ასევე ნაყოფიერების ქალღმერთი იყო, ამიტომაც პროზერპინას, ქალწულის ნიშანთან ერთად, კუროს ნიშანთანაც აკავშირებენ.
პროზერპინის ეფემერიდები პრაქტიკულად ჩართულია ყველა ასტროლოგიურ პროგრამაში (იგულისხმება რუსეთი და რუსული პროგრამები), მაგრამ დასავლეთ სამყაროში (ევროპა, ამერიკა) მას არ აქვს დიდი გავრცელება. ცნობილი ფაქტია, ინდოელები თვლიდნენ, რომ მზის სესტემაში 16 პლანეტა უნდა იყოს, სხვა წყაროები კი ამბობენ, რომ მზის სისტემაში 12 პლანეტაა. მაგრამ ასტრონომები ირწმუნებიან, რომ მოცემულ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც მიღებულია ჰაბლის მეშვეობით (ეს სატელიტი, თანამგზავრია), რაც დღეს ცნობლია მზის სისტემაში, იმაზე მეტი პლანეტა არ არსებობს. ზოგიერთი ასტრონომი ვარაუდობს, რომ პლუტონსაც კი არ უნდა ჰქონდეს პლანეტის სტატუსი (დიამეტრი დაახლოებით 2300 კმ).
ახალი აღმოჩენილი პლანეტები: კუაოარი (2002 წლის ივნისი, მისი დიამეტრია დაახლოებით 1250 კმ) და სედნა (2003 წლის ნოემბერი, დიამეტრი დაახლოებით 1700 კმ), ასტრონომების სიტყვებით, უბრალოდ ყინულის „ლოდებია“. მაგრამ ასტრონომიული ობიექტი – პროზერპინა მაინც არსებობს. ეს ასტეროიდი 26-ნომრით აღინიშნება, რომელიც შედის ე.წ. „ასტეროიდების სარტყელში“.
ზუსტად პროზერპინას უნდა ვუმადლოდეთ სიმდიდრეს, რომელსაც ის მიწის წიაღსა თუ ზღვების სიღრმეებში აღმოაცენებს – ძვირფასი მეტალები და ქვები, მარგალიტი, სამკურნალო მცენარეები და ბალახები, ნავთობი და სხვა ბევრი რამ. ის ითვლება მედიცინის, ალქიმიის, მეტაფიზიკის, უმაღლესი მაგიის მმართველად, მაგრამ ყველაზე მკვეთრად მაინც ზემოქმედებს სხვა პლანეტებთან ერთად, ურთიერთკავშირისას: განსაკუთრებით სატურნთან, ქირონთან, ურანთან, ნეპტუნთან და პლუტონთან ერთად. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ეს გავლენიანი თანამეგობრობა უთითებს რაღაც გამორჩეულ სპეციფიკაზე, რომელიც ვლინდება როგორც ორგანულ, ასევე არაორგანულ ბუნებაში.
გადაჭარბების გარეშე შეიძლება ერთის თქმა: პროზერპინას გავლენა თითქმის ყოველთვის ფატალურია. ის ადამიანის ტრანსფორმაციას იწვევს, მოაქვს სიღრმისეული ცვლილებები და მისი ცხოვრების გლობალური გარდასახვები/გარდატეხები (ცუდისკენ ან უკეთესობისკენ). ყველა ეს პროცესი შეუქცევადია. ადამიანის ტრანსმუტაცია, მისი რეგენერაცია მოდის სიკვდილის მსგავსად და შემდეგ ხდება ადამიანის ხელახლა დაბადება, რომელიც იწყება სრულიად ახალ დონეზე. აუცილებლად უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი რამ, პროზერპინა ყველა ადამიანზე მკვეთრად არ მოქმედებს (არ ვლინდება პროზერპინას ზემოქმედება). ყველაზე მკაფიო გამოვლინება ხდება მაშინ, როდესაც ადამიანს აქვს სულიერი დონისა და ინტელექტუალური უნარების მაღალი მაჩვენებელი (სხვა ადამიანებთან შედარებით).
