რეტროგრადული პლუტონი მე-3 სახლში

რეტროგრადული პლუტონი მე-3 სახლში

ადამიანის ცხოვრებაში რეტროგრადულობის სამივე ფაზა მნიშვნელოვანია. ამ პერიოდებში ურთიერთობებს ხედავს „უკნიდან – წინ“. თავდაპირველად საბოლოო შედეგებს აკვირდება, შემდეგ იმ მიმართულებებს, რომლებიც დაწყებამდე დასრულდა. მოგვიანებით ცდილობს საკუთარი ნაბიჯები გაანალიზოს და მიხვდეს რა გამორჩა. მისი თვალთახედვა საკმაოდ ფართეა, სხვა ადამიანთა ქვეცნობიერი, ფარული აზრების მიმართ მგრძნობიარეა, რაც ტკივილს აყენებს. ხედავს ადამიანთა ნიღბებს უკან, შედეგად კი მისთვის სხვების ბოლომდე ნდობა რთულია, რადგან მათ დაფარულ ან/და ქვეცნობიერ მოტივებს ხვდება.

ამ ადამიანს შეუძლია ახლო ურთიერთობების დამყარება სულ რამდენიმე წუთის წინ გაცნობილ ადამიანებთან. ეს ეხმარება ჭეშმარიტების დანახვასა და საკუთარი შთაბეჭდილებებისა თუ აღქმის ახსნა.

მდებარეობა კარმულად მოითხოვს საკუთარ გრძნობებზე მბრძანებლობას. ახალგაზრდობაში გარშემომყოფებისა და გარემოს მიმართ საკმაოდ მგრძნობიარე იქნება, ასაკის მატებასთან ერთად კი სწავლობს იმ საკითხების, ადამიანებისა და სფეროების შემჩნევას, რომლებზეც კონცენტრირდება.

შედეგად, მას მოუწევს გარემოსთან ურთიერთობაში საკუთარი პოზიციების გადაფასება ისე, რომ სრულად აკონტროლებდეს ცნობიერებას, რომლითაც იცხოვრებს. კარგი იქნება თუ გააცნობიერებს, რომ ნებისმიერი აზრი, რომელიც ოდესმე მოსვლია თავში, მისი საკუთრება არ იყო. სხვების შეცვლის, ტრანსფორმირების იდეაც კი არ იყო მისი საკუთარი, არამედ – გარშემომყოფთა ქვეცნობიერი იდეებს იღებდა.

ამ მდებარეობის მქონე ადამიანი, ფაქტობრივად „გადამცემი მექანიზმის“ ფუნქციითაა და შეუძია მსოფლიო დონეზე შეცვალოს აზროვნება, მიმართულება, თუ ობიექტურადაა ორიენტირებული ამ საკითხზე.

კარმული ასტროლოგიის კიდევ ერთი განმარტების მიხედვით, წარსულ ცხოვრებაში ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და-ძმებთან, მეზობლებთან ან კოლეგებთან. უმეტესად კი მიზეზი „მწარე“ ენა, უსაფუძლო კრიტიკა, ინტელექტუალური ან ემოციური შეუთავსებლობა იყო. ეს ადამიანი სამეცნიერო ფორუმებსა და ხალხით გავსებულ შეკრების წევრი იყო, მაგრამ მისი მთავარი ინსტრუმენტი იყო ტყუილი, ინტრიგა, ანონიმური შეტყობინებები.

ამ ცხოვრებაში მოუწევს ეგოიზმის, სიხარბის, ზედმეტი სიფრთხილის დაძლევა, თავის ქებაზე უარის თქმა და ადამიანების მსახურება სიმართლის თქმით. მოუწევს წინა პლანზე დააყენოს ისეთი თვისებები, როგორიცაა პატიოსნება, კეთილმოსურნეობა. სასურველია მოერიდოს გადამყიდველობას, გადამცვლელის პოზიციას და ენერგია მიმართოს წერისკენ ან ნებისმიერი საქმიანობისკენ, რომელიც ქაღალდს ან მგზავრობას ეხება.

დამუშავებულია შემდეგი ავტორების მასალებზე დაყრდნობით: პოდვოდნი, შულმანი, aquarun. ru.


About Tamta

Scroll To Top