რეტროგრადული პლუტონი 1-ელ სახლში

რეტროგრადული პლუტონი 1-ელ სახლში

„გამბედაობა“

საკმაოდ დინამიური მდებარეობაა, რაც ადამიანს თვითწმენდვის ძიებას აიძულებს. მუდმივ ცვლილებებსა და ტრანსფორმაციას განიცდის. აქტიური და საინტერესო ცხოვრება ელოდება. ახალგაზრდობაში იმპულსურია, წლების მატებასთან ერთად სამყაროს გაგებას, შემეცნებას ცდილობს, რადგან უკვე ხვდება – ის ამ სამყაროს ნაწილია.რასაც არ უნდა აკეთებდეს, ძლიერი შინაგანი სურვილით აკეთებს, რაც მისი მოტივატორია.

იშვიათადაა კმაყოფილი და სულ ძიებაშია. ქორწინება და პარტნიორული ურთიერთობები ხშირად რთულად ეწყობათ, რადგან შინაგანი ქაოსი და უწესრიგობა მუდმივად ცვლილებებისკენ უბიძგებს და სურვილებიც მას ყვება. ამ ცხოვრებაში ბევრჯერ მოუწევს საკუთარი აზრის, ხედვის, კონცეფციების შეცვლა.

კარმული ასტროლოგიის მიხედვით, წარსულ ცხოვრებაში ძლიერი პიროვნება იყო, რომელსაც ძლიერი ნებისყოფა, ენერგია, ზებუნებრივი ფიზიკური და სულიერი ძალები გააჩნდა. სავარაუდოა, რომ მისი შესაძლებლობები სიკეთის სახელითა და გარშემომყოფთა საკეთილდღეოდ არ გამოიყენებოდა – ამაზე პლუტონის რეტროგრადულობა მიანიშნებს. ის შეიძლება იყო პოლიტიკოსი ან სახელმჭიფო მოღვაწე, მაგრამ დესპოტი და ტირანი, დაქვემდებარებულებსა და  ხალხს შიშის ქვეშ აცხოვრებდა.

სექსუალური კუთხით ძლიერი, მაგრამ სადო-მაზოხისტური მიდრეკილებები ჰქონდა. ამ ცხოვრებაში საკუთარ უარყოფით თვისებებზე მუშაობა მოუწევს. სასურველია შეცდომები ნაკლებად დაუშვას, სხვა ადამიანებს ზიანი ნაკლებად მიაყენოს. უკეთეს წარმატებას მიაღწევს, თუ გადამეტებული სექსუალური სურვილების სუბლიმირებას მედიცინაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში მოახერხებს.

დამუშავებულია შემდეგი ავტორების მასალებზე დაყრდნობით: პოდვოდნი, შულმანი, aquarun. ru.


About Tamta

Scroll To Top