ამ მდებარეობის მქონე ადამიანი ურთიერთობებში ზღვარის გადალახვის დიდ მოთხოვნილებას განიცდის. ქორწინებაში შესაძლოა ქვეცნობიერად თავად არღვევდეს ჰარმონიას, რომლესაც როგორც ფიქრობს – ეძებს. სხვა ადამიანების შეცვლის მცდელობებში დიდ ენერგიას ხარჯავენ, ამ დროს კი საკუთარ თავს არ იცნობენ.
ყველა ადამიანს საკუთარ თავზე წარმოდგენების, ორი ტიპის „მე“ კონცეფცია გააჩნია. ერთი, რასაც თავად ფიქრობს საკუთარ თავზე, მეორე – რასაც თვლის, რომ სხვები მასზე ფიქრობენ. ინდივიდები, რეტროგრადული პლუტონით მე-7 სახლში სწორედ მეორე შეხედულების ტრანსფორმაციაზე მუშაობენ. გარემო იმაზე მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე წარმოუდგენიათ. ყოველთვის, როდესაც საკუთარ თავზე ფიქრობენ, გარე მოვლენების ძლიერ გავლენას განიცდიან.
ამ შემთხვევაში ქორწინება რთულ პროცესს წარმოადგენს, რადგან ახლო ურთიერთობები მის ქვე-განცდებს ააქტიურებენ, ასევე მის ფარულ სურვილსაც – მთელი ის სამყარო გაანადგუროს, რაც მის დაბალ გამოვლინებას ხელს უწყობს. ცვლილებები მას შემდეგ ხდება, რაც საკუთარ რეალურ მხარეს შეიცნობს.
ერთ-ერთი ვერსიით, წინა ცხოვრებაში ადამიანმა ნებსით თუ უნებლიედ ქორწინების ან საქმიანი პარტნიორის ცხოვრება დაანგრია, შეთანხმებებს არ მიყვებოდა, კონტრაქტებს არღვევდა, საქმიან ურთიერთობებს არაპატიოსანი გზებით აგვარებდა. სასურველის მისაღებად ყველაფერზე მიდიოდა. ქორწინების პარტნიორებს ხშირად იცვლიდა.
ამ ცხოვრებაში მეორე ნახევრის არჩევა მოუწევს, თუმცა მანამდე ყველაფრის გაანალიზება და შეფასება აუცილებელია. საკუთარი ქმედებებისა და აზრების კონტროლი მოუწევს, განსაკუთრებით მათი, რომლებიც პარტნიორობას უკავშირდება. რეტროგრადული პლუტონის მე-7 სახლში მქონეთა დიდ ნაწილს ოჯახურ ურთიერთობებში არეულობა, კამათი, განქორწინება უწევს (შესაძლოა არა მისი მიზეზით). დამუშავების შედეგად მსგავსი სიტუაციები არიდებულია.
დამუშავებულია შემდეგი ავტორების მასალებზე დაყრდნობით: პოდვოდნი, შულმანი, aquarun. ru.