აქ ადამიანი დროის უმეტეს ნაწილს III ფაზაში ატარებს. მას ძალიან უყვარს თავისი უკვე განხორციელებული მიღწევების გადახედვა, რადგან დიდად სიამოვნებს იმის შეგრძნება, რომ მიიღეს იმ ავტორიტეტება, ვისაც მანამდე მოწიწებით შეჰყურებდა ქვემოდა ზემოთ. მას ძალიან მოსწონს საზოგადოებრივი მოწონების დამსახურება, მაგრამ არც ისე დიდი ენთუზიაზმით ეძებს მას. ამიტომ, მას უჭირს საკუთარი თავის შემოქმედებითად გამოხატვა, რადგან ქვეცნობიერად ელის, რომ უარყოფენ. ასეთი დამოკიდებულების გამო, ის უაღრესად მგრძნობიარეა საზოგადოებრივი პროცესებისადმი.
მას შეუძლია შეისრუტოს სხვა ადამიანების გრძნობები, ამიტომ, ხშირად ვალდებულად თვლის თავს, დააკმაყოფილოს გარშემომყოფთა სურვილები. ამის გამო, არც ისე კომფორტულად გრძნობს თავს საზოგადოებრივ სიტუაციებში.
ის პასუხისმგებლობას გრძნობს წარსულის გამო და არც ისე დარწმუნებულია, რომ მისი ღირსია. საკმაოდ მორცხვი ადამიანია და ხანდახან უკანაც იხევს ისეთ სიტუაციებში, სადაც წინსვლას ისურვებდა.
მამაკაცის ჰოროსკოპში, რეტროვენერა ზენიტში შესაძლოა მიუთითებდეს ქალებთან ურთიერთობაში წარმოქმნილ პრობლემებზე, რადგან ის თავისი ცხოვრების დასაწყისიდანვე მასზე უფროსი ქალის ძლიერ გავლენას განიცდის.
როგორც წესი, ვენერას ეს მდებარეობა, ფართო შემოქმედებით შესაძლებლობებს იძლევა, რაც ინდივიდმა წარსულ განსხეულებაში დააგროვა. მაგრამ თუ მას ამ ტალანტების გამოვლენა სურს, მიმდინარე ცხოვრებაში თავდაჯერება უნდა განავითაროს.
კარმულად, ის ცდილობს შეაგროვოს ისეთი გრძნობები, რაც საშუალებას მისცემს მკაფიოდ შეიგრძნოს მიზანი, რომელიც მას აუცილებლად სჭირდება. როგორც კი ამას მოახერხებს, თავისუფლად გამოხატავს ცხოვრების აზრს, რომელსაც ეძებდა.
მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”