პროფესიის არჩევა პირადი რუკის მიხედვით

პროფესიის არჩევა პირადი რუკის მიხედვით

პირადი რუკის მიხედვით პროფესიის დადგენა ნიშნავს იმ პროფესიის შერჩევას, რომლითაც ადამიანი პიროვნულად (და ასტროლოგიური მონაცემებით) მაქსიმალურად რეალიზდება.

ამისთვის კი ორი „პირობა“ არსებობს:

  • ერთი პოზიცია არ განაპირობებს პროფესიის არჩევას, ამისთვის მთლიანი რუკა უნდა გავითვალისწინოთ.
  • სასურველია პროფესიის ასარჩევად მონაცემები რამდენჯერმე მეორდებოდეს.

პროფესიულ მიდრეკილებებს სამი სახლი განსაზღვავს: X სახლი – კარიერულ წარმატებაზე „გვიყვება“, II სახლი – ფინანსურ წარმატებაზე, VI სახლი – ყოველდღიურ შრომაზე.

უნარებს ასპექტები განსაზღვრავს. თუ რუკაში სექსტილები და ტრინებია – ნიჭიერი ადამიანია, რომელსაც ყველაფერი ადვილად გამოსდის. თუ რამდენიმე სექსტილი და ბევრი კვადრატია – ადამიანი ბევრს მიაღწევს გადალახვის და შრომის შედეგად.

პროფესიულ ზრდაზე მიგვანიშნებს მე-10 სახლის მმართველი (მაგ: თუ თქვენი მე-10 სახლი იწყება ვერძით, ე.ი. მე-10 სახლის მმართველია მარსი, თუ ტყუპებით – მერკური, თუ ლომით – მზე და ა.შ.), პლანეტები მე-10 სახლში, სატურნი, პლანეტები თხის რქის ნიშანში.

რუტინულ მუშაობაზე ინფორმაციას გვაწვდის მე-6 სახლის მმართველი, პლანეტები მე-6 სახლი, მერკური და პლანეტები ქალწულის ნიშანში.

მატერიალურ მიღწევებზე – მე-2 სახლის მმართველი, პლანეტები მე-2 სახლში, ვენერა და პლანეტები კუროს ნიშანში.

თუ რუკაში ზედა ნახევარსფეროა დატვირთული – ადამიანი ექსტრავერტია; ქვედა ნახევარსფერო – ინტროვერტი; აღმოსავლეთ, მარცხენა ნახევარსფერო – თვითმოტივირებულია და თავად ცდილობს ყველაფრის მიღწევას; დასავლეთ, მარჯვენა ნახევარსფერო – ორიენტირებულია პარტნიორობაზე, კოლექტიურ მუშაობაზე.

პროფესია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

(გამოიყენება მე-10 და მე-6 სახლის კუსპიდების შემთხვევაში. მაგ: თუ თქვენი მე-10 ან მე-6 სახლი იწყება ვერძით – ნახავთ ვერძის შესაფერის პროფესიას. მე-10 სახლის შემთხვევაში – ეს თქვენი კარიერა, პროფესიაა; მე-6 სახლის შემთხვევაში – ყოველდღიური სამუშაო).

ვერძი: ფიზიკური ან მძიმე სამუშაო, ტექნიკა, სიახლეები; სამხედრო საქმიანობა, პოლიციელი, ბიზნესი, სპორტი, ქირურგია, რეანიმატოლოგია; შოუ-ბიზნესი.

კურო: საბანკო სფერო, მართვა, უძრვაი ქონებით ვაჭრობა, დიზაინი, ტექსტილი, არქიტექტურა, კულინარია; თეატრი, სხეულის პლასტიკასთან დაკავშირებული სპორტის სახეობები; პრაქტიკული საქმიანობა.

ტყუპები: ფილოლოგია, ლიტერატურა, უცხო ენები, მცირე ბიზნესი, ვაჭრობა, საგამომცემლო საქმიანობა, რეკლამა, კონსულტირება.

კირჩხიბი: მომსახურების სფეროები, საზოგადოებრივ კვებასთან დაკავშირებული პროფესიები; ბავშვების აღზრდა, პედაგოგიკა; ეკოლოგიის, უსაფრთხოებისა და დაცვის სამსახური; ფსიქოლოგია, პარაფსიქოლოგია, ჰუმანიტარული მეცნიერებები.

