აქ ინდივიდი დიდ დროს ხარჯავს III ფაზაში, სადაც შინაგანად წარმოიდგენს თავის წარსულ ქმედებებს, რომ მიიღოს თავისი ჭეშმარიტი ანარეკლი. ძალიან ხშირად ეს გადახედვის პროცესი მასში ძლიერ ნაღველს იწვევს, რადგან თავს დამნაშავედ გრძნობს იმ ჭრილობებისა და წყენის გამო, რომელიც, როგორც მიაჩნია, სხვებს მიაყენა. მას ურჩევნია განერიდოს ადამიანებს, ვიდრე პასუხისმგებლობა იტვირთოს მათი ტკივილის მიზეზებზე. მისი წარმოდგენა საკუთარ თავზე უკიდურესად დაბალია. ის არ იბრძვის იმისთვის, რაც სწორად მიაჩნია. მას ყოველთვის სურს სხვებს ასიამოვნოს, მაგრამ ხშირად ამჩნევს ამაოებას მათ გეგმებსა და ქცევებში.
ინდივიდს მიაჩნია, რომ კაცობრიობის პრობლემებმა კულმინაციას მიაღწია. ის ვერ ხვდება, რომ სამყარო წუთიდან წუთამდე ცვლადია და ის არასდროს იქნება მკაფიოდ დაფიქსირებული „საბოლოო პროდუქტი“. ზუსტად იმის გამო, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტება არ ესმის, იმის ნაცვლად, რომ ყველაფრის ცენტრში აღმოჩნდეს, რაც გარს აკრავს, ის ხშირად გაურბის სამყაროს. ამრიგად, ეს ინდივიდი იმაზე მეტს შთანთქავს, ვიდრე მონელება შეუძლია, რადგან, თავის აღქმაში, ის ინტეგრირებულია იმაზე გაცილებით დიდ ენერგიაში, ვიდრე საჭიროა.
კარმულად, ის ისწრაფვის კოსმიური თვითიდენტიფიკაციისკენ საკუთარ თავში. ამისათვის, მან არ უნდა აურიოს სხვა ადამიანების ინდივიდუალური ქცევები იმ ყველაფერის არსთან, ვინც სურს, იყოს.
მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”