რეტროგრადული მარსი (17.04.2016-30.06.2016)

რეტროგრადული მარსი (17.04.2016-30.06.2016)

პლანეტების რეტროგრადული მოძრაობა:

 ისეთი მოვლენა, როგორც პლანეტის რეტროგრადული მოძრაობაა დამახასიათებელია ყველა პლანეტისთვის გარდა მზე და მთვარისა. სინამდვილეში პლანეტის რეტროგრადული მოძრაობა მოჩვენებითია (ილუზიაა). როცა პლანეტების მოძრაობა უფრო სწრაფია ვიდრე დედამიწა მოძრაობს, ან პირიქით დედამიწა უფრო სწრაფად ბრუნავს და წინ უსწრებს ვიდრე ნელა მოძრავი პლანეტა – ამ მოვლენას უწოდებენ პლანეტების რეტროგრადულ მოძრაობას. ყველა პლანეტისთვის დამახასიათებელია რეტროგრადული მოძრაობის გარკვეული პერიოდი. რეტროგრადული მოძრაობა არ ცვლის პლანეტების არსს, ის მიუთითებს მის განსხავებულ გავლენაზე ამ პერიოდებში. რეტროგრადული მოძრაობის პერიოდში პლანეტის გავლენის სფეროებში ნებისმიერ მოქმედებას უნდა უფრო მეტად დაუფიქრდეთ.

 რეტროგრადული მოძრაობა არის წარსული გზის განმეორების სიმბოლო, გადაწყვეტილებების გადახედვის, შეცდომების გასწორების პერიოდი. აგრესიული ქმედებები და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები განწირულია წარუმატებლობისთვის, გეგმები ჩაიშლება ან დასრულდება არადამაკმაყოფილებელი შედეგით. პლანეტა ვენერა, მარსის, მერკურის რეტროგრადული მოძრაობა გავლენას ახდენს პირად ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე. სატურნის და იუპიტერის რეტროგრადულობა უფრო მეტად მოქმედებს საქმიან სფეროზე, ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე გავლენას ახდენს ამინდზე და გარკვეულ ბუნებრივ მოვლენებზე, ხოლო ნეპტუნი, ურანი და პლუტონის რეტროგრადული მოძრაობის პერიოდები დაკავშირებულია უფრო მეტად პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სიტუაციების ცვლილებებთან. რეტროგრადული პლანეტების პოტენციალი რომ განვსაზღვროთ უნდა გავარკვიოთ პლანეტების არსში.

რეტროგრადული მარსი

(17.04.2016-30.06.2016)

რეტროგრადული მარსის გავლენა:

რეტროგრადულის მარსის პერიოდში ადამიანები ხდებიან უფრო აგრესიული, გაღიზიანებული, ხშირად კარგავენ მიმართულებას, მიზანი ხდება არააქტუალური ან შინაგანი მოტივაცია შესუსტებულია. ამ პერიოდში წარმოიშობა რთულად გადასაწყვეტი კონფლიქტები, ხშირია გაღიზიანება. რეტროგრადული მარსის პერიოდში შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები წარსულიდან – კონკურენტები, მოწინააღმდეგები, რომლებიც არ მოგვცემენ მოდუნებისა და დასვენების საშუალებას. მარსის ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ერთი მხრივ შინაგანი დაძაბულობის გრძნობა, ხოლო მეორე მხრივ ენერგიის ნაკლებობა. რთულია ახალი პროექტების განხორციელება, უმჯობესია ტემპის შენელება და უკვე არსებული საქმეებში მოქმედებების დახვეწა. საჭიროა მაქსიმალურად თავი ავარიდოთ კონფლიქტებს, საქმეების გარჩევას. ვინც მოახდენს დაპირისპირების პროვოცირებას-დამარცხდება. პლანეტა მარსი გავლენას ახდენს პარტნიორულ ურთიერთობებზეც.

წარმოიშობა ისეთი დაბრკოლებები რაც მოითხოვს დიდი ძალისხმევას და ენერგიას. ამ პერიოდში ზოგისთვის დამახასიათებელია აპათია, კარგავენ რაიმეს კეთების სურვილს, გრძნობენ ბრაზს და გაღიზიანებას. ეს ხდება შინაგან დონეზე ან მიმართულია ახლო გარემოცვაზე.

