პროზერპინა ქალწულში
1857-1917 (ქალწულის ნიშანში 61 წელი დაჰყო)
პროზერპინა თავის დღის სამყოფელში მერკურთან ერთად, მერკურის ეგზალტაციის ნიშანში, მიწის სტიქიაში.
გამოვლენილია ხარისხობრივი ნახტომი საზოგადოების ცნობიერებაში, ტექნიკური გადაიარაღება, მედიცინის გარდაქმნა. მნიშვნელოვანი წარმატებები მოხდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (პროზერპინა მართავს ქიმიურ გარდაქმნებს _ ჩდება მენდელეევის ელემენტთა პერიოდული ცხრილი). შესამჩევი წინსვლა მოხდა დემოკრატიულ, საზოგადოებრივ მოძრაობებში; გამოვიდა მრავალი გაზეთი, მასობრივი საგანმანათლებლო სამუშაოები დაიწყო, უცოდინარობის ლიკვიდაცია მოხდა, მოსახლეობამდე ინფორმაციის მიწოდება დაიწყო. შეიმჩნეოდა პიროვნების როლის ამაღლება, პროზერპინა საშუალებას იძლევა „პატარა ადამიანს“ მიმართოს, ბრბოში პიროვნების შემჩნევა და გამოკვეთა მოხდეს.
ადამიანის პიროვნულ დახასიათებაზე პროზერპინა მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდენს გავლენას, თუ ჰოროსკოპში აქვს საკმაოდ მაღალი სტატუსი. საუკეთესო შემთხვევაში, პროზერპინას გავლენის ქვეშ ადამიანს ცხოვრების ბოლომდე ნათელი გონება და ცნობიერება უნარჩუნდება.
მისთვის დამახასიათებელია: შეხედულებებისა და მსჯელობების ობიექტურობა, ნებისმიერი გარემოებების სრული, სიღმისეული ჩაძიება, ხანდახან _ უნიკალური მახსოვრობა (ადამიანი იმახსოვრებს ყველაფერს და ყველაფერში ინარჩუნებს დეტალურ მახსოვრობას, გონებაში დიდი ხნით ინახება მთლიანი ხატი/სახე); ცალკეულ დეტალებში ჰარმონიის დანახვის შესაძლებლობა, წვრილმანებში კანონზომერების წვდომა (მენდელეევი, ბუტლეროვი), შესანიშნავი მათემატიკური, აბსტრაქტული ჭკუა, ანალიტიკური უნარები (პიერი და მარია კიურეები).
ცუდ შემთხვევაში პროზერპინა ადამიანს გადააქცევს რკინის ბიო–რობოტად, რომელსაც აქვს დაუნდობელი, მკვდარი და ულმობელი ლოგიკა; ყველაფრის შემადგენელ ნაწილებად დაშლისკენ ისწრაფვის. ამ ადამიანის ურთიერთობის ფორმა მუდმივად ჭადრაკის თამაშის მსგავსია, სადაც ემოციები არ არსებობს და ყოველი ქმედება ექვემდებარება მკაცრ წესებს (ეიხმანი, გიმლერი), ამ მექანიკური ცხოვრების სქემას, რომელიც რეალობასაა მოწყვეტილი, ეს ადამიანი მთელი ცხოვრება ატარებს.
პროზერპინა სასწორში
(1918-1983 წ.წ. 65 წელი)
პროზერპინა ვენერასა და ქირონის სამყოფელშია, სატურნის ნიშნის ეგზალტაციაშია, ჰაერის სტიქიაშია.
ეს მდებარეობა – სიმბოლოა კაცობრიობის ურთიერთობების გარდასახვისა. ის, რაც ადრე ეჭვშეუტანლად მყარად მიაჩნდათ _ ქორწინება, მშობლები, ოჯახი, ჩვეული საზოგადოებრივი და საერთაშორისო ურთიერთობები და ურთიერთგაგება – ყველაფერი ფეთქდება. ჩდება ახალი კანონები და საერთაშორისო სამართალი (სასწორი კანონმდებლობის/კანონშემოქმედებითობის სიმბოლიზაციას ახდენს) და მათთან მიმართებაში ახალი ურთიერთობი იწყება. 1917 წლამდე სამყარო ერთგვაროვანია.
