ეზოთერული სიმბოლო
პლუტონის სიბოლოში მოცემული სული წრე თავისუფლად ლივლივებს სამშვინველის ნახევარწრეზე, რომელიც, თავის მხრივ, მატერიის ჯვარზეა განთავსებული. ეს იმ უცნობ სფეროებზე მიუთითებს, რომელიც ადამიანმა უნდა გაიაროს, სანამ საკუთარ თავს ბოლომდე, ყველაზე ღრმა დონეებზე, შეიცნობს.
როდესაც არსებობის სულიერი და მატერიალური ნაწილები არ იმყოფებიან კონტაქტში სულის სინათლესთან, ინდივიდი პლუტონის ენერგიის უმდაბლესს ვიბრაციებს განიცდის. მაგრამ როდესაც ის თავის შეუცნობელ თვისებებს გადააბიჯებს, მას ნამდვილად შეუძლია სულისა და უმდაბლეს ცხოვრებასთან განხეთქილების ლიკვიდაცია და ოქროსფერი სინათლით განწმენდილ სულთან დაკავშირება, როგორიც ღმერთმა არგუნა. როდესაც ადამიანი ამას აღწევს, ის საკუთარი არსების იმდენად ღვთაებრივ ნაწილს უკავშირდება, რომ დარწმუნებულია, არც ერთი ნაცნობი ამას არ დაუჯერებს. ზუსტად ეს არის მისი ჭეშმარიტი იდენტობა.
პლუტონის ენერგიის ამ დონის მიღწევა უამრავ სირთულესთან არის დაკავშირებული. არწივის მსგავსად, რომელიც ყველაზე მაღლა დაფრინავს, ყოველმა ინდივიდმა დამოუკიდებლად უნდა გადალახოს თავისივე შეზღუდვები. დასასრული, რასაც განასახიერებს პლუტონი, იმ ფაზების სიმბოლურ სიკვდილს წარმოადგენს, რაც ინდივიდის ზრდისთვის აღარ არის საჭირო.
რეტროგრადული პლუტონის ინვერტირებულ სიმბოლოში სული დაბლა, მიწის სიბრტყისკენ ეშვება. შესაბამისად, ყველაფერი დანარჩენი ღვთაებრივი სულის მანიფესტაციისგან აღიმართება, რომელიც თავს აქ, დედამიწაზე გამოხატავს. რადგან პლუტონი ნახევარი დრო რეტროგრადულად მოძრაობს, დედამიწის მაცხოვრებელთა ძალიან დიდ პროცენტს ჰყავს რეტროგრადული პლუტონი. ამ ადამიანებისთვის შინაგანი ტრანსფორმაცია გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გარესამყაროში განხორციელებული რეფორმების მცდელობა.
ინდივიდუალიზმი
ინდივიდი, რეტროგრადული პლუტონით, საზოგადოების პრობლემების და უბედურების მიზეზს პერსონალურად აღიქვამს, რომ საკუთარი თავის ტრანსფორმაცია მოახდინოს. მან იცის, რომ არ შეუძლია სამყაროს შეცვლა, თუმცა კი ისურვებდა, თუ ეს შესაძლებელია. სამაგიეროდ, მას შეუძლია შეცვალოს საკუთარ შინაგანი სამყარო, რითაც კავშირს გაწყვეტდა ყველაფერთან, რამაც ის უწმინდურ არსებობას მიაჯაჭვა. ეს პროცესი ათწლეულებს, ხანაც რამდენიმე ცხოვრებას მოითხოვს. თავის უზენაესს მანიფესტაციაში, ის იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ცნობიერებას წარმოადგენს, რომელმაც დედამიწაზე წმინდა სახის სიყვარულის მოიტანა.
უფრო მცირე მასშტაბში და მეტად თვალსაჩინო დონეზე, ინდივიდი ყოველთვის თავიდან იშორებს ყველას და ყველაფერს, რაც მისი სამშვინველის პროგრესს და მისი სულის თვითგამოხატვას აბრკოლებს.
ინდივიდი, რეტროგრადული პლუტონით, კაცობრიობის ბრძოლას ძალიან პერსონალურად განიცდის, როგორც შინაგან ბრძოლას. ის ვალდებულად თვლის თავს, საკუთარ შინაგან არსებაში გადალახოს ყველა ის მანკიერება, რაც იმ საზოგადოების შეგნებას ამდაბლებს, რომელშიც ცხოვრობს. ამიტომ, სხვების თვალთმაქცობას, მაშასადამე, არაწესიერებას საკუთარ თავთან, ის პირად შეურაცხყოფად აღიქვამს. მისთვის ეს ნამდვილი გამოწვევაა, რომელიც ხელს უშლის წინსვლაში და აუცილებლად უნდა გალახოს, ცივილიზაციის კეთილდღეობისთვის, რომლის მნიშვნელოვან ნაწილსაც წარმოადგენს ინდივიდი. მან უნდა ისწავლოს იმ ადამიანების ჩვევითი შტამპებისა და ქცევითი ხასიათისგან დისტანცირება, რომელთაც ძალიან ცოტა საერთო აქვთ მის საკუთარ შინაგან რეალობასთან.
