რეტროგრადული იუპიტერი ნათალურ რუკაში

რეტროგრადული იუპიტერი ნათალურ რუკაში

ეზოთერული სიმბოლო

დიადი კეთილი მჩუქებელი იუპიტერი  სიმბოლური ფორმით წარმოდგენილია მატერიის ჯვრით, რომლის დასავლეთ მხარზეც ვერტიკალურად აღმართულია სამშვინველის ნახევარწრე. როდესაც მატერია და სამშვინველი ჰარმონიულად ერთიანდებიან, თითოეულს შეუძლია მეორეს დაკმაყოფილება. აღსანიშნავია, რომ მატერიის ჯვრის დასავლეთ მხარე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დასავლეთი განასახიერებს იმის სიმწიფეს, რაც აღმოსავლეთში ჩაისახა. მაშასადამე, ნორმალურ სიმბოლოში მატერიის ჯვარი განთავსებულია სამშვინველის ნახევარწრის აღმოსავლეთით. ამრიგად, ის რასაც ინდივიდმა ხორცი შეასხა ადრე ცხოვრებაში, მოგვიანებით მის სიბრძნეს ჩამოაყალიბებს.

   რეტროგრადული იუპიტერის სიმბოლოში სამშვინველის ნახევარწრე ქვემოთ, აღმოსავლეთით ექცევა, მატერიის ჯვარი კი მის დასავლეთით ინაცვლებს. ამრიგად, რასაც ინდივიდი სამშვინველით შეიმეცნებს ადრეულ (და წინა) ცხოვრებებში, ყოველთვის ბადებს იმას, რასაც მოგვიანებით მატერიაში განიცდის. ამან შესაძლოა რეტროგრადული გამოცდილება სულიერ მოგზაურობად აქციოს, თუ ინდივიდი საუკეთესოდ გამოიყენებს მას.

რეტროგრადული იუპიტერი ბადებს ჭეშმარიტების მოთხოვნის მოუსყიდავ დაჟინებულობას, რადგანაც ის არც ისე ძლიერ არის დამოკიდებული მატერიის ცვლილებაზე, რაც ხშირად ცვლის ხოლმე ბევრ პლანეტარულ კონფიგურაციას. ინდივიდი გაცილებით უფრო თავისუფალია, გამოსცადოს საკუთარი თავი სუფთა დონეზე, რადგან მისი ჭეშმარიტება არ არის დამოკიდებული მატერიალურ არსებობაზე.

იმავდროულად, ეს კონფიგურაცია ხშირად იწვევს გარემოსთან კონფლიქტს, რადგან ადამიანის იდეალიზმი მნიშვნელოვნად აღემატება მის პრაქტიკულობას. იუპიტერის წმინდა ჭეშმარიტებისადმი ბუნებრივი ლტოლვა არაერთი უბედურების მომტანია მიწიერი, ყოფითი ცხოვრების გამოცდილებისთვის.

 

ინდივიდუალიზმი

ინდივიდი, რეტროგრადული იუპიტერით, ცოცხალი ჭეშმარიტებაა საკუთარი თავისთვის. მისი იდეები სწორსა და არასწორსზე, სამყაროს მორალზე, რომელშიც მოგზაურობს და სხვა ადამიანების შეხედულებებზე ნაკლებად მოქმედებს მის გრძნობებზე. სწორედ ამიტომ, სამართლიანობის მცდელობაში, ეს ინდივიდი სტანდარტების საკუთარ, უნიკალურ ნაკრებს ქმნის. როგორც წესი, სტანდარტები მის საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეფუძნება, როგორც მიმდინარე, ისე წინა ინკარნაციებიდან, და ის არა მასობრივი ცნობიერების გამოძახილი, არამედ პირადად ჩამოყალიბებული ინდივიდუალური  კონცეფციაა სამყაროზე.

ის არაჩვეულებრივად კარგად გრძნობს  ადგილებს და იმასაც, რამდენად შეესაბამებიან ისინი ერთმანეთს.    მშვენივრად აცნობიერებს აზროვნების მეთოდების სხვადასხვა დონეებს. ის ყოველთვის იკვლევს გონებას და ცდილობს მაქსიმალური სიმდიდრე განიცადოს თავის შიგნით. ინდივიდი იმედოვნებს, რომ ასეთი გამოცდილება იმ შესაძლებლობების ტოლსწორი გახდება, რომელიც მისთვის გარესამყაროში ხელმისაწვდომია. ზუსტად ამის გამო, ის ხშირად განიცდის უკმაყოფილებას, რაც შინაგანი მოუსვენრობის სახით ვლინდება. ის კარგად აცნობიერებს იდეას, და არდეტალებს, რაც მის განხორციელებას სჭირდება.

კარგად ასპექტირებული რეტროგრადული იუპიტერი ბადებს ძლიერ თვითმოტივაციას. თუმცა ინდივიდმა თავი უნდა აარიდოს  რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას.

