რეტროგრადული სატურნი მერწყულში

რეტროგრადული სატურნი მერწყულში

ეს ძალზედ დამოუკიდებელი და უნიკალური ინდივიდია. ის ყველაფრით ინტერესდება, რასაც ცხოვრება სთავაზობს. მისი წესები და საზღვრები ფართოდ სცდება ტრადიციულ ნორმებს, რადგან ეს ყველაფერი იმის ნაკრებს წარმოადგენს, რაც მან უკვე დააგროვა.

მერწყულის ნიშანში სხვა პლანეტებისგან განსხვავებით, სატურნის შემთხვევაში, ადამიანის უნიკალური იდეები ძალზედ მყარია.  მართალია, მას უყვარს ინოვაციური იდეების მოსმენა, რაც მის ცოდნას ამდიდრებს, მაგრამ ის მაინც არ შეიცვლის ძირითად პოზიციებს, რომლებიც წარსულ ინკარნაციებში ჩამოაყალიბა. ამრიგად, მართალია, ის მომავალზე ორიენტირებულია, მაგრამ მაინც ძლიერ არის მიჯაჭვული წარსულზე. თავისი მუდმივი მოთხოვნით, ახალი აღმოჩენები წარსულ კონცეფციებში მოაქციოს, მას შეუძლია, სიტყვა სიტყვით, გამოფიტოს ისინი, ვინც თავის მომავალს გეგმავს.

მერწყულის ნიშნის არათანმიმდევრულობის გამო, ინდივიდი ყველა ფაზას განიცდის. ის ძალზედ ცნობისმოყვარეა და ცდილობს ყველა სიახლის საქმის კურსში იყოს. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ის მიდრეკილია არა ტრადიციების რღვევის, არამედ მათი მოდიფიკაციისკენ; ან პირიქით, ის შეეცდება მიაღებინოს საზოგადოებას სიახლეები, ტრადიციების, შეზღუდვებისა და მოსაწყენის წესრიგის ელემენტების დამატების მეშვეობით.  რაც უფრო მეტად ამძიმებს ინოვაციურ იდეას ინდივიდი, მით უფრო ფასეული ხდება ის საზოგადოებისთვის. ამრიგად, კარმულად, მისი მისია ერთგვარი ხიდის როლის შესრულებაა მომავალსა და წარსულს შორის. მან უნდა სდიოს ნოვატორებს და მათი აღმოჩენები მისაღები ფორმით  მიაწოდოს საზოგადოებას აქ და ახლა.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top