რეტროგრადული ვენერა მორიელში

რეტროგრადული ვენერა მორიელში

ეს ძალიან რთული მდებარეობაა რეტროგრადული ვენერასთვის, რადგან მორიელის ზრახვები ინდივიდს საკუთარი კმაყოფილების მიღმა ტოვებს. ის ვერასდროს ვერ გრძნობს კმაყოფილებას. ამიტომ, ამ მდებარეობისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია „კარგია იქ, სადაც მე არ ვარ“ განცდა.

ის დიდ  დროს ატარებს I ფაზაში, მომავალში კმაყოფილების მიღების იმედით, თუმცა, საუბედუროდ, მიაჩნია, რომ თავის იდეალს სხვა ადამიანში, სხვა ადგილას ან სხვა სიტუაციაში იპოვის და არა საკუთარი არსების საიდუმლო საცავებში. სიყვარულში ძალზედ ჩაკეტილი, უნდობი და ეჭვიანია. იმავდროულად, ინტენსიურად ინტერესდება სხვა ადამიანების გრძნობებით. არსებითად,ზუსტად იმის გამო, რასაც სხვებში ამჩნევს, მას უჭირს განიცადოს ის, რასაც საკუთარ თავში ეძებს.

მას ხშირად აქვს ხანგრძლივი პერიოდები, როდესაც თვლის, რომ მისი შინაგანი დაუკმაყოფილებლობა სექსუალური ხასიათისაა, მაგრამ ამის ფესვები გაცილებით ღრმად მიდის. საქმე ის არის, რომ წარსულ ინკარნაციაში მან ისეთი გამოცდილება განიცადა, რომელმაც წაართვა საკუთარი თავისადმი სიყვარული ქვეცნობიერ დონეზე.  ის თავს გაუცხოებულად გრძნობს იმ იდეალებისგან, რასაც შიგნით განიცდის  და როგორც არ უნდა ეცადოს,  ძალიან უჭირს საკუთარ თავის სათანადოდ დაფასება.

როდესაც ეს  შტამპი გრძელდება, მისი ქცევები კიდევ უფრო აძლიერებს შინაგანი წარუმატებლობის გრძნობას და სულ უფრო აშორებს ჭეშმარიტი სურვილებისგან. ზოგიერთ შემთხვევაში, პრობლემის ფესვები წარსულ ცხოვრებაში განცდილი სიყვარულია, რომელსაც ინდივიდი მთლიანად ეყრდნობოდა და, საბოლოო ჯამში, იმედი გაუცრუვდა. ამის ერთერთი ნიშანი  მიმდინარე ცხოვრების დასაწყისში განმეორებული მსგავსი გამოცდილებაა.

მას უჭირს შეიგრძნოს სრული თავისუფლება საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში და სანამ საკუთარ თავში არ ჩაიხედება, ბევრ ცრუ მიზეზს მოიგონებს ამის ასახსნელად. მიუხედავად ამისა, ის არ მისცემს საკუთარ თავს სისუსტის გამოვლენის უფლებას. ის ვერ დაუშვებს, იყოს მოწყვლადი, რადგან წარსულში, ზუსტად ამ მიზეზით, დიდი ტკივილი გადაიტანა. ამ ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისწავლოს პატიება, მაგრამ, იმავდროულად, მას უნდა ესმოდეს, რომ პატიება, დავიწყების გარეშე, შეუძლებელია.

ის მშვენივრად ფუნქციონირებს სამივე ფაზაში, მაგრამ ყველაზე დიდ  ევოლუციას III ფაზაში განიცდის, როდესაც თავიდან აფასებს ყველაფერს, რაც გადაიტანა. სწორედ ამ დროს შეუძლია გადააბიჯოს თავისი გრძნობების უმდაბლეს კარმულ პროგრამებს.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top