ლომი: ადმინისტრაციული საქმიანობა, ხელმძღვანელობა, მენეჯმენტი; სწავლება, კურსების ორგანიზება; პრეზენტაციისა და მარკეტინგის სფერო; რეჟისორობა, მხატვრობა, სამოდელო სფერო, შოუ-ბიზნესი, ფიტნესი, საიუველირო საქმიანობა. სამედიცინო სფეროდან – კარდიოლოგია, კარდიოქირურგია.

ქალწული: საქმისწარმოება, ფინანსები, ბუღალტერია; ისტორია, არქეოლოგია, არქივი; მათემატიკა, მედიცინა (ექიმი, ფარმაცევტი), ბიოლოგია; შემსრულებელი (დაქირავებული), მეცნიერი.

სასწორი: იურისტი, მოსამართლე, დიპლომატი; კონსულტირება, სოციალურ-საზოგადოებრივი აქტიურობა, გაცნობის სფერო, ქორწინების სახლი; კულტურის, ხელოვნების სფეროები, კოსმეტოლოგია, სამოსი, ცეკვა, მუსიკა.

მორიელი: სამხედრო საქმე; საფინანსო და საბანკო სექტორი; კრიმინალისტიკა, პოლიტიკა, ბიზნესი, მძიმე ტექნიკა; ყველაფერი, რაც სიკვდილს და დაკრძალვას უკავშირდება; ნადირობა, იარაღი, აფეთქება; სამედიცინო სფეროდან – ქირურგია, რეანიმატოლოგია, პათოლოგანატომია, გინეკოლოგია, სექსოპათოლოგია; ხელოვნებიდან – მოქანდაკე, მწერალი, მუსიკოსი, სატირიკოსი; ასევე – ოკულტური საქმიანობა, სამეცნიერო კვლევები.

მშვილდოსანი: სწავლება, უმაღლესი განათლება, პოლიტიკა და მართვა, გავლენის მქონე ორგანიზაციები; ფილოსოფია, იურიდიული საქმიანობა; რელიგია, ტურიზმი, ქვეყანათაშორისი ურთიერთობები.

თხის რქა: მართვა, ოფიციალური სტრუქტურები, პოლიტიკა, სწავლა; სოციალურ-ეკონომიკური მეცნიერებები, ზუსტი მეცნიერებები, არქიტექტურა, მშენებლობა.

მერწყული: ინჟინერი, ტექნიკოსი, პროგრამირება, კიბერნეტიკა; კოსმოსთან დაკავშირებული საქმიანობა, ელექტროტექნიკა, რადიოტექნიკა, მომშხამვლელ და რადიოაქტიურ ნივთიერებებთან დაკაშირებული საქმიანობა (მათ შორის ქიმიკოსი); ასტროლოგია, ფსიქოლოგია, ნევროლოგია. ხელოვნების სფეროებიდან – დრამა, რეჟისურა, მასობრივი დღესასწაულების მოწყობა.

თევზები: მკურნალობა, დახმარება, საავადმყოფო, ციხე, ფსიქიატრიული კლინიკა; დახურული ორგანიზაციები, მონასტერი, ეკლესია; ფსიქოლოგია, ფსიქიატრია, ნარკოლოგია, ფარმაცია; ჰუმანიტარული მეცნიერებები; წყალთან დაკავშირებული პროფესიები; ქიმია, მუსიკა, პოეზია, კინო, თეატრი.

ახლა პლანეტების მიხედვით განვიხილოთ

(გამოგვადგება სახლის მმართველობის და მე-2, მე-6 და მე-10 სახლში პლანეტის მდებარეობის ახსნისთვის).

მზე: ხელმძღვანელი, მმართველი, ადმინისტრატორი, გადაწყვეტილების მიმღები, ბიზნესმენი. მსახიობი, რეჟისორი, იუველირი, შემოქმედებითი ადამიანი. პროფესიები, რომლებიც ბავშვებს და თამაშს უკავშირდება.

მთვარე: ექიმი, მედდა, სხვების დახმარებასთან დაკავშირებული პროფესიები, ფსიქოლოგია, ბავშვების აღზრდა, თეატრის და კინოს მსახიობი, პოეტი, მუსიკოსი, მწერალი, მოგზაური (წყლით მოგზაურობა), სახლთან დაკავშირებული სამუშაო (ან სახლიდან გაუსვლელად მუშაობა).

მერკური: მოვაჭრე, კრიტიკოსი, ჟურნალისტი, ეკონომისტი, ბუღალტერი. ნებისმიერი საქმე, რაც დეტალებზე ყურადღებას ითხოვს; რეგისტრატორი, ადმინისტრატორი. სწავლულებიდან – მათემატიკოსი, ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ლინგვისტი, თარჯიმანი.