რადგან მარსი პასუხისმგებელია მექანიკურ მოწყობილობებზე, მათ შორის ავტომობილებზე, ამ პერიოდში ჩვეულებრივზე უფრო ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები, საცობები, პრობლემებია ტრანსპორტის მოძრაობასთან, მატარებლებისა და თვითმფრინავების გადადგილებასთან დაკავშირებით.

ამ პერიოდში არ არის რეკომენდირებული მშენებლობისა და რემონტის დაწყება, ტექნიკის შეძენა. სასურველია თავი შეიკავოთ გეგმიური ქირურგიული ოპერაციებისგან.

რეტროგრადული მარსის პერიოდი განსხვავებულად მოქმედებს მარსით მართულ ნიშნებზე ან ძლიერი მარსის მქონე ადამიანებზე. ამ პერიოდში ისინი უფრო პასიურები, ნაკლებად მიზანდასახული, უფრო მომთმენი და ზოგადად შედარებით უმოქმედონი ხდებიან. ხოლო დანარჩენები ამ პერიოდში უფრო იმპულსურები, აგრესიულბი, მოუთმენლები ხდებიან. ცდილობენ მოასწრონ ბევრი და ყველაფერი ერთად, თუმცა მზგავსი მოქმედება არ არის გონივრული. ხშირია ემოციური გადაწყვეტილებები, ხოლო კონსტრუქციული დიალოგის ნაცვლად აგრესიული მოქმედება.

რეტროგრადული მარსის პერიოდში არასასურველია :

მარსი ასტროლოგიაში დაკავშირებულია აგრესიასთან, სიმამაცესთან, ფიზიკურ აქტივობასთან, სპორტთან, ომთან კონფლიქტებთან, ახალ წამოწყებებთან. რეტროგრადული მოძრაობის დროს პლანეტის ენერგიის გამოვლენა ხდება უჩვეულო ფორმით.

რეტროგრადული მარსის პერიოდი არ გამოდგება არცერთი იმ საქმიანობისთვის, რაც მოითხოვს პლანეტის ენერგიის სწორ მოქმედებას. მაგალითად ახალი წამოწყებებისთვის-იქნება ეს ახალი პროექტები, თუ სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება. ეს პერიოდი არასასურველია სასამართლო პროცესების დასაწყებად, დიდი ალბათობაა, რომ პროცესი წარუმატებელი იქნება მოსარჩელესთვის. ამ დროს დაწყებული მგზნებარე რომანები იშვიათად მთავრდება ქორწინებით, ხოლო კონფლიქტები დროში იწლება და რთულია მათი გადაწყვეტა.

რეტროგრადული მარსის პერიოდში არასასურველია:

  •  ახალი პროექტების და გეგმების განხორციელება დროში იწელება ან არ ვითარდება ისე როგორც მოსალოდნელი იყო.
  •  ენერგია მცირდება.
  •  იმპულსურობისა და უკონტროლო ბრაზის გამოვლინების გამო ხშირია უბედური შემთხვევები და კონფლიქტები.
  •  ადამიანები უფრო ხშირად განიცდიან სტრესს, რაც უარყოფითად აისახება მათ ჯანმრთელობაზე.
  •  ტექნიკა და მექანიკური მოწყობილობები მწყობრიდან გამოდის .
  •  არასასურველია ტექნიკისა და მექანიკური მოწყობილობების შეძენა.
  • სპორტული ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება.
  • გეგმიური ოპერაციების გაკეთება.
  • მშენებლობისა და რემონტის დაწყება.
  • სარჩელის შეტანა, კონფრონტაცია.
  • სამუშაო ადგილის შეცვლა.
  • შორეული საქმიანი მოგზაურობები.

 

რეტროგრადული მარსის პერიოდი ხელსაყრელია:

ამ პერიოდში კარგია უკვე მიღწეული და არსებული პოზიციების გამყარება. კარგია უკვე წამოწყებული საქმების გაანალიზება, მოქმედებებში კორექტივების შეტანა. არსებული სიტუაციების გადაწყვეტისთვის შეიძლება აღმოაჩინოთ ორიგინალური მიდგომა და ახალი შესაძლებლობები.

სასურველია:

  • ძველი საქმეების მოწესრიგება.
  • იოგა, მედიტაცია.
  • სასურველია მეტი დაისვენოთ.

 სტატიის ავტორი: Rusa Archer


About Rusa

Scroll To Top