რეტროგრადული პლუტონი მე-6 სახლში

რეტროგრადული პლუტონი მე-6 სახლში

სამუშაოს, უფროსებთან ურთიერთობისა და სამყაროს წინაშე ვალდებულებების სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. შესაძლოა უცნაური დაავადება სტანჯავდეს ან გადაიტანა. ასეთი დაავადება ისე უცნაურად ქრება, როგორც განვითარდა ან მის მიზეზებს ვერ ადგენენ.

მან უნდა ისწავლოს განსაკუთრებული მისია არ მოირგოს („მე განსაკუთრებული როლი მაკისრია“), წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეცნობიერად საზოგადოების მანკიერების, უარყოფითი მხარეების საკუთარ თავში გამოვლენა ხდება. ამის მიზეზია ქვეცნობიერი სურვილი – სამყარო ისე შეცვალოს, რომ მისი იდეების რეალიზებას წარმოადგენდეს.

მისი კარმა თავდაუზოგავ მუშაობას უკავშირდება, რომელშიც ქმედებები მეტადაა დაკავშირებული მის ინდივიდუალურ იდენტიფიცირებასთან, ვიდრე როლებთან – კოსმიურ დონეზე. ფაქტობრივად, უნივერსალურ მისიონერს წარმოადგენს. სანამ ამ ფაქტს ჩაწვდება, მანამდე სამყაროსთან ურთიერთობაში მწარე გამოცდილებას, სიმწარეს იღებს და სამყაროს მოტყუებაში ადანაშაულებს.

რეტროგრადულობის მე-3 ფაზის დროს ფაქტობრივად საკუთარ თავს ტკივილს აყენებს შიგნით ჩაღრმავებითა და იქ პრობლემების გამოვლენით. ეს ხდება იმიტომ, რომ ზედმეტად საქმიანია და ყველაფერში ერევა. ჰარმონიას აღწევს, როცა ეშვება „გავიგო საიდან იზრდება ფეხები“ ტიპის ძიებას და მის ნაცვლად სიარულს იწყებს.

განსხვავებული ვერსიით, წინა ცხოვრებაში შესაძლოა იყო მშრომელთა ექსპლუატატორი, მონების მფლობელი, ინკვიზიტორი, ხარბი ექიმი ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა (ამ უკანასკნელში იჩენდა სიმკაცრეს, სადისტური მიდგომა ჰქონდა), მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობდა (მათ შორის – ფიზიკური).

ახლა ძირფესვიანად უწევს ქცევის სტილის შეცვლა, საკუთარ თავში ისეთი თვისებების წინ წამოწევა, როგორიცაა შემწყნარებლობა, კეთილშობილება, გულმოწყალება; ადამიანების დახმარება მატერიალურად და მორალურად, უსასყიდლოდ, დასაჩუქრების მოლოდინის გარეშე მოუწევს. კარმის გამოვლენის შესამსუბუქებლად სასურველია პროფესიებიდან არ ამოირჩიოს ექიმის, მკურნალის პროფესია.

დამუშავებულია შემდეგი ავტორების მასალებზე დაყრდნობით: პოდვოდნი, შულმანი, aquarun. ru.


About Tamta

Scroll To Top