რეტროგრადული მარსი ნათალურ რუკაში

რეტროგრადული მარსი ნათალურ რუკაში

ეზოთერული სიმბოლო

მარსი ენერგიის, ექსპრესიის სურვილისა და სექსუალობის პლანეტაა. მისი სიმბოლო სულის წრის თავზე განთავსებული მატერიის ჯვარია. თანამედროვე სიმბოლიკაში მატერიის ჯვარი წარმოდგენილია ისრის ფორმით, რაც მარსიანული ბუნების  წინხტომზე, მოძრაობაზე მიუთითებს. საინტერესოა, რომ ისარი  ყოველთვის დახრილია, რაც მის არამდგრადობაზე და იმავდროულად,  დაუსრულებლობაზე მეტყველებს. ის თითქოს  საკუთარი თავისგან განიზიდება. ისარი მოძრაობს ზემოთ, რომ იპოვოს თავისი დასასრული მარადისობაში (ან სხვა ადამიანებში).

მარსი ერთადერთი პერსონალური პლანეტაა, რომელშიც მატერიის ჯვარი (ისარი) სულზე  მაღლა დგას. ამგვარად, მარსის შემთხვევაში, ხორციელი, მატერიალური და ფიზიკური  მოთხოვნები აღემატება სულს და ფაქტობრივად მისი  დაკმაყოფილება შეუძლია.

  

 რეტროგრადული მარსის  შემთხვევაში, სიმბოლოს მნიშვნელობა საპირისპიროდ ტრიალდება და ინდივიდი უარს აცხადებს ეგოს დაკმაყოფილებაზე, თავისი ცხოვრების მატერიალური და ფიზიკური ნაწილების დაპყრობის მეშვეობით. წარსული ინკარნაციებიდან მას ისწავლა საკუთარი  ფიზიკური მოთხოვნების განწმენდა,  უარყოფა,  უკუგდება და დამახინჯებაც კი, სანამ მისი სულის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, როგორც პრიორიტეტი.

საინტერესოა, რომ ამოტრიალებულ მდგომარეობაშიც ისარი  დახრილია, რაც ასევე არამდგრადობას განასახიერებს. კიდევ უფრო მეტადაც, ვიდრე დირექტიული მარსის შემთხვევაში, რადგან აქ ისარი-ჯვარი არამხოლოდ წარსულისკენ მოძრაობაზე მიუთითებს, არამედ სულის საყრდენსაც წარმოადგენს. სულის  წრე, რომელიც წარსულის ფიზიკურ მოთხოვნებს ტვირთივით დაათრევს, თითქოს აწმყოსთან შეხვედრას ცდილობს, რომ დაიკმაყოფილოს მოთხოვნები.

 

 

ინდივიდუალიზმი

ასეთ ინდივიდს ძალიან უჭირს თავისი მოთხოვნების შეთანხმება. ის მნიშვნელოვან სირთულეებს აწყდება აზრებისა და მოქმედებების კოორდინაციის თვალსაზრისით.  წარსული, რაც  მართლა განიცადა, მისი ცნობიერების პერიფერიებშია განთავსებული. მისთვის ასევე დამახასიათებელია სექსუალური ტიპის სირთულეები, რეტროგრადული პლანეტის უკუმაგნიტიზმის გამო. ეს ძირითადად იმით არის განპირობებული, რომ ინდივიდს არ ძალუძს არეგულიროს ენერგიათა დინება, რომელსაც რეტროგრადული მარსის მეშვეობით იღებს.

ინდივიდის განცდების უმეტესობა  ნაკლებად არის დამოკიდებული მის აზრებსა და ემოციებზე. მან თავისი ენერგიის დონეების მართვა უნდა ისწავლოს, იმ ენერგიებთან კოორდინაციაში, რომელსაც სხვა ადამიანებისგან იღებს. მას ძალიან მძაფრი რეაქციები აქვს ადამიანებზე. მისი მწვავე სიმპატია თუ ანტიპატია კი მთლიანად დაფუძნებულია  ენერგიების ინტერაქციაზე  და არა ადამიანურ სიმპათიებზე. ამის გამო, ინდივიდის ურთიერთობები თითქმის ყოველთვის მცირედ მაინც დამახინჯებულია. სექსუალურ დონეზე რეტროგრადული მარსი თვითგადარჩენისთვის ბრძოლის სიმბოლოს უფრო გამოხატავს, ვიდრე სხვა ადამიანთან ერთიანობის სურვილს.