ზოდიაქოს ნიშნებში პროზერპინას მდებარეობა, უთითებს იმაზე, რაც ეხება ადამიანის შინაგან სტრუქტურას, მის ნიჭს და უნარებს, მისწრაფებებსა და იმედებს, ასევე ადამიანის სულიერ განწყობას. პროზერპინას პოზიცია ჰოროსკოპის ველებში (სახლებში) უჩვენებს ცხოვრების იმ სფეროზე, რომელშიც ხდება ადამიანის ტრანსფორმაციული ცვლილებები, საერთოდ, რაც ეხება პრიზერპინას ზემოქმედებას, ეხება უმთავრესად იმ ცხოვრებისა და მოღვაწერობის სფეროებს, რომელზეც უთითებს ველების/სახლების მთვარი პრინციპები და, რომელშიც დისლოცირებულია პროზერპინა.
შენიშვნა: პროზერპნას ზოდიაქოს ნიშნებზე ზემოქმედება ჯერ კიდევ ნაკლებად არის ცნობილი და შესწავლილი. რადგანაც, ამ ეტაპზე მასზე დაკვირვება მხოლოდ სამ ზოდიაქოს ნიშანში (ქალწული, სასწორი და მორელი) მოხდა.
გლობას მიხედვით, პროზერპინა არის ყველაზე შორეული პლანეტა _ პლუტონის ორბიტის მიღმა, აღმოჩენილია 1984 წელს.
პროზერპინა – გარდაქმნის, ტრანსფორმაციის, სიღრმისეული მთლიანი გადატრიალების სიმბოლოა. თუ სატურნი _ ინდივიდუალური კრისტალიზაცია და სისტემაა, პროზერპინა _ უმაღლესი კრისტალიზაცია, უნივერსალური სისტემა, ზესისტემაა. პროზერპინა _ სული, რომელიც ჩარჩოებს ანგრევს, განახლების/გარდაცვალების შემდეგ დაბადების უმაღლესი უნარი, ტრანსმუტაცია, მთლიანი გარდაქმნის უნარიანობა. ეს არის შესაძლებლობა საკუთარი ეგოდან გასასვლელად, ეგოიზმისგან გასათავისუფლებლად, ფსიქოლიგიური მდგრადობისა და სიმყარის მისაღწევად. ფასეულობების უნივერსალური სისტემაა. შესაძლებელია ცხოვრების სრული უარყოფითი და დადებითი ცვლილება, ასევე საკუთრებაზე უარის თქმის შესაძლებლობაცაა.
პროზერპინას ფუნქციები
პროზეპრინის გავლენით ადამიანი მთლიანად აცნობიერებს საკუთარ ბუნებას, ბოლო ატომამდე მართავს საკუთარ ფიზიოლოგიას და შიგნიდან ახდენს გარდასახვასა და გარდაქმნას. მას ძალუძს სწრაფი რეგენერაცია და ზეადამიანურ პირობებთან შეგუება, საკუთარი გარეგნული სახის შეცვლაც კი ხელეწიფება (ადამიანს 80 წლის ასაკის შემდეგ შეიძლება ისევ გაეზარდოს კბილები და თმები). ასეთ ადამიანს ყოვლის შემცველი ლოგიკა და წარმოსახვა საშუალებას ძლევს 2-3 ფაქტის საფუძველზე ააგოს მტკიცებულებების მთელი სისტემა. ამ ადამიანებისგან შესანიშნავი გამომძიებლები დგებიან – ალბათობაა, რომ შერლოკ ჰოლმსის პირად რუკაში ძლიერი პროზერპინა იყო. ასევე კარგი არქეოლოგები, რესტავრატორები ხდებიან _ ერთი დეტალის მიხედვით შეუძლიათ ააგონ ფენომენალური მოცულობის პორტრეტი (მ.მ. გერასიმოვმა შექმნა სისტემა, რომელიც ადამიანის თავის ქალის მეშვეობით ადამიანის მთლიან სტრუქტურასა და გარეგან სახეს ქმნიდა).