1918 წლის შემდეგ კი მერყევი/არამდგრადი სასწორის მსგავსი გახდა, სადაც არცერთ პინას არ შეეძლო გადაწონვა. მსოფლიო უთანხმოებები, მსოფლიოს მიერ სამართლიანობის დაცვის მუდმივი მოთხოვნები და მუდმივად მათი (სამრთლიანობისა და სამართლის) დარღვევების ცვალებადი/მერყევი წონასწორობის დაფიქსირება. ლიდერების კონკრეტული ქცევები საკუთარ განაცხადებს ეწინააღმდეგებოდა (დაპირებები და შემდეგ მათი შეუსრულებლობა, ქმედებები და უმოქმედობები). მაგრამ, სანამ პროზერპინა არ დაუპირისპირდა, „კონფლიქტში“ არ შევიდა პლუტონთან, მანამდე სამყარო მერყეობდა, თუმცა მაინც იყო შედარებით წონასწორობაში.
როდესაც 1933-34 წ.წ-ში პროზერპინამ პლუტონთან კვადრატურა შექმნა, მსოფლიო საშინელი განადგურების პირას დადგა. 1945 წელს სასწორის პინები გასწორდნენ. 1984 წელს პროზერპინა და პლუტონი შეერთებაში იყვნენ – კაცობრიობა დადგა გლობალური გარდაქმნის გზაზე. გარდა ამისა, მრავალი პლანეტის მორიელისა და მშვილდოსნის ზოდიაქოში მოგროვებას მოჰყვა იდეოლოგიური და რელიგიური რევოლუციები.
პიროვნებაზე პროზერპინას გავლენა გამოიხატება იმაში, რომ ადამიანს შეუძლია ჰარმონიის ინდივიდუალური ზღვრის მონახვა, აბსოლუტურად ობიექტური შეხედულებების ქონის უნარი აქვს, შეუძლია საკუთარი შეხედულების წერტილზე განათავსოს ნებისმიერი ადამიანი და ცხოვრებას მისი თვალებით შეხედოს. მისთვის მახასიათებელია პასუხისმგებლობისა და ვალდებულების ამაღლებული ცნობიერება. სხვა ადამიანებთან ურთიერთობები (ქორწინება, მეგობრობა) მისთვის წმინდა გაგებას წარმოადგენს.
ამაღლებული სულიერი ორგანიზაცია საშუალებას აძლევს იცხოვროს მთელი კაცობრიობის ცხოვრებით, ამაში იპოვოს საკუთარი გარდაქმნის მასალა, ჰქონდეს ხელოვნების გადაფასების საკუთარი კრიტერიუმები, ახალი კანონების შექმნისთვის საჭირო ბაზისი გამოიმუშაოს, რომელიც იქნება _ შედარებით სამართლიანი, ორიენტირებული პიროვნებაზე, მოიძიოს, შექმნას სხვა ადამიანების სრულყოფის მიზნით მათზე ზემოქმედების ახალი, უფრო ჰუმანური საშუალებები.
ცუდ შემთხვევაში ადამიანის ცნობიერებაში ხდება სიკეთისა და ბოროტების აღრევა, იგი ერთს მეორეში ურევს – ეს მგელია კრავის ქურქში. გარშემომყოფებს საკუთარ პოზიციას ურცხვად, მოურიდებლად ახვევს თავს; მისთვის მახასიათებელია უპრინციპობა, რომელიც უმაღლესი პრინციპულობის ნიღბითაა დაფარული. მან არ იცის საკუთარი თავის გამართლების ზომიერება, შეუძლია ყველას საკუთარი უარყოფითი ნიშნები მიაწეროს, ყოველთვის საკუთარი თავისკენ გადაწონის სასწორს.
პროზერპინა მორიელში
პროზერპინა მარსისა და პლუტონის სახლში, ურანის ეგზალტაციის ნიშანში, წყლის სტიქიაში.
პლუტონის სამფლობელოში ის _ სრულუფლებიანი სტუმარია (ბერძნული მითოლოგიით პლუტონის _ ქვესკნელის სამეფოს მეუფის ცოლი). პროზერპინას გარდამსახველი ძალისა და იდუმალი წყლის სტიქიის, ასევე ძლიერი პლანეტების (მარსისა და პლუტონის) კომბინაცია ადამიანს შესაძლებლობას აძლევს რეალურად განახორციელოს უხილავი ზრახვები. პროზერპინა, ჰერაკლეს ძალით დაჯილდოვებული, მთელ თავის ძალასისხმევას ადამიანთა სულების გარდასხვას ახმარს. ეს შეიძლება ატარებდეს ურთიერთობების მაგიური ცვლილების ხასიათს. ის, რაც ახლა ითვლება სასწაულად, შეიძლება მომავალში აღქმული იყოს, როგორც თავისთავადი, ჩვეულებრივი, ცნობიერი რამ.