რეტროგრადული მარსი ხშირად აკეთებს ნახტომებს  დასკვნებში. ასეთი ქცევით მან შეიძლება შეაფერხოს ის აუცილებელ მოქმედებები, რომელსაც ყველაფრის გამოსწორება შეუძლიათ, რაც ინდივიდს აწუხებს.  თუ რეტროგრადული მარსი ჰაეროვან ნიშანშია (ტყუპები, სასწორი, მერწყული), ინდივიდი უჩვეულოდ ძლიერ მენტალურ აქტიურობას ავლენს. მან აუცილებლად უნდა ისწავლოს მოდუნება, რაც მისთვის არც ისე მარტივი გასაკეთებელია.

მარსის რეტროგრადული მდგომარეობა  გაცილებით რთულია ქალებისთვის, ვიდრე მამაკაცებისთვის, რადგან აღტკინების სისტემა შეიძლება არ შეესაბამებოდეს მთლიან ჰოროსკოპს, რაც ამცირებს  ქალურობას.  ძალიან იშვიათად, რომ რეტროგრადული მარსის მფლობელი ქალი ქვეცნობიერად გულწრფელ სიყვარულს განიცდიდეს მამაკაცთა სქესის მიმართ. თუმცა  ცნობიერ დონეზე ხანდახან სრულიად საპირისპირო ქცევის ტიპი ფიქსირდება, მამაკაცის კვარცხლბეკზე შემოსმის სახით. ასეთი ქალი  ხშირად ქმნის კერპთაყვანისმცემლობის ტიპის ურთიერთობას და მამაკაცს ეთაყვანება. თუმცა ეს პროცესი მას ქვეცნობიერ რეალობასთან აახლოვებს და თანდათან უმძაფრებს შინაგან მოთხოვნას, მოაცილოს კვარცხლბეკი.

რეტროგრადული მარსი ძალიან ხშირად განაპირობებს დანაშაულის გრძნობას, რითაც ხელს უწყობს ინდივიდის იზოლაციას  და  მას თავისუფალი პირადი ურთიერთობების გარეშე ტოვებს.

 

კარმა

რეტროგრადული მარსი ნათალურ რუკაში იმაზე მიუთითებს, რომ ინდივიდის ყველა მოქმედება, მიმდინარე ცხოვრებაში, წარსულის აღდგენის მცდელობაა. ის ცდილობს მიაკვლიოს ისეთ ადამიანებს, რომლებიც განასახიერებენ  მათ, ვინც  მას წარსულ ინკარნაციებში აკმაყოფილებდა. გონებაში ის განსხვავებულ როლებს ანიჭებს ამ უკვე არარსებულ ფიგურებს და მათთან ერთად ცდილობს გაათამაშოს ყველაფერი, რაც ადრე ვერ გამოხატა. ის ძალიან ძლიერად ზემოქმედებს ადამიანებზე, წარმოსახვითი როლების მინიჭების მცდელობაში, რომელიც მათთვის თავად მიიფიქრა. და ამ მცდელობაში ინდივიდი არანაკლებ ძლიერ და უსიამოვნო მიუღებლობას აწყდება. მაგრამ ვერ ხვდება, რატომ. მაშინ ის უკან იხევს, საკუთარ თავში. აქიდან გამომდინარე, ის ვერასდროს განიცდის სრულად მიმდინარე ცხოვრების ურთიერთობებს.

რეტროგრადული მარსის მფლობელი მიდრეკილია კონცენტრირდეს წარსული დროის იმ მონაკვეთებზე, როდესაც საქმე ჰქონდა ძალასთან. ახლა ის ქვეცნობიერად უხმობს იმავე ძალის ვიბრაციას, იქნება ეს რისხვა, შურისძიება, მტრობა თუ ადამიანთა არასწორი საქციელი, ამ ცხოვრებაში. ზოგიერთ შემთხვევაში, ის შეიძლება  წარსული ცხოვრების არაკეთილმოსურნეობას ატარებდეს. ამის გამო, ინდივიდი ხშირად უნდობლად არის განწყობილი ადამიანთა ქცევების მიმართ. ყოველ შემთხვევაში, ერთერთ  წარსულ ინკარნაციაში მაინც, ის  საეჭვო საქციელის ან ტყუილის მსხვერპლი იყო და ამ მუხანათობის ექო მძიმედ აწევს მის დღევანდელ ქცევებს.

 

მარტინ შულმანიკარმული ასტროლოგია

II ტომი „რეტროგრადული პლანეტები და ინკარნაცია“


About Qet

Scroll To Top