ვენერა: ხელოვნებასთან დაკავშირებული პროფესიები, მუსიკოსი, მწერალი (ვენერა წყლის ნიშანში), ცეკვა (ვენერა ცეცხლის, მიწის ნიშანში), დიზაინი, არქიტექტურა, მოდა, სამკაულები (ვენერა მიწის ნიშანში), თავგადასავლებთან და გართობასთან დაკავშირებული საქმიანობა (ვენერა ჰაერის ნიშანში), იურისტი, დიპლომატი, შუამავალი (ვენერა ჰაერის ნიშანში), დიასახლისობა, მებაღეობა, ბუნებასთან დაკავშირებული საქმიანობა (ვენერა მიწის ნიშანში).

მარსი: სამხედრო საქმიანობა, პოლიცია, სპორტი, ქირურგია; ტექნიკური და საინჟინრო პროფესიები, მეტალურგია, ცეცხლთან დაკავშირებული საქმიანობა, მანქანის შემკეთებელი; „საშიში“ ან მართვასთან დაკავშირებული პროფესიები.

იუპიტერი: იურისტი, მღვდელი, მოსამართლე, გამომცემელი, გიდი, მოგზაური, ლექტორი, ფინანსისტი. საზოგადოებრივ აქტივობასთან, უცხოეთთან, აღზრდასთან, განათლებასთან დაკავშირებული საქმიანობა.

სატურნი: სახელმწიფოებრივი საქმიანობა, ხელმძღვანელობა; საბანკო სექტორი, უძრავ ქონებასთან, ვალთან, სესხთან, მშენებლობასთან დაკავშირებული საქმიანობა. ასევე – მეტალურგია, არქიტექტურა, სამეცნიერო საქმიანობა. პროფესიები, რომლებიც მოთმინებას ითხოვს.

ურანი: მეცნიერი, გამომგონებელი, ინჟინერი, რეჟისორი, პროდიუსერი, მსახიობი, თანამედროვე ტექნოლოგიები (მათ შორის კომპიუტერული), მფრინავი, რევოლუციონერი, ასტროლოგი, ელექტროენერგიასთან, რადიოტექნიკასთან და ბირთვულ სამუშაოებთან დაკავშირებული საქმიანობა, ავტომანქანებთან დაკავშირებული საქმიანობები (მათ შორის ავტომობილების გამოგონება). ასევე – ნებისმიერი საქმიანობა, რაც სხარტ გონებას, ანალიტიკურ უნარებს, შემოქმედებით მუშაობას ითხოვს.

ნეპტუნი: ფსიქოლოგი, მედიუმი, კულტურათმცოდნე, მუსიკოსი, პოეტი, რეჟისორი, მეზღვაური, ჰომეოპათი, ფარმაკოლოგი, ფარული საქმიანობები.

პლუტონი: მეცნიერი, ჯაშუში, საგამოძიებო საქმიანობა, ნოტარიუსი, ფსიქოანალიტიკოსი, სამედიცინო საქმიანობა, დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობა.

კონკრეტული პროფესიები

(კონკრეტული პროფესიის შემთხვევაში გამოკვეთილია შემდეგი ასტროლოგიური მონაცემების ძლიერი ან დატვირთული მდებარეობა)

ქირურგია: მარსი, პლუტონი, მორიელი

მედიცინა (მაგ: თერაპევტი): მთვარე, ნეპტუნი

არატრადიციული მედიცინა: ნეპტუნი, პლუტონი, მე-12 სახლი, მორიელი

პედაგოგიკა: ვენერა-სატურნი, ვენერა-იუპიტერი; მერკური 1 სახლში, მზე მე-5 სახლში, მე-3 და მე-5 სახლს შორის კავშირი.

ხელოვნება: ვენერას, ნეპტუნის, მთვარის მდებარეობები. გასათვალისწინებელია მათი რეტროგრადულობაც (ვენერის და ნეპტუნის).

მუსიკა: ძლიერი ნეპტუნი; პლანეტები თევზებში, მთვარის სექსტილი ვენერასთან.

ბიზნესი: ძლიერი მზე, მარსი, მერკური. საპირისპიროდ მოქმედებს მთვარე 1-ელ სახლში და გადატვირთული მე-12 სახლი.

ფიზიკა: მერკური, სატურნის ძლიერი მდებარეობა, მე-3 სახლი

მართვა/მენეჯმენტი: დიდი მნიშვნელობა ენიჭება მზის სტატუსს.

ბუღალტერია და ფინანსები: მერკური, სატურნი, ქალწული.

ტექნიკა: მარსი, სატურნი.


About Tamta

Scroll To Top