რეტროგრადული მარსი  XII სახლში

რეტროგრადული მარსი XII სახლში

ინდივიდის პირადი სურვილები ღრმად არის ჩაბეჭდილი წარსულ ცხოვრებაში, საიდანაც მას, უბედური შემთხვევებით განპირობებული,  ჩუმი აღშფოთება მოჰყვება. ახლა ის, წინასწარი განწყობის გამო, ხშირად ამჩნევს ამ აღშფოთებას სხვებში, მაგრამ ძალიან იშვიათად საკუთარ თავში.

ქალის ჰოროსკოპში მარსის ეს მდებარეობა პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მამაკაცებთან ურთიერთობას, რადგან ყოველი ახალი კაცი მისთვის იმ ადამიანის სიმბოლოა, რომელმაც წარსულ ცხოვრებაში  ღრმა ჭრილობა მიაყენა. ამის გამო, ის არასდროს ენდობა მამაკაცების მოტივებს, რადგან გრძნობს, რომ უკეთესი მომავლის იმედისთვის საფუძველი თითქმის არ აქვს.

ამ მდებარეობისას, ადამიანი ცხოვრებისეულ ენერგიას დროში უკან მიმართავს, იმ იმედით, რომ, საბოლოო ჯამში, შეძლებს აღმოაჩინოს, როდის და სად აირია მოვლენები. ამრიგად, სქესის მიუხედავად, ამ ინდივიდს ძალიან უჭირს აწმყოში ცხოვრება.

მისი დახმარების ყველა მცდელობა წარუმატებელი იქნება, სანამ თავად ინდივიდი საკუთარი ცნობიერების სამალავებში  არ აღმოაჩენს იმას, რასაც ეძებს.

ამ ცხოვრების კარმული გაკვეთილი მიტევების სწავლაა. ამისთვის კი მან უნდა შეიგნოს, რომ პატიება შეუძლებელია დავიწყების გარეშე. როდესაც ამას ისწავლის, მას აღარ მოუწევს თავშეკავება და ის შეძლებს გამოანთავისუფლოს საკუთარი თავის ის ნაწილები, რაც მის წარსულშია გამოკეტილი.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top