რეტროგრადული მარსი II სახლში

რეტროგრადული მარსი II სახლში

აქ ინდივიდი დროის უმეტეს ნაწილს III ფაზაში ხარჯავს. მას უამრავი სურვილი აქვს, მაგრამ ყოველთვის დიდი მონდომებით და ინტენსივობით არ შრომობს მათი რეალიზაციისთვის.

დროდადრო სხვების შურს, თუმცა ფაქტობრივად საკუთარ უუნარობაზე ბრაზობს, რომ იმ პოტენციალის რეალიზაციას ვერ ახერხებს, რასაც საკუთარ თავში გრძნობს. ის დიდხანს ატარებს გონებაში დასკვნებს უკვე ჩავლილ მოვლენებზე. ამის მიზეზი მისი შესამჩნევი სუბიექტურობაა. მას ძალიან უჭირს სხვა ადამიანების ხედვის წერტილის დანახვა.

კარმულად, მას ამ ცხოვრებაში ინტენსიური სურვილებით შეპყრობილი ბუნება შემოაქვს, რომელთანაც მოუწევს საქმის დაჭერა ყველა დონეზე. ხანდახან მიდრეკილია თვითშეცოდებისკენ, რომ დახმარება მიიღოს სხვებისგან. ასე ივსება ენერგიით, რომელიც თვითკრიტიკაში დახარჯა წარუმატებლობისთვის. ის შეიძლება არაგულწრფელად არწმუნებდეს სხვებს საკუთარ ერთგულებაში, როდესაც მათ მიღწევებს აქებს, მაგრამ შინაგანად ძალიან უნდობია. სინამდვილეში ის ისურვებდა, რომ ეს მიღწევები მისი იყოს. არსებითად, ის მიდრეკილია აზრობრივი პროექციის პროცესის გამოყენებისკენ, რომ თავი გააიგივოს სხვა ადამიანების საქმეებთან, რადგან იმედი აქვს, რომ რაღაც ამოუცნობი მეთოდით, მათ წინსვლას დაისაკუთრებს.

სექსუალურად მიდრეკილია თავშეკავებისკენ, რადგან ჩუმად ეშინია, რომ რაღაცას დაკარგავს. ეს  განპირობებულია ბავშვობის შიშებით, რომ სამყაროს მისთვის რაღაცის წართმევა სურს. ბედნიერებას მაშინ მიაღწევს, როდესაც გააცნობიერებს, რომ ყველაფერი რაც ცხოვრებაში აქვს, მისი შექმნილია და ყველაფერი, რასაც ფლობს ან დაუფლება სურს _ მისი საკუთარი ფასეულობების კოლექტიური სიმბოლოა.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top