ეს ინდივიდი არსებითად  თავისუფალია.  მართალია, ხანდახან მოუწევს მისთვის სასარგებლო საზოგადოებრივ იდეებზე მორგება, მაგრამ ის ყოველთვის იბრძვის საკუთარი ინდივიდუალიზმის შესანარჩულებლად. ბევრ მათგანი დიდ სიბრძნეს ატარებს, შეიძლება ითქვას, თითქმის წინასწარმეტყველურს. მათ შეუძლიათ რამდენიმე სიტყვაში ჩაატიონ ხანგრძლივი რთული დეტალური პროექტები, რაც სხვებს თავგზას აურევდა ბევრ წვრილმანში.

ის ძალიან შეგნებული ინდივიდია. დამახასიათებელი წესიერება, პირველ რიგში საკუთარი თავთან, მისი მთავარი ამოსაცნობი შტრიხია.

ნეგატიურად ასპექტირებული რეტროგრადული იუპიტერმა შეიძლება მოგვცეს არაკეთილგანწყობა, რაც ინდივიდს წინა ინკარნაციებიდან მოჰყვება. ასეთ შემთხვევაში, წარსულში ვიღაცისთვის ანგარიშის გათანაბრების ხანგრძლივი სურვილი აწმყოში ახალ ადამიანებზე პროეცირდება. საბედნიეროდ, ეს გამონაკლისს უფრო წარმოადგენს, ვიდრე წესს, რადგან რეტროგრადული იუპიტერი ინდივიდს საკუთარი თავის უზენაესი ცნობიერების საშუალებით დანახვის შესაძლებლობას აძლევს, რის შემდეგაც, მისი ზოგიერთი პერსონალური ჩართულობა გზას უთმობს გაცილებით უფრო ამაღლებულ, მიუკერძოებელ გაგებას.  შინაგანი არსის სიმდიდრის განვითარება, საბოლოო ჯამში, უპირატესობას მოიპოვებს  გარესამყაროში გამდიდრების სურვილზე.

 

კარმა

რეტროგრადული იუპიტერი კარმა ყოველთვის დაკავშირებულია უმაღლესი ცნობიერების ინტროსპექციასთან. ინდივიდს ყოველთვის უნდა შეეძლოს თავი გაიმართლოს საკუთარი თავის წინაშე. მხოლოდ ასე გრძნობს, რომ ნამდვილად იმსახურებს იმ პატივისცემას და მოწიწებას, რასაც იუპიტერი პირდება.

ზოგიერთ წარსულ ინკარნაციაში ადამიანი დიდ  ყურადღებას უთმობდა რომელიმე რელიგიური ან სულიერი პრინციპის დარღვევას. მიმდინარე ცხოვრებაში მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, კვლავ განსაზღვროს ამ პრინციპის ღირებულება თავის გონებაში.

მან თავი უნდა აარიდოს სხვების განსჯას, როდესაც ხედავს, რომ გარესამყარო მისთვის გაუგებარი წესებით ცხოვრობს. ის მეტად მომთმენი უნდა იყოს სხვა ადამიანებთან, თუ სურს, რომ მის შინაგან ჭეშმარიტებების გარეგნულ გამოვლინებას ყური უგდონ.

სხვა მხრივ, ინდივიდს უზარმაზარი გამოცდილება აქვს დაგროვილი, რაც ასე დამახასიათებელია რეტროგრადული იუპიტერისთვის.  წარსულის ადგილები და დროები _ ყველაფერი ერთმანეთში ირევა უწყვეტ აწყმოში. ასე რომ, ნებისმიერ მოცემულ მომენტს ან მოცემულ ადგილს ინდივიდი განზოგადებულად აღიქვამს, თითქოს ერთდროულად ყველა მსგავს დროში და ადგილას იმყოფება, რომელიც ოდესმე განუცდია.  ამრიგად, მისი ცნობიერება  ფაქტობრივად უსაზღვროდ ფართოვდება განზომილებებში. მან არ იცის, როგორ მოახდინოს გონების ფოკუსირება ერთ კონკრეტულ წერტილზე თავის შიგნით. ამის  ნაცვლად, ის მთლიანად შთანთქავს საკუთარი აზრების სიმბოლოებს, რათა, საბოლოო ჯამში, მიხვდეს, რომ მისი სახლი ყველგან არის, ნებისმიერი დრო კი აწმყოა. და რაც უფრო მეტად შეესაბამება გარეგნული სიმბოლოები ჭეშმარიტებას, რომელიც წინა ცხოვრებაში შეიტყო, მით უფრო მეტ კმაყოფილებას განიცდის.

 

 

მარტინ შულმანიკარმული ასტროლოგია

II ტომირეტროგრადული პლანეტები და ინკარნაცია


About Qet

Scroll To Top