რეტროგრადულ პლუტონს საკუთარი რესურსების სრული კონტროლი სურს. მას აინტერესებს: განკურნება, ტრანსფორმაცია, კვლევა და სიზმრების ანალიზი; ხვდება იმას, რაც დირექტიული პლუტონის მფლობელის ყურადღების მიღმა რჩება. თუმცა კი მეტ უარყოფითს ამჩნევს.
მათი უმეტესობა მარტოსული ან ინტროვერტია, ხალხთან ყოფნის დროს ნაკლებად მოშვებულები არიან. როგორც წესი, საკმაოდ ძლიერები არიან იმ სახლის სფეროებში, სადაც რეტროგრადული პლუტონი მდებარეობს. ძირითადი პრობლემა – ფსიქოლოგიური სისუსტის (დაუცველობის) შიში.
დამახასიათებელია სიკვდილისა და სიცოცხლის მუდმივი განცდა. ხშირად განიცდიან სიმბოლურ სიკვდილს,რასაც მოჰყვება რეგენერაცია. ტანჯვა და სირთულეები ზრდის მათ ცნობიერებას. შინაგანად ყოველთვის მზად არიან ცვლილებებისა და ტრანსფორმაციისთვის, კარმული ვალებისგან გასათავისუფლებლად.
კარმა
ინდივიდი, რეტროგრადული პლუტონით, მასობრივი ცნობიერებას კარმას განიცდის საკუთარ თავში. ის კარგად გრძნობს მსოფლიო აზროვნების ზემოქმედებას და აცნობიერებს, როგორ უკავშირდება ეს პროცესები საუკენეების განმავლობაში ერთმანეთს. ის ადამიანებს ერთი საყოველთაო მთლიანობას ნაწილაკებად აღიქვამს.
პერსონალურ დონეზე მისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია რას ფიქრობს იმაზე, რასაც აკეთებს, ვიდრე თავად მისი ქმედებები. დროის მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარ ცნობიერებაში ცხოვრებს, თუმცა ყოველთვის არ გამოხატავს იმას, რაც იცის.
რეტროგრადული პლუტონისთვის დამახასიათებელ სულიერ ზრდას მხოლოდ ინდივიდის ცნობიერი გონება ზღუდავს. თუ მოინდომებს, მას ნამდვილად შეუძლია მთელი კაცობრიობის კარმის მნიშვნელოვან ნაწილზე ამაღლდეს. საკმაოდ საინტერესოა, რომ თუ შეეცდება ამაღლებას თავი აარიდოს, ის, ასე თუ ისე, საკუთარ თავზე განიცდის გარემომცველი საზოგადოების უმდაბლეს კარმურ პროგრამებს. თუ ინიდივიდი ამაღლებას მოინდომებს, ის მართლა შეძლებს იესოს იგავის მიხედვით ცხოვრებას: „იცხოვრებს ამ ქვე-ყანაში, მაგრამ იქნება არა ამ ქვე-ყნიური“. ამის მისაღწევად, ის დროდადრო შორდება საზოგადოებას, განსაკუთრებით ცხოვრების პირველ ნახევარში, სანამ არ ისწავლის მიუკერძოებელ დამოკიდებულებას სამყაროს ენერგიასთან. სწორად განვითარების შემთხვევაში, ბოლოს ის მიაღწევს წერტილს, რომელშიც აღარ განიცდის ამ ენერგიის მოქმედებას საკუთარ თავში.
ერთ-ერთი ვერსიით, რეტროგრადული პლუტონის მქონე ადამიანი წარსულში ლიდერი იყო, რომელმაც რაიმე მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი, მაგიასა და სხვა ოკულტურ მეცნიერებას მისდევდა, მებრძოლი და ა.შ. მიმდინარე ინკარნაციაში ის არაფორმალურ ლიდერობას ამჯობინებს. კრიტიკულ სიტუაციებში არ ჰყვება პანიკას, რაც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. მან კარგად უნდა გააცნობიეროს ძალაუფლების და ძალთა გადანაწილების თემები.
რეტროგრადული პლუტონი ძველის, ნაგვისა და ცვლილებების, შინაგანი გარდაქმნის გაძლიერებულ სურვილს იძლევა. ეს მდებარეობა იმ იშვიათ შემთხვევას წარმოადგენს, როდესაც ადამიანს კარმის გამოსწორებისა, შემსუბუქების, “ძველი ვალების” გასტუმრების საშუალება ეძლევა. ინდივიდის ტრანსფორმაცია ასევე გარეშე თვალისგან შეუმჩნევლად მიმდინარეობს.
მარტინ შულმანი „კარმული ასტროლოგია“
II ტომი „რეტროგრადული პლანეტები და ინკარნაცია“