ეს ერთ-ერთი ურთულესი მდებარეობაა რეტროგრადული მარსისთვის, პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით. მარსი რომ რეტროგრადული არ იყოს, ინდივიდი ყველა სურვილს სრულყოფილი იდეების გადმოსახედიდან შეაფასებდა. მაგრა რეტროგრდულობა ინდივიდს აიძულებს, თავად იცხოვროს საკუთარი იდეალების შესაბამისად და არამხოლოდ სხვებისგან ელოდოს ამას. ამიტომ, ის მიდრეკილია თვითგანსჯისკენ. იმავდროულად, ის მთელი ძალებით ცდილობს შეინარჩუნოს საკუთარი სრულყოფილების ილუზია. ის შინაგან შიშს განიცდის ადამიანების წინაშე და მათთან ურთიერთობას, საგნებთან ურთიერთობა ურჩევნია. ის ძალზედ მგრძნობიარეა და მწვავედ რეაგირებს გარშემომყოფთა მხრიდან ზეწოლაზე.
ბევრი ადამიანი, მარსის ამ მდებარეობით, თავს იცავს წარსულში განცდილი ტკივილების განმეორებისგან, რისთვისაც წინასწარ განზრახვით თავს არიდებს სხვა ადამიანებთან რეალურ სიახლოვეს. ძალიან ხშირად ის უგულვებელყოფას განიცდის მათი მხრიდან, ვისთვისაც წარსულ ცხოვრებაში სურდა ეამებინა.
ამ ადამიანს უჭირს მოდუნება, რადგან მისი მენტალური ენერგია მუდმივად სტიმულირდება სექსუალური იმპულსებით. ხშირად ეს ზეაქტიურ ინტერესს შობს სექსუალობის მიმართ, თუმცა კი ძალიან მცირე სექსუალური გამოხატვით.
მას უზარმაზასი შინაგანი მოთხოვნა ამოძრავებს, ეძიოს საკუთარ თავში სრულყოფილება. წინა ცხოვრებაში მან ისწავლა თავისი სურვილების განსხვავება. ახლა ის გონებაში აკურატულად ახარისხებს ყველაფერს თაროებზე. ის მშვენივრად ამჩნევს ნებისმიერ ხარვეზს სხვა ადამიანების ქცევებში, რის გამოც უკიდურეს უნდობლობას ამჟღავნებს ყოველი ახალი ადამიანის მიმართ, რომელსაც ცხოვრების გზაზე ხვდება. მაშინაც კი, როდესაც ურთიერთობა ვითარდება, ის ცდილობს ყველა ადამიანის ხასიათში რაიმე ნაკლი იპოვოს, რათა დარწმუნდეს, რომ მისი წინასწარ დაპროგრამებული ურთიერთობის მეთოდები გამართლებული და სწორი იყო.
ამ მარსმა რომ ყური მიუგდოს, რას ფიქრობს ან ამბობს სხვებზე, ის გაიგებდა, რომ სრულყოფილება, რომელსაც გარეთ ეძებს, მის შიგნით იღებს სათავეს.
მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”