რეტროგრადული ვენერა XI სახლში

რეტროგრადული ვენერა XI სახლში

ეს ერთ-ერთი ურთულესი მდებარეობაა რეტროგრადული ვენერასთვის, რადგან ინდივიდს შემოქმედებითი პროცესისგან წყვეტს.  ის იშვიათად გრძნობს თავს მშვიდად.  ვენერას მოთმინება ირღვევა უწყვეტი პასიური ცნობიესმოყვარეობით I ფაზაში. ადამიანი ილტვის ერთდროულად დაიკმაყოფილოს  ბევრი განსხვავებული სურვილი. ხანდახან მისი რეალობის შეგრძნება იმდენად უნიკალურია, რომ ის პრაქტიკულად მთლიანად წყდება საკუთარ იდენტობას მიწიერ დონეზე. მას სურს გასინჯოს ყველაფერი, თუმცა არც ისე კარგად იცის, რატომ. ხანდახან საკუთარი აზრები იმდენად იპყრობს, რომ ზღვარგადასული სიხარბე, რასაც სხვებში ამჩნევს, მატერიალურ კუთხით, რეალურად მისი ანარეკლია, მხოლოდ სულიერ დონეზე.  მან უნდა ისწავლოს საკუთარ აზრებში გარკვევა, რადგან მართალია, მისი თითოეული ახალი ახირება თუ ფანტაზია თავისთავად მშვენიერია, მაგრამ მათი გაერთიანება იმდენად დისჰარმონიულია, რომ ადამიანი თავს ძალზედ არაკომფორტულად გრძნობს.

რადგანაც სოციუმი მისდამი არც ისე კეთილგანწყობილია, პიროვნული მიუღებლობა აიძულებს თავი კიდევ უფრო გაუცხოებულად იგრძნოს. ის უამრავ სფეროს და შესაძლებლობას იკვლევს სამყაროში, მაგრამ ყოველთვის არ იცის, როგორც გაერთიანოს ისინი პერსონალურ დონეზე. ასე რომ,  სხვებს უფრო კარგად ეხმარება, ვიდრე საკუთარ თავს.

ამ მდებარეობის ერთ-ერთი უმთავრესი სირთულე ის არის, რომ სინამდვილეში მას სურს თავისი გამოცდილება მხოლოდ თვითონ განიცადოს, რაც ინდივიდს  ადამიანებისგან დისტანციაზე ტოვებს. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი არსებითად ჰუმანისტია, ის ყოველთვის გარიყულია ადამიანებისგან.

ბევრი ადამიანი, ვენერას ამ მდებარეობით, უცნაურ სექსუალურ გამოცდილებას იღებს, რადგან გამოკვლევების ჩატარების მოთხოვნა ყოველთვის საზოგადოებრივ ნორმებზე გადაბიჯებისკენ უბიძგებს.

წარსულ ინკარნაცაში მან ბევრი განსხვავებული რამ განიცადა. ახლა ის ინტენსიურად ეძებს იმას, რაც ჯერ არ განუცდია. მისი ოცნებები შესაძლოა ირეალური იყოს, მაგრამ მისი ხასიათის უმთავრესი თავისებურება ის არის, რომ საზოგადოებისგან შეკავება მას ვერ  შეაჩერებს. მისი მომავალი მთლიანად დაფუძნებულია იმაზე, რამდენად ებღაუჭება  წარსულში განცდილ  მოგონებებზე დაფუძნებულ ფანტაზიებს.

 

მარტინ შულმანი  “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top