რაუხტოპაზი (ბოლისფერი კვარცი)

რაუხტოპაზი (ბოლისფერი კვარცი)

ჯგუფი: კვარცი

ფერი: მუქი ბოლისფერი, გამჭვირვალე ყავისფერში გარდამავალი. 350°С ტემპერატურაზე ფერს კარგავს.

არცთუ დიდი ხანია, რაც რაუხტოპაზად მოიხსენიებენ. მანამდე ცნობილი იყო როგორც ბოლისფერი მთის ბროლი ან ბოლისფერი ტოპაზი. ის ერთ-ერთ ძვირადღირებულ ქვად ითვლება კვარცის სახეობებს შორის.

მომპოვებელი ქვეყნებია: ესპანეთი, ა.შ.შ., ბრაზილია, ნამიბია, მადაგასკარი, იაპონია, გერმანია, რუსეთი.

სამკურნალო თვისებები

ჯანმრთელობის კუთხით გაციების, თირკმლის ფუნქციონირების დარღვევის, წნევის აწევისთვის, სასქესო ორგანოების დაავადებების (განსაკუთრებით – პროსტატის) გამოიყენება.

ინდური ლეგენდები მოგვითხრობს რაუხტოპაზისგან დამზადებულ თასზე, რომელიც ადამიანებს ნებისმიერი დაავადებისგან კურნავდა. ის შეგვიძლია გამოვიყენოთ სტრესისა და ტკივილის მოსახსნელად. ამისთვის რეკომენდებულია მინერალის ხელის მუჭში მოქცევა და გაჩერება სანამ არ „გათბება“.

ითვლება, რომ დეპრესიას, აკვიატებულ იდეებს, თვითმკვლელობაზე ფიქრებს აშორებს. ხელს უწყობს მოწევისთვის თავის დანებებას.

რაუხტოპაზი გვეხმარება „მესამე თვალის“ გახსნაში. მუქი ოქროსფერ-ყავისფერი რაუხტოპაზი ერთ-ერთი საუკეთესო ქვაა მედიტაციისთვის. ინდოელი იოგები მას მულადხარის მთავარ ქვად თვლიან. მინერალი გვეხმარება ორგანიზმიდან დაგროვილი უარყოფითი ენერგიის, ნაგვის, „შლაკების“ გამოდევნაში.

 

მაგიური მახასიათებლები

მუქი შეფერილობის მინერალებს შორის ენერგეტიკულად ერთ-ერთი ძლიერი ქვაა. მას პლუტონს უკავშირებენ, რომელიც ტრანსფორმაციასთან, განახლებასთან ასოცირდება. მინერალის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს  აზრების ქვეცნობიერიდან გამოდევნა და გაცნობიერება. ბუდისტები „ბუდას ქვად“ მოიხსენიებენ.

რაუხტოპაზი აჩერებს დამღუპველ ვნებებს, ცხოვრებისეულ სირთულეებს აცილებს, გონებრივ მუშაობასა და საზრიანობა აძლიერებს. ხოლო ბოროტებასა და უარყოფითს ანეიტრალებს.

მინერალი ხშირად გამოიყენება სხვადასხვა რიტუალში: მას იყენებდნენ სულის გამოსაძახებლად, წყევლისთვის, ადამიანების საკუთარი ნებისთვის დასამორჩილებლად, მედიტაციისთვის, ხოლო ალქიმიკოსები მისი დახმარებით ცდილობდნენ სამყაროს საიდუმლოებების ჩაწვდომას.

თუ რაუხტოპაზს დადებითი მიზნებისთვი გამოვიყენებთ, ადამიანის სასიცოცხლო ენერგიას აძლიერებს, მამაცს, გამბედავს, სირთულეების გადალახვის უნარს მატებს, ასევე ხელს უწყობს სექსუალური აქტიურობის ზრდას.

რაუხტოპაზი გვეხმარება ადვილად უარვყოთ ფიზიკური და ფსიქოლოგიური „პროდუქტი“, რაც აღარ გამოგვადგება და უსარგებლოა; გვეხმარება მივიღოთ ჩვენი სხეული, ცხოვრება და სამყარო. ის ძველ ან დესტრუქციულ პროგრამებს გარდაქმნის. მაგ: გვეხმარება ეგოცენტრულობის ნაკლებად გამოვლენაში, პოზიტიური ურთიერთობების, დამოკიდებულებებისა და ქცევების ჩამოყალიბებაში. ხოლო მენტალურ დონეზე ხელს უწყობს პოზიტიური აზროვნების განვითარებას.

მისი კეთება მეოცნებე ადამიანებისთვის ნაკლებადაა რეკომენდებული, რადგან ხელს უწყობს რეალური ცხოვრებიდან „გასვლას“, ფანტაზიას აძლიერებს.

მისი კეთება რეკომენდებულია ადამიანებისთვის, რომლებიც დეპრესიაში არიან, აკვიატებული იდეები აქვთ, მოწევისთვის, ნარკოტიკებისთვის თავის დანებება სურთ.

რაუხტოპაზის კრისტალები ხელს უშლის ღამის კოშმარების ნახვას და სიზმრებს “აწესრიგებს”.

როგორც თილისმა, იცავს მაგიის გავლენისგან, გათვალვისა და წყევლისგან.

ამაზონიტი და ბოლისფერი კვარცი

ასტროლოგია: სტიქიებიდან შეესაბამება – ყველა სტიქია (+ ეთერი). პლანეტებიდან – პლუტონი; ზოდიაქოს ნიშნებიდან თხის რქა, მორიელი. ნაკლებად რეკომენდებულია კირჩხიბისთვის.

ჩაკრები: შეესაბამება მე-6 ჩაკრას, ზოგიერთი ვერსიით – პირველ ჩაკრას.

გაწმენდა: მინერალის გაწმენდა შეგვიძლია დროებით წყალში მოთავსებით. სასურველია მისი პერიოდული გაწმენდა. ნუ მოათავსებთ მზეზე „დასამუხტად“.

დამატებითი ინფორმაცია: გავრცელებული სახელწოდებებია – ბოლისფერი მთის ბროლი, ბოლისფერი კვარცი, შოტლანდიური ქვა.

წყარო: ჯასპერ სტოუნი, გლობა, crystalarium.ru, lithotherapy.ru


About Tamta

Scroll To Top