რეტროგრადული მარსი VIII  სახლში

რეტროგრადული მარსი VIII სახლში

აქ ინდივიდი ძლიერ შინაგან დაძაბულობას განიცდის. მას უჭირს იმედგაცრუების გამოხატვა, რომელსაც სხვა ადამიანების სურვილებზე განწყობის შედეგად განიცდის. ძალიან ხშირად ის ვერც კი განასხვავებს საკუთარ სურვილებს სხვების სურვილებისგან, რაც მას გაუბედავობას ანიჭებს ინტენსიური აღტკინებების გამოხატვისას.

ეს მდებარეობა ხშირად განაპირობებს სექსუალურ სირთულეებს, რადგან ადამიანს არ ტოვებს შინაგანი განცდა, რომ ის შეიძლება არ მიიღონ, რაც მის ქვეცნობიერში  მიტოვებასთან და  სიკვდილის შიშთან ასოცირდება. ის მიდრეკილია განერიდოს ბევრ რამეს, რასაც მისთვის სასურველი კმაყოფილება არ მოაქვს. არსებითად, ის თითქმის ყოველთვის გაუცხოებულად გრძნობს თავს საზოგადოებისგან. იმ დროს, როდესაც ინდივიდი ნებაყოფლობით უარს აცხადებს საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაზე, მას ჩუმად შურს სხვების.

ამ მდებარეობის ნეგატიური გამოყენებისას, ის შეიძლება ძალზედ დესტრუქციული იყოს, რადგან მშვენივრად გრძნობს საკუთარი გარემოს უმდაბლეს ვიბრაციებს. თუმცა, პოზიტიური მხრიდან, მას შეუძლია ეს მდებარეობა მაღალი იდეალების შესაქმნელად გამოიყენოს, რომელსაც ინტუიციურად შეიგრძნობს ყველაზე ღრმა დონეებზე. ეს ხელს შეუწყობს როგორც მის, ისე მისი გარშემომყოფების ტრანსფორმაციას.

კარმულად, ის იმ სამყაროს სურვილს განიცდის, რომელშიც ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, ამას I ფაზაში გაათამაშებს თუ  II ში; ან საერთოდ, ჩუმად დააკვირდება III ფაზაში, როგორ ზემოქმედებს მასზე ეს განცდა, მას მოუწევს საკუთარი ფიზიკური აღტკინებების გალახვას შეეჩეხოს.  ბედნიერებას კი იმ დღეს მიაღწევს, როდესაც საკუთარი იმპულსური მოთხოვნების ბატონ-პატრონი გახდება.

სიღრმისა და პერსპექტივის წყალობით, რასაც მერვე სახლი განასახიერებს, ინდივიდი  საკუთარი სურვილების ბუნებრივი არსის დანახვის შესაძლებლობას იღებს.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”

 


About Qet

Scroll To Top