ბუნებრივია, ამ სახლში აქტუალურია I ფაზა, რადგან ადამიანი ცდილობს იპოვოს საკუთარი ინდივიდუალიზმის გამომსახველი შთამბეჭდავი სტრუქტურა, რომელზეც აისახება გარესამყაროს ვიბრაცია. ის ცდილობს გამოასახოს თავისი რეალობა გარეთ, რადგან როდესაც დანარჩენ ფაზების დრო დადგება, მას უკუკავშირი სწადია. ხანდახან მას ძალიან აკლია ინდივიდუალიზმი, თუმცა მისთვის ასევე დამახასიათებელია ამ დანაკლისის კომპენსაციის ძლიერი ტენდენციაც. როგორც წესი, მას არაერთი ბარიერი ჰყოფს იმ ადამიანებთან, ვისთან დაახლოვებასაც ისურვებდა.
უნდობი პოზიცია, რითაც გამსჭვალულია მისი ინდივიდუალური სტრუქტურა, განპირობებულია წარსულ ცხოვრებაში განცდილი გარკვეული სიტუაციებით, რომელშიც თავს დისტანცირებულად გრძნობდა იმასთან, რის მიღწევასაც ლამობდა. ახლა, იმის ნაცვლად, რომ ამას პირდაპირ თვალებში ჩახედოს, ის ცდილობს იყოს მნიშვნელოვანი, რომ სხვებმა აღიარონ. აი, მაშინ მისი თავმოყვარეობა წესრიგში იქნება.
ეს ინდივიდი ძალზედ მგრძნობიარეა, იმ შემთხვევაშივ თუ გარეგნულად ასეთად არ გეჩვენებათ. კარმულად, ის საკუთარ თავზე დაყრდნობას სწავლობს და რადგან ეს პროცესი საკმაოდ ნელა ხორციელდება, მას ძალიან ეშინია, რომ ვინმე იმაზე ადრე შეეცდება მის მოცელვას, სანამ მყარ საძირკველს შექმნის. თავის ცხოვრებას წესების კოშკის აგებაზე ხარჯავს, რომელიც საბოლოოდ მისი ინდივიდუალიზმის სტრუქტურა უნდა გახდეს.
მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”