აქ ინდივიდი დიდ დროს ატარებს სულიერ ძიებაში, რომ თავის შინაგან არსს ჩასწვდეს. თუმცა ის ხშირად უშვებს შეცდომას, როდესაც ფიქრობს, რომ სხვები უკეთესად დაეხმარებიან საკუთარი თავის გაცნობაში. სწორედ ამ მდებარეობის წყალობით, მისთვის საკმაოდ მარტივია თავისი შინაგანი მეს გაცნობა, მაგრამ ხშირად იმდენად მარტივიც, ადამიანი ამის გაკეთებას თავისი რუკის სხვა პლანეტების მეშვეობით ცდილობს, რადგანაც მიაჩნია, რომ რაღაც დიად საიდუმლოს უნდა მიაკვლიოს, რაც მისი შინაგანი არსების მიღმა იმყოფება.
ეს რეტროგრადული იუპიტერის კიდევ უფრო მეტად კარმული მდებარეობაა, რადგან ინდივიდი ისწავლის საბოლოოდ გაიგოს წარსული ინკარნაციები და ამგვარად, მიმდინარე ცხოვრების აზრი. ხანდახან ის ძალზედ მკაცრია საკუთარ თავთან და მან უნდა ისწავლოს საკუთარი თავის პატიოსნად შეფასება უმაღლესი გონების მეშვეობით, თუ სურს თავის სულთან თანხმობაში იცხოვროს.
ეს მდებარეობა ცხოვრებას მეტად ინტროსპექციულ ხასიათს აძლევს, რადგან ინდივიდი დროის უმეტეს ნაწილს III ფაზაში, „გადახედვის რეჟიმში“, ატარებს.
თუმცა როგორც კი ინდივიდი მზად იქნება შინაგანი სიმდიდრის გამოსაყენებლად, მისი ცხოვრება განიმსჭვალება სიბრძნით, რომელიც მას უხილავი სულიერი ხელმძღვანელისგან ეძლევა. უმეტეს შემთხვევაში ის სიტყვებსაც ვერ პოულობს თავისი ცოდნის გადმოსაცემად. სამაგიეროდ, არაჩვეულებრივად კარგად ურთიერთობს ტელეპატიურ დონეზე.
მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”