არჩეულ „სულებს“ ის აჯილდოებს უკვდავებით, შეუძლია ისინი გაგზავნოს „სიამოვნების კუნძულზე“, მაგრამ შეუძლია მკაცრად დასჯაც. ამ წლების თაობები გამოკვეთილ ინტერესს ავლენენ ქვეცნობიერი ბუნების პროცესების მიმართ და უთმობენ დიდ ყურადღებას სიკვდილის შესწავლას. მორიელის ნიშანში პროზერპინას გავლის ბოლოს ადამიანები გაიგებენ, თუ რა არის მარადიული სიცოცხლე. პლუტონმა, რომელიც 1993 წელს იყო მერწყულის ნიშანში, მორიელის ნიშანში პროზერპინასთან კომბინაციით, მოგვცა ძალიან საინტერესო ეფექტი: 1983 წლის შემდეგ დაბადებული ბავშვები უნიკალური უნარებით და ნიჭით დაჯილდოვნდენ. ეს თაობა წარსულთან მკვეთრად გაწყვეტს კავშირს, რაც მათ გარდაქმნას შეუშლის ხელს, ყველაფერს უარყოფს. მათ უფრო საინტერესო ცხოვრება ექნებათ: იმის ნაცვლად რომ ცხოვრების დინებაში ალალბედზე იცურონ, ჩაუღრმავდებიან ზღვარს მიღმა ცხოვრების არსს.
მათ ექნებათ დიდი გადატვირთების გაძლების უანრი – ჩაერთვებათ მეორე სუნთქვა – შეეძლებათ თვითმიძღვინის ნაბიჯების გადადგმა და ექსტრაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება. ეს, შესაძლებელია, მანიშნებელი იყოს, რომ ეს თაობა მომავალი კოსმიური ენერგიის გარდამქნელი თაობაა, რომელიც ამ გარდაქმნილ ენერგიას (დავუშვათ ამის ალბათობაცა შესაძლებლობაც), ექსტრემალურ სიტუაციებში ადამიანის კატარზისის მეშვეობით მკვდრეთით აღდგენაზე მიმართავს. პროზერპინა მორიელის ნიშანში _ ეს ალქიმიის აღორძინებაა, მათ შორის ასტრალურისაც.
ცუდ შემთხვევაში პროზერპინას გავლენით, პიროვნება მიდის განადგურების აბსოლუტურ სისტემამდე: კაცობრიობა გაივლის უდიდესი დანაშაულების ტალღის და მასობრივი თვითმკვლელოებების ლავის ქვეშ. ადამიანური ცხოვრება მთლიანად გაუფასურდება. პიროვნებამ შეიძლება ბუნებაზე, საკუთარ თავსა და კაცობრიობაზე ნეგატიური შეხედულება შეიქმნას, რასაც მოჰყვება დამახინჯებული ცნობიერების ჩამოყალიბება; ადამიანი შეცდომაში შევა, იფიქრებს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი დისჰარმონიულია და მხოლოდ ნგრევას საჭიროებს. ეს არის ამ ასპექტის ყველაზე ცუდი ფორმა _ ასეთი პროცესები იყო ადრეული ქრისტიანობის ეპოქაში, მატერიალურ სამყაროსთან კავშირის უარყოფა, თავისებური სულიერი თვითგვემა. ამ სიტუაციებში პროზერპინას შეუძლია შექმნას ძალიან ძლიერი შავი მაგები.
შენიშვნა: იმის გამო, რომ პროზერპინა ახალი აღმოჩენილი პლანეტაა (ფიქტიური პლანეტაა) ძნელია მისი სხვა ნიშნებში დახასიათება პრაქტიკაში გადამოწმების გარეშე, ამიტომაც გლობას მხოლოდ სამი ნიშნის მიხედვით აქვს გაკეთებული პროზერპინას დახასიათება.
წყარო: გლობა
სტატიის ავტორი: ნინო