პროზერპინას დღის სამყოფელი
პროზერპინას დღის სამყოფლად ქალწულის ნიშანი ითვლება, ღამით კი _ ტყუპების. პროზერპინა მხოლოდ ქალწულში ვლინდება. ქალწულის ნიშნის შტრიხები დაკავშირებულია პროზერპინასთან; ვალდებულების/ვალის აბსოლუტური გრძნობა, წვრილმან ფაქტებზე დაყრდნობით მტკიცებულებათა სისტემის აგების უნარი, მინიმუმით სარგებლობა. ქალწულის ნიშანს შეუძლია იხელმძღვანელოს მცირედით, ყოველი ნივთისთვის შესაბამის ადგილს პოულობს, ნებისმიერი დეტალი წამსვე სისტემაში შეაქვს, ზუსტი ცივი გონება, რესტავრაციის უნარი. პროზერპინა ნებისმიერი დეტალიდან ქმნის მთლიან სისტემას.
ქალწულში პროზერპინას ეპოქა დაიწყო 1857 წლიდან და გაგრძელდა 1917 წლის ჩათვლით – მეცნიერების, სამეცნიერო აღმოჩენების აღორძინების ხანა. ქალწულის ცუდი შტრიხები _ კაზუისტიკა, ფაქტების დამახინჯება. პროზერპინა დაკავშირებულია სიღრმისეულ გადატრიალებასთან, გარემოების დამორჩილების უნართან. „ქალწულები“ შეცდომებზე სწავლობენ. ისინი პირადიდან საზოგადოებრივადე მიდიან; რა პირობეშიც არ უნდა ჩავარდნენ, ყოველთვის გაადარჩენას ახერხებენ. პროზერპინასგან ქალწულებს აქვთ _ მწუხარება, სევდა, დარდი, ნაღველი, დეტალებში ჩაძიება. ისინი ყოველთვის საკუთარ არსს და აზრს ეძიებენ. ყურადღებას ამახვილებენ გარემომცველ და მიმდინარე პრობლემებზე. კამპანელას (დაბ: 05.09.1568წ) პროზერპინა მერწყულში ჰქონდა და ის არაადამიანურ პირობებში გადარჩა. ნებისმიერი დეტალი მათთვის არამარტო დამოუკიდებელი მნიშვნელობისაა, არამედ სისტემაში ჯდება და ასევე, უმაღლეს აზრს ატარებს (კონან დოილი, აგატა კრისტი).
პროზერპინას ეგზალტაცია
პროზერპინა ტყუპების ნიშანშია ეგზალტირებული. ეს ეგზალტაცია მთლიანად არ ვლინდება. პროზერპინას ხარისხი: მგრძნობიარობა (სიყვარული) ბავშვების მიმართ, ნებისმიერი სისტემის შეგრძნების უნარი, ცოდნის ობიექტური შეფასების უნარი, სიცოცხლის ერთ ფრაგმენტში მთელი მსოფლმხედველობის სისტემის დანახვის უნარი. პროზერპინა იძლევა ნებისმიერ სისტემასა და ტრადიციაში არსებული საუკეთესოს გამოყენების უნარს და მათ ამ მეთოდით ახალ დონეზე რეკონსტრუქციას უკეთებს. „პროზერპინელები“ მონურად არ იმეორებენ არაფერს, ისინი ყველაფერს გარდასახავენ (ესაა ზუსტად იაპონელების განმასხვავებელი ნიშანიც. ისინი დაიბადნენ ქალწულის ნიშნის ქვეშ). როცა პროზერპინა მდებარეობდა ტყუპებში, დაიწყო პეტრე I-ის მოღვაწეობა, როცა პროზერპინა ყველაზე მგრძნობიარე იყო ტყუპების ნიშანში, დაარსდა პეტერბურგი. პეტერბური წარმოადგენს უნიკალურ ქმნილებას, ფაქტიურად მოხდა ვენეციის მოდელის რუსულ მოდელზე გარდასახვა, რეკოსტრუქცია. პეტრე I – პროზერპინით ტყუპი იყო.
