როდესაც ინდივიდი, იუპიტერის ექსპანსიურობის წაქეზებით, ემოციური კედლების დანგრევას ცდილობს, ის IV სახლის თავდაცვით თვისებებს ეჯახება, რომელიც აგრძელებს ბარიერების აღმართვას. ამრიგად, მისი უმაღლესი გონების ექსპანსიური თვისებების გამოვლენას ხელს უშლის, ემოციური მოგონენებით განპირობებული, არასაიმედოობის შეგრძნება. როგორც წესი, ამ ადამიანის ბავშვობაში არსებობდა პერიოდი, როდესაც ის მთელი ძალით ბრწყინავდა. ლოგიკურია, რომ ის ზრდასრულ ასაკშიც აგრძლებს ამ პერიოდის აღდგენის მცდელობებს. ის ყოველთვის ახლობელი ადამიანების გაგებას ეძებს და მართალია, აქტიურად არ გამოხატავს, მაგრამ უკიდურესად ემპათიური და მოწყვლადია.
ის დიდ დროს ატარებს III ფაზაში, როდესაც წარსულის ყველაზე ბედნიერ მომენტებს იგონებს. ნეგატივზე ორიენტირებული ინდივიდი მიდრეკილია სამკვდროდ ჩაებღაუჭოს წარსულში განცდილ უსამართლობასთან დაკავშირეებულ მოგონებებს. მას ძალიან გაუჭირდება დისტანცირდეს საკუთარი აზრებისგან, რადგან მისი ცნობიერების დიდი ნაწილი პერსონალური ხასიათისაა.
რეტროგრადული იუპიტერი ინდივიდს ხშირად აიძულებს გაფლანგოს ემოციური ენერგია, რითაც ერთი მიმართულებით მუშაობის უფლებას უზღუდავს. შესაძლოა ის იმდენად დაჟინებულად მიილტვოდეს ჭეშმარიტების აღმოჩენისკენ ყველა იმ სფეროში, რაც თავის წარსულში განიცადა, რომ ზედმეტი თვითჩაღრმავებით, ტყე ვერ გაარჩიოს ხეებისგან.
მისთვის უბრალოდ აუცილებელია ოჯახური სტრუქტურა, როგორც საძირკველი, თუმცა ის მიდრეკილია უამრავი განსხვავებული მიზეზი იპოვოს, რატომ უშლიან ახლობელი ადამიანები ხელს წინსვლაში. ამ ადამიანმა უნდა შეიგნოს, რომ გადაჭარბებული ემოციების უმეტესობა, რომელსაც განიცდის, განპირობებულია წარსული ცხოვრებით, რაც არაეფექტურია მის დღევანდელ გარემოცვაში.
სადაც არ უნდა მიდიოდეს და რასაც არ უნდა აკეთებდეს, ის ცდილობს დაიმსახუროს ახლობლების შექება, რომლებიც მისი ქცევების მოტივებს მასზე გაცილებით უკეთ ხედავენ. თავად ინდივიდი კი საკუთარ თავს მხოლოდ მაშინ გაუგებს, როდესაც გააცნობიერებს, რატომ არის მისი თავშეკავების მოთხოვნა გარესამყაროს შეცნობის სურვილზე ძლიერი.
მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”