რეტროგრადული მარსი IV სახლში

რეტროგრადული მარსი IV სახლში

აქ ინდივიდი დიდ დროს ატარებს III ფაზაში, როდესაც ცდილობს წარსულის ემოციური განცდები გააცოცხლოს. ის ებრძვის ბუნებრივ ევოლუციას, რადგან დედის წიაღში დაბრუნების ძლიერი ქვეცნობიერი სურვილი განვითარების ადრეულ სტადიაზე აფერხებს. ის მთელი ცხოვრება ინარჩუნებს ფსიქოლოგიურ კონფლიქტს ერთ-ერთ მშობელთან. როგორც ჩანს, ეს ინდივიდი უკეთესად ურთიერთობს ასაკით ბევრად უფროს ან ბევრად უმცროს ადამიანებთან. ის დიდ ძალას იღებს მასზე უფროსი ადამიანების დახმარებით და იმავდროულად, საკუთარ ძალებს ამოწმებს თავისზე უმცროსი ადამიანების მეშვეობით.

ამ ადამიანს მუდმივი წახალისება სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცხოვრებაში რაიმე კონსრუქციულის განხორციელებას აპირებს. ძალიან ხშირად დამახასიათებელია ენერგო-ვამპირიზმი. ის დიდი რაოდენობით შთანთქავს სხვების ენერგიას, რადგან, როგორც ჩანს, დამატებით ენერგიას საჭიროებს. რეტროგრადული მარსი ნებისმიერ შემთხვევაში იკვებება სხვა ადამიანების ენერგიით, მაგრამ ამ სახლის წყლის და მთვარის გავლენა ბევრად ზრდის შთანთქმის ეფექტს, იმ დონემდე, რომ ინდივიდის მოთხოვნებს შეუძლია სრულიად გამოფიტოს მისი გარემომცველი ადამიანები.

ის დამოკიდებულების ძლიერ კარმას განიცდის და სინამდვილეში არც ისე ძლიერი სურვილი აქვს, საკუთარი თავის ბატონ-პატრონი იყოს ამ ცხოვრებაში. მას სურს პასუხისმგებლობა მათ გაუზიაროს, ვინც საკუთარ თავზე ძლიერად მიაჩნია.  ამიტომ, როგორც წესი, მეგობრებად ისეთ ადამიანებს ირჩევს, ვინც მისი მშობლების ფიგურებს განასახიერებენ. ზუსტად ამ ადამიანების მეშვეობით გაკიცხავს ერთ-ერთ მშობელს. ყველა იმ წინააღმდეგობისთვის, რომლის გადალახვაც თავის ცხოვრებაში არ შეუძლია.

ქალის ჰოროსკოპში, ეს მარსი აძლიერებს მამაკაცებისთვის თავის არიდების, ხშირად კი მათგან გაქცევის ტენდენციას. ასეთი ქალი ხშირად საკუთარი შიშების ტყვეა, სანამ არ გაიაზრებს, რომ წარსული ცხოვრების ნეგატიურ მოგონებებს აღვიძებს.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top