აქ ადამიანის ცხოვრება აწყობილია წარსულის პრინციპებზე. ეს ინდივიდი ძალიან დამოუკიდებელია და სხვების რჩევები ნამდვილად ვერ გახდება მისთვის სასარგებლო სახელმძღვანელო.
დროდადრო ძალზედ თავდაჯერებული ჩანს, მაგრამ ის ძალა, რომლითაც თავის იდეებს გამოხატავს, არ ასახავს მის ნამდვილ თავდადებას მათდამი. რა საქმეს, პრინციპს თუ მისიასაც არ უნდა მისდევდეს, ყველაფერი მუდმივად იცვლება. როგორც ჩანს, ის განასახიერებს ადამიანის მოთხოვნას, განერიდოს ნებისმიერ ტრადიციას, რომელმაც თავი ამოწურა.
ამ ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება შუახნის ასაკმადე არ ვლინდება, სანამ ტრადიციულ მეთოდებს არ გამოცდის და დაასკვნის, რომ ეს ძალიან შემზრუდველია. ის საკუთარი თავის მოწაფე უფრო გახდება, ვიდრე სხვების მითითებებს შეასრულებს, ვისაც, როგორც მას მიაჩნია, რეალურად წარმოდგენაც არ აქვთ, რა არის მისთვის უმჯობესი.
ძალიან ბევრს შემთხვევაში, ასაკის მატებასთან ერთად ახალგაზრდავდება. საბოლოო ჯამში, ინდივიდი გაიგებს, როგორ გააცოცხლოს ის, რაც ოდესღაც ამძიმებდა. მან არ უნდა განსაჯოს სხვები, რომ არ გამოიწვიოს გაუცხოვება. თუმცა მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ის ყოველთვის ცდილობს სამართლიანი იყოს შინაგან შეფასებებზე.
მისი კარმა საკუთარი წარსულის შეცდომების გაგება-გამოსწორებას გულისხმობს. შედარებით მოწიფულ ასაკში ის იმას აკეთებს, რაც ახალგაზრდობაში უნდა ეკეთებინა. აქ აქცენტირებულია რეტროგრადულობის უკუეფექტი: ინდივიდი თავისი ზრდასრული ცხოვრების უმეტეს ნაწილს III ფაზაში ატარებს, რადგან აღმოაჩენს, რომ II ფაზა, რომლითაც ახალგაზრდობაში ცხოვრობდა, მას აღარ აკმაყოფილებს.
მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”