აქ ინდივიდი ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს III ფაზაში, როდესაც წარსულ მიღწევებს აანალიზებს. ამ სახლში ცნობიერი აზროვნების ყველა დონე მშობლისებურად ორიენტირებულია. ეს ადამიანი დადებითი შთაბეჭდილების მოხდენის უზარმაზარი მოთხოვნით იზრდება, თუმცა, იმავდროულად, თავს იკავებს აქტიური თვითგამოხატვისგან, რადგან წარსულიდან მოჰყვება ზომიერების, კეთილგონიერებისა და სიფრთხილის თანდაყოლილი გრძნობა. მას უყვარს საკუთარი იდეების პრაქტიკული შედეგების ხილვა. მომავალსაც ისე აშენებს, როგორც წარსულს აშენებდა. ის ყოველთვის კონკრეტულ მიმართულებებს ეძებს ცხოვრებაში. ბევრ შემთხვევაში ის შეიძლება თავის ასაკზე დიდი იყოს, განსაკუთრებით ცხოვრების პირველ ნახევარში. მოგვიანებით, ის უბრუნდება ადრეულ წლებს, რომ შექმნას თავისი მომავალი. მას ძლიერი მთხოვნა აქვს, თავიდან გაითავისოს წარსულის აღქმა, რომელიც მამისგან მოჰყვება.
საბოლოო ჯამში, ის საკუთარ თვითიდენტობას იმის მიხედვით აფასებს, რამდენად წარმატებულად მოახერხა საკუთარი ჭკუისა და სიბრძნის დემონსტრირება სხვებისთვის. ამრიგად, ის მუდმივად ცდილობს გადაანაწილოს თავისი ცოდნა კატეგორიებში, რათა დარწმუნებული იყოს, რომ ნებისმიერ საჭირო მომენტში მზად არის ცოდნის გამოყენებისთვის.
მან შეიძლება ბევრი უბედურება განიცადოს პირად ცხოვრებაში, რადგან ყოველთვის გრძნობს, რომ წარსულის კარმის მენტალური მოლოდინები უნდა გაამართლოს. პრაქტიკულად ყველაფერი, რასაც ინდივიდი ამ ცხოვრებაში აკეთებს, მენტალური კომპეტენციის გამყარებას ემსახურება, რაც მისი თავდაჯერების ძირითადი წყარო ხდება.
საქმე ის არის, რომ მას აკლია თავდაჯერება, თუმცა კი არ გამოხატავს. ამიტომ, ზედმეტად ინტენსიურად ცდილობს ამის კომპენსაციას. მას სურს გააოცოს საკუთარი თავის ის ნაწილი, რომლის რამეში დარწმუნებაც ძალიან უჭირს. არსებითად, ის აგრძელებს კარმაზე მუშაობას, ცდილობს რა, შინაგანდ დაირწმუნოს თავი, რომ მის აზრებს ყოველთვის იმ მიმართულებით მიჰყავთ, რაც საბოლოოდ საკუთარი ღირსების გრძნობას განუმტკიცებს.
მარტინ შულმანი „კარმული ასტროლოგია“