რეტროგრადული ვენერა კირჩხიბში

რეტროგრადული ვენერა კირჩხიბში

აქ ინდივიდი ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს III ფაზაში, როდესაც საკუთარ თავს  მუდმივად ბავშვის  როლში ხედავს, მშობლებთან მიმართებაში. მამაკაცებში ეს „ოიდიპოსის კომპლექსის“ ფორმით ვლინდება, სადაც ადამიანი ბოლომდე ვერასდროს აცნობიერებს თავის ქვეცნობიერ სიყვარულს დედის მიმართ. ქალებთან  ეს „ელექტრას კომპლექსით“ გამოიხატება. ასეა თუ ისე, ინდივიდი, მართალია, აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ ის თავად არის საკუთარი თავის ბატონ-პატრონი, თუმცა  რეალურად მან არ იცის, როგორ განთავისუფლდეს დაცვის მოთხოვნისგან, რომელსაც ბავშვობიდან საჭიროებს.

ის დამოკიდებულების კარმას განიცდის, თუმცა კი მომავლისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი  იმ წიაღთან აბრუნებს, რომლის დატოვებაც სინამდვილეში არასდროს სურდა. ის თავიდან აწყობს ცხოვრებას ისეთ ადამიანებთან, ვინც მისი ღრმა ბავშვობის კონფლიქტებს განასახიარებენ და მან არ იცის, როგორ განთავისუფლდეს ამ კონფლიქტებისგან.

ამ მდებარეობის ყველაზე რთული პრობლემა ის არის, რომ ინდივიდის  გრძნობითი რეაქციები დაფუძნებულია წარსულ მოგონებებზე. სამწუხაროდ, ყოველ ჯერზე, როდესაც  ამას აკეთებს, ის სულ უფრო ძლიერ ებმება კარმაში.

ეს ინდივიდი მიდრეკილია  მშობლებისადმი განცდილი გრძნობები პროექციისკენ საქორწინო პარნტნიორზე.  ძალიან ხშირად ის სწორედ ისეთ პარტნიორს ირჩევს, რომელიც მას საწინააღმდგო სქესის მშობელს აგონებს. მისი შეხედულებები ზედმეტად დამოკიდებულია იმაზე, რას იფიქრებენ მასზე უფროსები (უხუცესები). მან უნდა ისწავლოს საკუთარი ფასეულობათა სისტემის დამოუკიდებლად გამომუშავება.

ის სამყაროს ერტ დიდი ოჯახად აღიქვამს და სწორედ ამას ეფუძნება მისი პირადი გრძნობები. საქმე ის არის, რომ ამგვარი მიდგომა მას ერთგვარ დამცველ მემბრანაში ახვევს. საინტერესო კი ის არის, რომ ეს ინდივიდი ხშირად წუწუნებს ამ მემბრანის შემაკავებელ ბუნებაზე, რაც თითქოს საშუალებას ართმევს, განიცადოს ყველაფერი, რასაც ისურვებდა.

მისი ყველაზე დიდი ძალა თავს იჩენს მოგვიანებით, მოწიფულ ასაკში, როდესაც ინდივიდისთვის მნიშვნელოვანი ხდება საკუთარი შვილები და შვილიშვილები უზრუნველყოს მთელი იმ უსაფრთხოებითა და კომფორტით, რაზეც აშენდა მისი ფასეულობათა სისტემა.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top