დაცემული პროზერპინა
პროზერპინა დაცემულია მშვილდოსნის ნიშანში. პროზერპინას დაცემა მშვილდოსანში ჯერ კიდევ ბოლომდე არ გამოვლენილა. პროზერპინას კომპლექსი მშვილდოსნის ნიშანში: სისტემის დეფიციტი, სისტემატიზაციის, სტრუქტურის შექმნის უუნარობა. ის, რაც პროზერპინასთვის ნორმას წარმოადგენს (სიღრმისეული გადატრიალება – ტყუპების ნიშანი წამიერად იცვლება, ნებისმიერ სისტემას იტანს), მშვილდოსნისთვის ეს პრობლემას წარმოადგენს. მას განასხვავებს ნაღველი, სევდა, მოუსვენრობა, საკუთარ შეცდომებზე სწავლის უუნარობა; ის (მშვილდოსანი) ვერ იტანს სიზუსტეს, დეტალებს.
მშვილდოსანი შეიძლება დაიბნეს, კაზუისტიკაში აირიოს და დაიბნეს, მისი ნებისმიერ სისტემაში დარწმუნება შეიძლება, თუ ეს სისტემა ავტორიტეტულადაა გადმოცემული, რამეთუ მას არ შეუძლია დეტალებში გარკვევა. მაგრამ პროზერპინას დაცემა ჯერ კიდევ მცირედითაა გამოვლენილი, ამიტომ მისი ხასიათის შტრიხების კომპლექსი მშვილდოსნისთვის არც ისე ძლიერია.
პროზერპინას ტრანზიტი
პროზერპინასთვის ორბისი 0.5 გრადუსის ტოლია. ნეგატიურ ასპექტში ის იძლევა ადამიანის ძალიან ბოროტ/ცუდ გარდასახვას/ხელახალ დაბადებას. ქიმიური პრეპარატებისგან საშიშროებაა, მაგალითად, როდესაც პროზერპინას ურანთან ცუდი ასპექტია, ადამიანი გოგირდმჟავით დააზიანეს. სამარცხვინო სიკვდილი, დაკარგვა, ლეთარგიული ძილი – ნეპტუნთან ასპექტისას, კლინიკური სიკვდილი.
“ჰარმონიული/კეთილი” პროზერპინა – კეთილგანწყობილია ხელახალი დაბადება/გარდაქმნისთვის, ტრანსფორმაციისთვის, ტრანსმუტაციისთვის; სულიერი ზრდა არაჩვეულებრივ ფორმაში ვლინდება, ადამიანი სულიერ ძიებას იწყებს. სულიერი შეცნობის სიღრმეები იხსნება. არასაჭიროს, უსარგებლოს სიკვდილი/მოშორება, უნიკალურის აღორძინება/ხელახალი დაბადება. კარმული ვალების გადახდა.
როცა პროზერპინა “მიდის” (გადაივლის) ნეპტუნს, მაშინ კოსმიურ სტატუსზეა დამოკიდებული, ქაოსი გაძლიერდება, ადამიანი მთლიანად “ამოტრიალება-ამოყირავდება”, “გადატრიალდება”, თუ მოხდება მისი უმაღლესი სულიერი ზრდა, უმაღლესი შეცნობა. თუ ნეპტუნსა და პროზერპინას აქვთ დიდი კოსმიური სტატუსები, მაშინ ასეთი ადამიანის ნებისმიერს შეშურდება. მის წინაშე იხსნება საკუთარი სულიერი ზრდის საიდუმლოებანი და ვლინდება საპირისპირო სახლების ორი მმართველის ძალა. ამის მიხედვით კი ადამიანი აცნობიერებს საკუთარ კოსმიურ ვალს და პასუხისმგებლობას.
სტატიის ავტორი: ნინო