რეტროგრადული მერკური II სახლში

რეტროგრადული მერკური II სახლში

აქ ინდივიდი ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს III ფაზაში, სადაც მისი აზრების უმეტესობა დაფუძნებულია იმაზე, რაც წარსულში ნახა და განიცადა. შესაძლოა თავდაცვითი პოზიცია ეკავოს საკუთარ ფასეულობათა სისტემასთან მიმართებაში, რომლის კრისტალიზაციის პროცესში ინდივიდმა დაძაბულად იმუშავა. ის მარტივად ექცევა წარსულის ფიქრების ტყვეობაში_ ხან ერთ აკვიატებულ აზრზე ფიქსირდება, ხან მეორეზე.

დიდ  ყურადღებას უთმობს ფულს, თუმცა  შესაძლოა ეკონომიური იყოს წვრილმანებში და მფლაგველი მსხვილ ხარჯებში. ეს დამოკიდებულია იმაზე, რეტროგრადულობის რომელ ფაზაშია მომეცულ მომენტში. ამ პოზიციის სირთულე ის არის, რომ  აზროვნების პროცესმა შეიძლება იმდენად ღრმად გაიდგას ფესვები მატერიაში, ინდივიდს ძალიან გაუჭირდება ცხოვრების სხვა მნიშვნელოვანი დონეების დანახვა.

ის მიდრეკილია განმეორებისკენ, რითაც ხშირად აბეზრებს თავს გარშემომყოფებს. მერკურისთვის  საკმაოდ რთული მდებარეობაა. მას უჭირს საკმარისი თავისუფლების მინიჭება ინდივიდისთვის, რომ მან რეაქციის ცნობიერი მექანიზმების მთელი დიაპაზონი განიცადოს. თითქმის ყველაფრით, რასაც ინდივიდი აკეთებს, ის  ახალ ჩვევებს აყალიბებს და იმავდროულად, ძალიან უჭირს წარსული ქცევითი შტამპებისგან განთავსუფლება, რაც საკუთარი სურვილების წამქეზებლობით არის განპირობებული. ხანდახან ეს პოზიცია ჭარბი წონის სიგნიფიკატორიც არის, რადგან მერკურის სიტყვიერი თვითგამოხატვა შერწყმულია ამ სახლის მესაკუთრულ თვისებებსა და კუროს ნიშნის (სახლის მმართველი) გურმანობასთან, რაც მთლიანობაში, საკვების ჭარბად მოხმარების სურვილს აყალიბებს. სხვა შემთხვევებში, II სახლისა და კუროს ნიშანში რეტროგრადული მერკურის შიდამიმართულებისკენ კომბინირებამ, შეიძლება მოგვცეს წყლულებისკენ მიდრეკილი ადამიანი, რომელიც საკუთარი ფასეულობების გამოხატვის ნაცვლად, ღიზიანდება  და მეათასედ ეკითხება საკუთარ თავს, რატომ არ ესმის სამყაროს მისი.

ამ ინდივიდს მიმდინარე ცხოვრებაში საკუთარი ფასეულობათა სისტემით კრისტალიზებული აზროვნების კარმა შემოაქვს, რასაც ჯიუტად ეპოტინება, რაც უკვე უადგილოა. მას შეუძლია იყოს უბედნიერესი, ადამიანთა შორის, თუ გადააბიჯებს ძველ ჩვევებს, რომლებიც მუდმივად უკან ექაჩებიან.

 

მარტინ შულმანი „კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top