აქ ინდივიდი დროის უმეტეს ნაწილს I ფაზაში ატარებს და ცდილობს საკუთარ ინდივიდუალობაზე გამოსცადოს მომავალი. ის შეჯიბრის სულისკვეთებით გამსჭვალული ადამიანიადა ყველაზე გააფთრებული საკუთარ თავს ეჯიბრება, რადგან იდეალისტია და არასდროს კმაყოფილდება მიღწეულით. მას საკუთარი წარმატებების აღიარება სწადია. ამ პოზიციისთვის დამახასიათებელია ბუნებრივი კონფლიქტი, რადგან წარსული ცხოვრების ნარჩენები ინდივიდს აიძულებს ერთდროულად რამდენიმე საქმით დაკავდეს, მაშინ როდესაც ვერძის ჭეშმარიტი ბუნება მიდრეკილია დაიწყოს ერთი საქმე განსაზღვრულ დროს.
ასეა თუ ისე, პლანეტისა და სახლის ეს კომბინაცია ინდივიდს უზარმაზარი ენთუზიაზმით აღავსებს ახალი წამოწყებებისთვის. დროდადრო, ინტენსიური დაძაბულობის გამო, მან შეიძლება წინდაუხედავობაც გამოავლინოს. ეს მას ნამდვილ ინიციატორად აქცევს, თუმცა, იმავდროულად, ფეხქვეშ მყარ საფუძველსაც აცლის. ის სწრაფად მიიწევს წინ და არ უყვარს ენერგიის ფუჭად ხარჯვა.
ამ ცხოვრებაში ის აგრძელებს ცნობიერების გაფართოებას უმაღლესი გონების მეშვეობით, თუმცა მან არ უნდა მისცეს საკუთარ თავს სხვების განსჯის უფლება. მან ბევრი იცის იმის შესახებს, როგორ შეიმეცნოს გარეგნული „მე“ და ამ ცოდნის გადაცემაც შეუძლია, მაგრამ ეს აუცილებლად მარტივად და გასაგებად უნდა მოახერხოს.
ეს მდებარეობა ინდივიდს უკიდურესად ძლიერ დამოუკიდებლობისა და გარესამყაროსთან მჭიდრო კავშირის გრძნობას ანიჭებს. მიუხედავად ამისა, მან უნდა იმუშავოს გონივრული პროპორციის გრძნობის შენარჩუნებაზე და არ უნდა გადააჭარბოს სხვების შეფასებისას.
კარმულად, ის აგრძელებს საკუთარ თავზე ჭეშმარიტების შეფასების გაკვეთილს, რადგან ეს ერთერთი მდებარეობაა რეტროგრადული იუპიტერისთვის, რომელიც ადამიანს აიძულებს იცხოვროს მხოლოდ საკუთარი ფილოსოფიის შესაბამისად.
მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”