წარსულ ცხოვრებაში „დონ-ჟუანი“ ან კურტიზანი იყო. საწინააღმდეგო სქესის მიმართ გადამეტებულ ინტერესს იჩენდა, სასიყვარულო ავანტიურაზე მიდიოდა, სექსუალური გაუმაძღრობა ახასიათებდა. არაერთ პარტნიორს იცვლიდა ან/და ქორწინების გარეშე შვილები ჰყავდა.
ამ ცხოვრებაში მოუწევს სასიყვარულო პარტნიორის მიმართ მეტი ერთგულება გამოიჩინოს, პარტნიორი არ მოატყუოს და ბავშვების აღზრდას მეტი დრო დაუთმოს. წარმატებას მოუტანს პედაგოგიური, აღმზრდელობითი საქმიანობა, სახელმწიფო სამსახურში მუშაობა, პოლიტიკა, სამეცნიერო ან/და ოკულტური საქმიანობა, ხელოვნება.
ინდივიდი მეტ დროს ატარებს რეტროგრადულობის პირველ ფაზაში. ცდილობს საკუთარი თავი გარეგნულად გამოხატოს, რათა დაამტკიცოს, რომ სამყარო იღებს. შეუპოვარი და დინამიურია. ძლიერი სექსუალური ბუნება აქვს. ცხოვრებაზე მისი შეხედულებები (მიზანდასახულობასთან ერთად) გამარჯვების მომტანი შეიძლება გახდეს. შესაძლოა სუბიექტური იყოს ცხოვრებაზე შეხედულებებში, მან უნდა ისწავლოს სხვა ადამიანების გრძნობების გაგება, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი აღქმა დამახინჯდება, სამყარო კი იმაზე მეტად ობიექტურია, ვიდრე თვლის და აღქმის „გასწორება“ მტკივნეულად ხდება.
ამ მდებარეობის მქონე ადამიანთა უმეტესობას ჰყავს შვილი, რომელიც ძნელადაღსაზრდელია ან მასთან საერთო ენის გამონახვას ძნელად ახერხებს. როგორც წესი, ბავშვი შაბლონებით აღზრდაზე უარს ამბობს (უარყოფითი რეაქცია აქვს) და ზოგჯერ მშობლების მასწავლებელი აქეთაა.
რეტროგრადული პლუტონის შემთხვევაში ძლიერი შინაგანი აფორიაქებაა დამახასიათებელი, რადგან ინდივიდი ხშირად ირგებს სხვადასხვა როლს.
შესაძლოა შინაგან დონეზე საკუთარი თავით/ცხოვრებისეული როლით (იგულისხმება დის, დედის, მეგობრის და ა.შ. როლები) უკმაყოფილო იყოს და საზოგადოებაში მიღების მიზეზებსა და საშუალებებს აქტიურად ეძებდეს. შესაძლოა სარისკო როლებს ირგებდეს, თამაშობდეს, რითაც „ცხოვრების ღირსად“ („მე ასე ცხოვრების ღირსი ვარ“) ყოფნას ამტკიცებს. სიმშვიდეს მოიპოვებს მაშინ, როდესაც თავს მიიღებს სამყაროს ერთ ნაწილად და მის გადატრიალებას არ ეცდება.
მისი კარმა ყოველთვის დაკავშირებულია შემოქმედებითი პროცესების არასწორ გამოყენებასთან (წარსულ ცხოვრებაში), უმეტესად ეხება – სექსუალური ხასიათის აზრების პროეცირებას (სხვებს აწერს საკუთარ სექსუალურ სურვილებს/აზრებს). ამჟამად სასურველია ისწავლოს თავისუფალი ფსიქიკური სივრცის გაზიარება გარშემომყოფებთან და შედეგად აღმოაჩენს (საკუთარ ტავში) ახალი ენერგიის წყაროს, რომელიც შეუძლია გამოიყენოს შექმნის, შემოქმედების, მიღწევის ახალი სფეროებისთვის.
დამუშავებულია შემდეგი ავტორების მასალებზე დაყრდნობით: პოდვოდნი, შულმანი, aquarun. ru.